• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიკრძალავთ პირდაპირ დიალოგს აფხაზ და ქართველ ექსპერტებს შორის, ეს აღარ გააკეთოთ – დე ფაქტო აფხაზეთი

ალია ავტორი - ალია
19:52 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაერთოს განვითარების პროგრამა] მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.

ე.წ. მინისტრმა დაუშვებელი უწოდა აფხაზეთში განხორციელებულ ზოგიერთ პროექტს”. კერძოდ, საუბარია UNDP-ის მიერ აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე მოქალაქეებს შორის, სადაც შიდაპოლიტიკური საკითხები, ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ განწყობები შეისწავლეს.

“თქვენს ორგანიზაციას არ აქვს უფლება, ამ საკითხით დაკავდეს. გარდა ამისა, ეს საქმიანობა შეთანხმებული უნდა იყოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან”.

არძიბნამ ისაუბრა COBERM-ის [ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი]  პროგრამის შესახებაც.

“ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიცაა აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ გიკრძალავთ ამას”.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე. ე.წ. მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში არძინბა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ განსაკუთრებით დააკვირდებიან მათ მუშაობას საქართველოს მიმართულებით.

წყარო – ნეტგაზეთი

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved