• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სავარაუდოდ, ამ “კრიშასთან” ბრძოლაში მარცხდება მინისტრი დავითაშვილი” – რა “მოიფიქრა” სოფლის მეურნეობის მინისტრმა?

ალია ავტორი - ალია
00:48 01-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ანი დვალიშვილი, ალია

სანამ ოპოზიცია გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადება, ხელისუფლება იმ საკრებულოებს კარგავს, სადაც ძალთა ბალანსი გახარიას პარტიის ხარჯზე უნდა დამჯდარიყო. ექსპრემიერის მოთხოვნები “ოცნებაში”  არ დააკმაყოფილეს და აგერ, წალენჯიხის საკრებულოც ოპოზიციური გახდა. თუმცა, ეს ყველაფერი რეპეტიციაა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების წინ. იმის მიუხედავად, რომ წალენჯიხა არ არის პატარა მუნიციპალიტეტი, მთავარი საჭიდაო მაინც რუსთავია, ქალაქი, სადაც ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საკრებულო ოპოზიცური გახდეს, თუმცა აქ თავმჯდომარის პოსტი ნაციონალურ მოძრაობას სურს. როგორც გვეუბნებიან, სწორედ ამის გამო დათმეს ნაციონალებმა ორ მუნიციპაალიტეტში პოზიციები და ახლა გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ რუსთავის საკრებულოში მისი პარტიის სამმა წევრმა მხარი სწორედ ნაციონალების კაანდიდატს დაუჭიროს. ასეთ შემთხვევაში, რუსთავში, მაისში გასამართი საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაციონალები სერიოზულ უპირატესობას მიიღებენ და გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის სოლიდურ ნაწილსაც გადაიბირებენ, მიმდინარე პროექტების შეჩერების და დაფინანსების გაწელვის შესაძლებლობაც ექნებათ, რაც ხელისუფლებას დაარტყამს. არადა, გახარიას პარტია “ოცნებას” რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის პოსტის გარდა, ვიცე-მერის პოზიციას, სამი სამსახურის უფროსსა და ოთხი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის თანამდებობას სთხოვს, რაზეც “ოცნება” კატეგორიულ უარს აცხადებს.

არსებული რეალობის ფონზე, “ოცნებაში” მინისტრთა კაბინეტის ორი წევრის მოხსნაზე ჯერჯერობით თავს იკავებენ. საუბარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილზეა. დავითაშვილის მისამართით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი არარეალურად გაძვირდა და ხორბლის ექსპორტთან დაკავშრებით სერიოზული კითხვები გაჩნდა. მოგეხსენებათ, მცურავი ბაჟის გამო, ხორბალი გაძვირდა და ყველა წისქვილკომბინატი დახურვის საფრთხის პირასაა. მეწარმეებმა დავითაშვილს “რაღაცის” მოფიქრება შესთავაზეს და ის, რაც მან მოიფიქრა, პურის მზა ფქვილზე ბაჟის გაზრდაა. ანუ, დავითაშვილის უწყება იმას კი არ ცდილობს, ხორბლის შემოტანის გზები გააიოლოს, არამედ ფქვილზე ზრდის ბაჟს, რაც ავტომატურად გამოიწვევს პურის ფასის გაზრდას და თანაც მთელი 30 თეთრით, რაც “ოცნების” ისედაც მყიფე რეიტინგს საგრძნობლად დაარტყამს. კულუარულად ამბობენ, რომ დავითაშვილი ფქვილის შემომტანებს ვერ ერევა და ეს მონოპოლიზირებული სფერო საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი “კრიშით” სარგებლობს. ჰოდა, სავარაუდოდ ამ “კრიშასთან” ბრძოლაში მარცხდება მინისტრი, თუმცა ხალხს ამით სარგებელი არ ექნება – გაზაფხულისთვის პურის კიდევ ერთხელ გაძვირება ძალიან რეალურია.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved