• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფიზკულტურის მასწავლებელმა გაკვეთილზე გამოაცხადა, რომ ქალთან სექსისას ვერაფერს გავხდებოდი და ამაზე გულიანად იცინა ქართულის მასწავლებელმა ფატიმ” – დავით კახაბერი

ალია ავტორი - ალია
16:02 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

თანასწორობის მოძრაობის წევრი, დავით კახაბერი:

“რამდენიმე წუთის წინ აღმოჩნდა, რომ მე და ჩემს ერთ-ერთ ფრენდს ერთი და იგივე სკოლა 51 public school დაგვიმთავრებია.

ასეთი აღმოჩენების დროს ძალიან ბევრი “ფლეშბექი” და მოგონება ტივტივდება ხოლმე და თითოეული მათგანი მხოლოდ იმას მახსენებს, თუ როგორ მძულდა ეს სკოლა.

დღემდე მძულს ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დიანა (გვარი აღარ მახსოვს), რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდი ტრავმა მომაყენა, როდესაც ერთ დღეს მათემატიკის გაკვეთილის ნაცვლად მამათმავლობის საფრთხეებზე ლაპარაკი გადაწყვიტა და მთელი კლასის თანდასწრებით თვალებში მიყურებდა და ისე ქადაგებდა.

გამახსენდა როგორ მძულდა ჩემი ყოფილი დამრიგებელი რუსიკო, რომელიც ახლა საბუნებისმეტყველო საგნების რაღაცის კონსულტანტია და ნათლისღებას ულოცავს ხალხს საჯაროდ. ადამიანი, რომელმაც მე-6 კლასში ყოფნისას დედაჩემი დაიბარა და უთხრა რომ ფსიქიკურად ავად ვარ (ჩემი ფემინურობა იყო ამბავი) და ურჩია ექიმთან წავეყვანე.

მძულდა ფიზკულტურის მასწავლებელი გოგა, რომელმაც ქართულის გაკვეთილზე შემიყვანა და გამოაცხადა, რომ ქალთან სექსისას ვერაფერს გავხდებოდი და ამაზე გულიანად იცინა ქართულის მასწავლებელმა ფატიმ.

სხვა მრავალს აღარ გავიხსენებ, რადგან თითქოს მაინც გადამუშავებული ტრავმებია, მაგრამ ყოველი ასეთი მცირე ტირგერით მაინც მახსენდება რა ჯოჯოხეთში გავატარე მთელი ბავშვობა. ერთი კარგი მოგონებაც კი არ შემრჩა ამ ჯოჯოხეთიდან.

ეს არ იყო ბნელი 90-იანებისა და “სხვანაირი მენტალიტეტის” ამბავი. ჩემი აზრით, ეს ადამიანები უბრალოდ ბოროტები იყვნენ და ალბათ დღემდე ასეთები არიან.

ამ ჯოჯოხეთის ერთადერთი დამსახურება კი ალბათ ის იყო, რომ იმდენად ვცდილობდი იქიდან გამოღწევას, რომ ადრეულ ასაკშივე გავიჩინე მეგობრები, რომლებისთვისაც თანასწორობა და სხვა ადამიანური ღირებულებები ფასეული იყო.

მე გამიმართლა და ჩემი მშობლებისა და მეგობრების მხარდაჭერით ამ ჯოჯოხეთს გადავურჩი, მაგრამ წარმომიდგენია რამდენი ბავშვი შეეწირა ასეთ ბოროტებებს. როგორ შთანთქმა ამ ჯოჯოხეთმა მათი პიროვნებები და როგორ გაუმწარა ცხოვრება.

ხოდა, საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც იმიტომ კი არ ძალადობენ სხვებზე, რომ რაღაცის კომპენსირებას ახდენენ, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლიათ და სიამოვნებთ.”

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved