ევროპარლამენტში მალტის წარმომადგენელი, რობერტა მეტსოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
რობერტა მეტსოლას კანდიდატურას მხარი 458-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა. რობერტა მეტსოლა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციას წარმოადგენს. ის 2013 წლიდან ევროპარლამენტის წევრია.
11 იანვარს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი გარდაიცვალა, იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა.
კომენტარები