• რეკლამა
  • კონტაქტი
09:31, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

“ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული მქონდა და მართლა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს” – ერთი პაციენტის ისტორია

ალია ავტორი - ალია
14:25 01-24-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,440

“ალიას” ესაუბრება 48 წლის მაია ყელბერაშვილი, რომელსაც ფილტვების 75 პროცენტი დაუზიანდა.

მაია ყელბერაშვილი:

თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრებს დაუდგინათ კორონავირუსის. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. მეშინოდა, რომ ჩემ მეუღლეს გაურთულდებოდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შესაძლოა, არც ისე სუსტი ფორმით გადამეტანა ვირუსი, კიდევ მეტად დავიწყე ნერვიულობა. სამწუხაროდ, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საავადმყოფოების მიმართ. არ მაქვს არც ერთი ქრონიკული დაავადება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორედ ნერვიულობის გამო მომერია ვირუსი ასე. მოგვიანებით გამირთულდა სუნთქვა. რომ არა სუნთქვის პრობლემა, არ მინდოდა კლინიკაში გადასვლა, ძალიან მეშინოდა საავადმყოფოში გადაყვანის. არ დავმალავ, ბევრ საავადმყოფოზე ძალიან ბევრი ცუდი ისტორია მაქვს მოსმენილი. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ სწორედ “ნიუ ჰოსპიტალსში”მოვხვდი.  მისვლიდან ძალიან მალე, მომეხსნა დაძაბულობა და ნერვიულობა. ავადმყოფი იმასაც კი აკვირდება, როგორ ექცევიან სხვა პაციენტებს ექიმები, ექთნები და სანიტრები. ყველა პაციენტი მოვლილი იყო და ყოველ ჩვენ კითხვას პასუხობდა პერსონალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს, ანა ერაძეს. 8 დღე დავყავი კლინიკაში და რვავე დღე პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ჩემთანაც და რასაც ვხედავდი, სხვა პაციენტებთანაც. წამით არ მიგრძვნია თავი უყურადღებოდ, დაწვრილებით მეკითხებოდა ყოველ სიმპტომზე, შეგრძნებებზე. პანდემიამდე, ალბათ, ამ 8 დღიდან, ერთი დღე მაინც დაისვენებდა, როგორც ჩანს, ახლა ძალიან იშვიათად აძლევენ დასვენების უფლებას თავს ჩვენი ექიმები.

კლინიკაში შეყვანის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული ვიყავი, თუმცა, მეორე დღიდან უკვე სიმსუბუქე ვიგრძენი და მეხუთე დღიდან კი – შვება. ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული მქონდა და მართლა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. მკურნალობა  რომ არ დამეწყო “ნიუს ჰოსპიტალსში”, ფიქრიც არ მინდა იმაზე, რა მომივიდოდა. ჩემი აზრით, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თეთრეული მუდამ იცვლებოდა, სისუფთავეს ზედმიწევნით კარგად იცავდნენ. ექიმზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყველა ექთანი თბილად და ყურადღებით გვპასუხობდა. ამანაც განაპირობა, რომ ნერვიულობა მომეხსნა, დავმშვიდდი და ჩემმა გონებამ ანდო ჩემი ჯანმრთელობა ექიმებს – შედეგად, 8 დღიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ, სახლში დავბრუნდი.

ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ექიმის და კლინიკის. მათ, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეს, რწმენა დამიბრუნეს ექიმების და საავადმყოფოების და შეიძლება ითქვას, ჩემი შიში კლინიკებისადმი აშკარად შემცირდა.

და ბოლოს, მინდა ყველას, ვინც საკუთარი თავი ამოიცნო, როცა ამ წერილს კითხულობდა, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას. მინდა ვურჩიო მათ, არ ინერვიულოთ, მესმის, რთულია, მაგრამ სცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დროულად მიმართოთ ექიმს.

თეგები: ანა ერაძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved