• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არა თუ უაზროა 3+3 ფორმატის წევრობა, არამედ, რისკის შემცველია! 3+3 ტყუილად არ ჰქვია ამ ფორმატს, ექვსთა კავშირი კი არ ჰქვია!” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:41 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, 3+3 ფორმატის სარგებლიანობას საქართველოს მისი მეზობელი ქვეყნები გაუზიარებენო. ცხადია, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი იგულისხმა, რომლებიც ამ  ფორმატის წევრები არიან. აზრი აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში მონაწილეობას, სადაც თუ შევალთ, მეორეხარისხოვანი როლი დაგვეკისრება, მეორე რიგის ფიგურა ვიქნებით და ეს თავიდანვე ვიცით და წინასწარ არის განსაზღვრული?

– არა თუ უაზროა 3+3 ფორმატის წევრობა, არამედ რისკის შემცველია. 3+3 ტყუილად არ ჰქვია ამ ფორმატს,  ექვსთა კავშირი კი არ ჰქვია, რომ ყველა წევრის თანაბარუფლებიანობა და თანასწორობა ჩანდეს დასახელებაშივე. იგულისხმება, რომ სამი დიდი რეგიონული მოთამაშე, რუსეთი, თურქეთი და ირანი იყოფენ ინტერესებს სამ პატარა ქვეყანაში. ეს ფორმულის დასახელებიდანვე იკითხება, შორს რომ აღარ წავიდეთ. ამ ფორმატში არმონაწილეობის ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობა გასაგებია, საერთოდ გაუგებარია, ირანს რა უნდა ამ ფორმატში, რა ინტერესები აქვს ამ რეგიონში და მით უმეტეს, საქართველოში. შესაბამისად, პატარა ქვეყნები, ასეთი ტიპის ინტეგრაციულ პროცესში ყოველთვის იჩაგრებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ საგარეო ვექტორი სულ სხვა მიმართულებით გვაქვს გაცხადებული, არა რეგიონალური მოთამაშეების კურაციის ქვეშ, არამედ დასავლური კურაციის ქვეშ. ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება ჩვენს სტატეგიულ გეგმებს, არა მხოლოდ გაცხადებულს, კონსტიტუციაში ასახულსაც. სხვა საკითხია, რამდენად გავიტანთ ამ პოზიციას ბოლომდე, ეს არ არის იმ ტიპის საკითხი, რომ უარზე ვიყოთ 3+3 ფორმატზე და ამით დამთავრდება ყველაფერი. თუ ამ მოთამაშეებმა გადაწყიტეს, რომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, შეიძლება უკვე ფიქრობენ კიდეც იმ ტიპის წინადადებებზე, რომლებზე უარის თქმაც გაგვიჭირდება და იქ შეგვათრიონ.

– რა წინადადებები შეიძლება იყოს? სავაჭრო–ეკონომიკური ხელშეკრულებები და ქართული პროდუქციისთვის გზის გახსნა ამ ქვეყნებში?

– არა მგონია. სავაჭრო–ეკონომიკური ბერკეტები არის ყოველთვის მეორეხარისხოვანი, დამატებითი ინსტრუმენტი პოლიტიკური კონტროლისთვის. მე როდესაც ვამბობ, რომ შეიძლება იყოს  წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით, მათ შეიძლება ისეთი ვითარების მოდელირება მოახდინონ საქართველოში, რომ სხვა გზა აღარ დაგვიტოვონ და იძულებით დავთანხმდეთ ამ ფორმატის წევრობას. მე ახლა ფრჩხილებს ვერ გავხსნი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი სცენარები არსებობს.

– მე გავხსნი ფრჩხილებს. შესაძლოა, რომელიმე ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებული  რეგიონი აგვიფეთქონ, აგვიჯანყონ და იქით გაგვიხდეს სახვეწარი, ოღონდ ეს ვითარება დაამშვიდეთ, სადაც გვეტყვით, იქ შემოვალთო. მსგავსი სიტუაცია უკვე გვქონდა, როდესაც დსთ–ში არ შევიდა საქართველო, ჯერ გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო და მერე აფზახეთში ომის პროვოცირება მოახდინა რუსეთმა.

– კი, ბატონო, აქვთ იმისი რესურსები, ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ, რომ მერე იქით გაგვიხადონ სახვეწრად საქმე, ოღონდ ჩააქრე ეს ყველაფერი და ყველაფრისთვის მზად ვართო. ისევე, როგორც დღეს სომხეთია ყველაფრისთვის მზად. არც სომხეთს არ უნდოდა ბევრი რამ, მაგრამ სომხეთ–აზერბაიჯანის ხანმოკლე ომის შემდეგ, რის შედეგადაც სომხეთმა დაკარგა ყარაბაღის ხუთი რაიონი, ახლა ყარაბაღი სრულად რომ არ დაკარგოს, ყველაფერზეა თანახმა.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved