• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტომ ჰენქსის სტუმრობის გამო, ქართველი ტენორი თვითიზოლაციაშია

ალია ავტორი - ალია
19:56 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ოთარ ჯორჯიკია სამშობლოში 18 მარტს დაბრუნდა და უკვე მეორე დღეა თვითიზოლაციაში ცხოვრობს. ქართველი ტენორი საფრანგეთსა და ავსტრალიაში იმყოფებოდა.

ტულუზაში ორი სპექტაკლი იმღერა, სიდნეიში „კარმენი“ უნდა ემღერა, მაგრამ მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიის გამო სპექტაკლები გაუუქმდა. უფრო კონკრეტულად კი, კორონავირუსით დაიმფიცირებული ჰოლივუდის ვარსკვლავის, ტომ ჰენქსის ვიზიტის გამო ოპერის თეატრი სასწრაფოდ დაიკეტა. ჰენკსმა სიდნეიში ოპერის მომღერალ ცოლს, რიტა უილსონს ჩააკითხა. დაკორონავირუსებული წყვილი ოთარს არ უნახავს, ორი დღის შემდეგ ეწვია ავსტრალიის დედაქალაქს, თუმცა ვეღარც „კარმენი“ იმღერა, ვერც მეგობრები ნახა, სამშობლოში გამოფრენამდე შინ გამოიკეტა და ქართველი ექიმების რეკომედაციებს ასრულებდა.

ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ ოთარ ჯორჯიკია თავის შემოქმედებით ვოიაჟზე ყვება.

ოთარ ჯორჯიკია: – მთელი თებერვალი ტულუზაში გახლდით. ტულუზას ოპერის თეატრში არნო ბერნარის დადგმული „სიყვარულის ნექტარი“ ვიმღერე, ოთხის ნაცვლად ორი სპექტაკლი, ნემორინოს პარტია. ხმაზე არ ვიყავი და პრემიერა და მისი შემდგომი სპექტაკლი გამოვტოვე. ამერიკელმა ექიმმა გამსინჯა, დიდი ალბათობით ალერგია გაქვსო და წამლები ვსვი. ამ თეატრში პირველად 2018 წელს ვიმღერე და მაშინ წამოსვლამდე ორი კონტრაქტი გამიფორმეს. ფრანგმა პუბლიკამ ახლაც ძალიან კარგად მიმიღო, ოვაციებით…

– ეპიდემიის თვალსაზრისით რა სიტუაცია იყო საფრანგეთში?
– თებერვალსა და მარტის პირველ რიცხვებში არაფერი არ იგრძნობოდა. საგანგებო რეჟიმი არ იყო. ყველაფერი მუშაობდა. 7 მარტს დავტოვე ტულუზა და 9-ში დაკეტეს ოპერის თეატრი.

სიდნეის ოპერის თეატრში „კარმენი“ პირველად 2018 წელს იმღერა. ამჯერზე კი ტყუილად მოუწია სიდნეიში ჩასვლა.

ოთარი: – მე რომ ჩავედი ახლა დაიქცა იქაურობა. ყველაფერი დაიკეტა, სპექტაკლები მას შემდეგ გაუქმდა, რაც ტომ ჰენქსი მომღერალი ცოლის საგულშემატკივროდ ჩამოვიდა და ორივეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ოპერის გარდა კიდევ არის სხვა საკონცერტო დარბაზი, სადაც რიტა უილსონი მღეროდა. მე ამ ფაქტიდან ორი დღის შემდეგ ჩავედი, რეპეტიცია მქონდა და მერე უკვე „კარმენის“ გაუქმების გადაწყვეტილებაც მიიღეს. ეს არა მხოლოდ ტომ ჰენქსის დაიმფიცირების გამო მოხდა, ავსტრალიაში იყო კიდე შემთხვევები. თუმცა ამ ფაქტმა დააჩქარა განსაკუთრებული ზომების მიღება.

2018 წელს თვენახევარი ვიყავი სიდნეიში, მიყვარს ეს ქალაქი. რაც კი მინახავს, ერთ-ერთი მწვანე ქალაქია. იქაურობა ვიცი, ვიცნობ ადამიანებს, მყავს მეგობრები, ევროპიდან ოპერის მომღერლებიც ჩამოდიოდნენ და მოკლედ, კარგი დროის გატარებას ვგეგმავდი, მაგრამ კორონავირუსის გამო, არ გამოვიდა.

სხვა ქვეყნების ექიმებს გაუმარჯოს, მაგრამ მე ჩვენი ექიმების მეტად მჯერა. ამიტომ მათ რეკომენდაციებს ვითვალისწინებდი. ჩავიკეტე სახლში, გამალებით ვიბანდი ხელებს. პორტთან ვცხოვრობდი, სადაც უზარმაზარი გემები შემოდიან. მსგავსი ზომის გემები მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. უამრავი ხალხი ჩამოდიოდა და არავის არ ამოწმებდნენ. ამიტომ თავი რისკის ქვეშ რომ არ დამეყენებინა, ვიჯექი სახლში. გამოვიძახე ტაქსი, მივედი აეროპორტში და გამოვფრინდი. მანამდე კანბერაში ჩვენს საელჩოს დავუკავშირდი, ჩემს შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე, თვითიზოლაცია მოვითხოვე. ჩემ ჩამოსვლამდე შეამოწმეს ჩემი სახლი და უკვე მეორე დღეა თვითიზოლაციაში ვარ.

როგორც ამბობს, თვითიზოლაციაში მყოფი ბევრს წაიკითხავს, ისწავლის საყვარელ ოპერა „ვერთერს“ და ივარჯიშებს. იკვებება დაბალანსებულად, კვირაში ერთ დღეს განტვირთვას აკეთებს, მხოლოდ წყალს იღებს. ამდენად ტენორს იმუნური სისტემა მობილიზებული აქვს.
ოთარი: – უკვე ორი წელია დილაობით ცივ შხაპს ვიღებ, ზამთარ-ზაფხულ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ესეც ჩემი სპორტული და ჯანმრთელი ცხოვრების “საიდუმლოება”…

„პრაიმტაიმი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved