• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოროშენკო თავისუფალია – ექსპრეზიდენტს პირადი ვალდებულება დაეკისრა

ალია ავტორი - ალია
17:36 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

კიევის სასამართლომ  ექსპრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს  აღკვეთის ღონისძიებად პირადი ვალდებულება შეურჩია. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსეი სოკოლოვმა ცოტა ხნის წინ  მიიღო. 

ბრალდების მხარეს აღმკვეთ ღონისძიებად დაკავების შეფარდება სურდა, ერთი მილიარდი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდის ალტერნატივით. პროკურორების თქმით, პოროშენკომ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე, ხელი შეუშალოს გამოძიებას და დაფაროს მტკიცებულებები.

თავად პოროშენკო Ukrayinska Pravda-სთან საუბარში თქვა:

“ეს არის ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ”

პირადი ვალდებულება გულისხმობს ბრალდებულის ან ეჭვმიტანილზე მიერ გამომძიებელი მოსამართლის ან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 194-ე მუხლით. უკრაინული მედია Hromadske აღნიშნავს, რომ ეს აღმკვეთი ღონისძიების ყველაზე მსუბუქი ზომაა.

გამოძიება პოროშენკოს წინააღმდეგ ტერორიზმის დაფინანსების, სახელმწიფო ღალატი​ს და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის მუხლებით მიმდინარეობს. საქმე ეხება ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას. 

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში 17 იანვარს ჩაფრინდა.

თეგები: უკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved