• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ წამოვიდა “მუკელებისგან” მთავარი იერიში ზიარებაზე?”

ალია ავტორი - ალია
22:00 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ხვალ სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სანამ ამ საკითხზე ჩემს აზრს შემოგთავაზებდეთ, მოდით გავეცნოთ თუ რა შეიცვალა სხვა ეკლესიებში:
*** რუსეთში ყოველი ზიარების შემდეგ, კოვზი გაიწმინდება სპირტში გაჟღენთილი ტამპონით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ტამპონი, გამოყენებული კი ჩაიყრება წყალში, რომელსაც შემდეგ უტილიზაცია გაუკეთდება. ზიარების შემდეგ „სასმისი“ თითოეულ მონაწილეს მიენიჭება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით.
ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირებმა უმჯობესია, ჯვარი მრევლს თავზე დაადონ და დროებით აიკრძალოს ჯვარზე მთხვევა“.
*** მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა ღვთისმსახურება და რიტუალები, გარდა პირადი ლოცვებისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიებში, რომელიც იქნება ღია. ეს შეზღუდვები გადაიხედება მომავალში პანდემიასთან არსებული მდგომარეობის განვითარების შესაბამისად.
საპატრიარქო და სტავროპეგიის ყველა მონასტერი განაგრძობს რეგულარულ ღვთიურ მსახურებას სამონასტრო წევრებისთვის, მაგრამ არ დაიშვება მომლოცველთა და მნახველთა გარედან შემოსვლა.
*** ვატიკანმა დროებით გააუქმა საეკლესიო ღონისძიებები კათოლიკური აღდგომისთვის, რომელიც წელს 12 აპრილსაა. იტალიაში ზოგიერთ კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია იმოქმედოს, მაგრამ აკრძალულია მასობრივი შეკრებები. მორწმუნეებს ნება ეძლევათ, ინდივიდუალური წესით ილოცონ.
*** საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საბერძნეთის მთავარეპისკოპოსს იერონიმეს დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ტაძრები ღია იყოს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებს კერძოდ შეეძლოთ იქ თაყვანისცემისთვის შესვლა და შესრულდეს მხოლოდ აუცილებელი საეკლესიო საიდუმლოებები, რომელსაც ადამიანთა მინიმალური რაოდენობა დაესწრება. მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ განაცხადა, რომ საბერძნეთის ეკლესია მეცნიერებას არ ეწინააღმდეგება, პასუხისმგებლობით ეკიდება კორონავირუსის საპროფილაქტიკო ზომებს და სრულად ასრულებს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებებს, მაგრამ საბერძნეთის ტაძრებში მსახურება არ შეწყდება. ელადის ეკლესიის სინოდის განაცხადებით კი: საღმრთო ევქარისტია და ზიარება ერთი ბარძიმიდან ვერ გახდება კორონავირუსის გადადების მიზეზი.
––––––––––––––––––––––––
ალბათ გახსოვთ, ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადება, სადაც ჰიგიენური მოსაზრებით ეკლესიას მრევლის ერთჯერადი კოვზებით ზიარება ურჩია.ეს განცხადება მან 1 თებერვალს გააკეთა და იმ დროს საქართველოში არანაირი კორონავირუსის საფრთხე არ იყო. პირველი კორანავირუსის შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. მოგვიანებით, კორონავირუსის საფრთხისგან დაცვის მომიზეზებით, იგივე მოითხოვეს სხვადასხვა ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლმა ცნობადმა სახეებმაც! ამჯერად ნიკანორ მელიამ და სხვა მუკ–ის (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) წევრებმა სახელმწიფოსგან ტაძრების დახურვა და წირვა–ლოცვის შეწყვეტა მოითხოვეს! როგორც სხვა მავნებლობების შემთხვევაში, ამჯერადაც რა თქმა უნდა კეთილშობილური მიზნით – უსაფრთხოების მომიზეზებით!
მათი მთავარი მიზანი, ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება იყო! მათთვის მტერი არა უღირსი სასულიერო პირები, არამედ მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მოძღვრებაა! როგორც წმ. კიპრიანე კართაგენელი ბრძანებს “ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა”.
არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, თუმცა მე პირადად წინააღმდეგი ვარ, როგორც ზიარების წესის შეცვლის, ასევე წირვა–ლოცვის შეჩერებისა და აი რატომ:
1. მართალია ზიარების წესის შეცვლით და მე–8 საუკუნემდე მოქმედ წესზე (ჩაწობა) გადასვლით, არსი არ იცვლება, მხოლოდ ფორმა იცვლება, მაგრამ თუნდაც ზიარების წესის ფორმის შეცვლა კორონავირუსის გამო მიუღებელია, რადგან ეს მის დაკნინებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეს არის ერთგვარი დათმობა ეკლესიის მებრძოლებისადმი, ხოლო მცირე დათმობა, შემდგომში დიდი დათმობის საწინდარია!
2. ზიარება ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი საიდუმლოა და მასზე დგას სწორედ მთელი რელიგიის არსი! ზიარება ქრისტეს სისხლი და ხორცია! მრევლის ზიარების შემდეგ, ბარძიმს მთლიანად იღებს სასულიერო, ახლა წარმოვიდგინოთ რამდენი სნეული (ტუბერკულიოზი, ცეჰეპატიტი…) იღებს ზიარებას და ამის შემდეგ მაზიარებელ სასულიერო პირები ხომ დასნეულებულები უნდა იყვნენ? ხომ საინტერესოა რატომ წამოვიდა “მუკელებისგან” მთავარი იერიში ზიარებაზე? განა ცნობილი არ არის, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებია და ტაძარში მდგომებმაც შეიძლება გადასცენ ერთმანეთს ზიარების გარეშე?
3. რაც შეეხება წირვა–ლოცვის შეჩერებას! ისტორიის მანძილზე, არცერთი დამყრობლის შემოსევის დროს და არცერთი ჭირის გავრცელებისას, ეკლესიას წირვა–ლოცვა არ შეუწყვეტია! ყოფილა შემთხვევები როდესაც გარკვეულ ლოკაციაზე წირვა–ლოცვა შეუძლებელი გამხდარა, მაგრამ მისი შეჩერება–გაუქმება მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მომხდარა!
4. ნებისმიერი ბოროტება ხომ სიკეთის სახელით მოდის? ამჯერად კეთილშობილური მიზეზი – “უსართხოებაა!” კორონა–ვირუსმა ნათლად დაგვანახა ადამიანის უსუსურობა და სისუსტე, ჰოდა დავფიქრდეთ, თუ ამ ყველაფერს ღმერთსაც გამოვაცლით, კარგს რას უნდა ველოდოთ? როგორც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: „უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved