• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლტოლვილი იყო, ის არ დაკლებია ჩვენს მეტიჩრულ ცხოვრებას, არ შეგვხებია, ის არავინ იყო ჩვენთვის..“- ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
14:35 01-17-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ნაციონალური მორაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობას ემოციური პოსტით ეხმიანება:

„ეს პლატფორმა ჩვენი საზოგადოების ანარეკლია.ვგავართ ერთმანეთს აზრის გამზიარებელი ხალხი ამ სივრცეში მყოფები სხვა დანარჩენს.როგორც აქ,გარეთ მყოფი სხვა დანარჩენისთვისაც დღეს მომხდარი ტრაგედია გადაიხარშა როგორც ერთი “ლტოლვილი” კაცის ისტორიად.ჩვენივე დანაწევრებული ქვეყნის სხეულიდან აგლეჯილ ხალხს ხომ ლტოლვილებს ვუწოდებთ? კი,ასეა..რაღაც არასრულფასოვნების აღქმა გვაქვს,როდესაც მათი საყოფაცხოვრებო პრობლემები წინა პლანზე წამოიწევს ხოლმე.საერთოდ არ და ვერ ვიაზრებთ,რომ არანაირი კეთილი ნებით არ არის ნაკარნახევი მათი თბილისში მდგურებად ჩასახლება.პირიქით უფროა,იძულებაა მათი ყოფა თბილისში.ეს ყველამ იცის,ვისაც აფხაზეთის ცხოვრება უნახავს.ყველამ იცის,რომ ცხოვრების ხარისხი უპირველესად სოციალური მდგომარეობის კრიტერიუმებით ფასდება და თუ ვინმეს ამ მხრივ არ უჭირდა,ეს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები იყვნენ.ჩემი ბავშვობა იქ გავატარე და თუ თბილისში შეძლებული ოჯახის შვილად ვითვლებოდი,მთელი ბავშვობა ვხედავდი,რომ აფხაზეთში უმეტესობა ჩემზე კარგად ცხოვრობდა.ამიტომ გაასწორა თავის სამიზნე რუსეთმა აფხაზეთზე…საქართველოს ჩამოჭრა ყველაზე ნოყიერი მხარე და უძლურებად აქცია მატერიალურად ყველაზე უზრუნველყოფილი ხალხი.რა არ გადაიტანა ამ ხალხმა.ვინც ცოცხალი დარჩა,მცირე გამონაკლისის გარდა,ყველამ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იარა.არ აქვს მნიშვნელობა საკუთარ ქვეყანაში რა თვალსაზრისით განიცდიდნენ არათანაბარ პირობებში ცხოვრებას…ნაწილი უდიდესი სევდით გემით მოადგა ბათუმის პორტს.მათი ცრემლი და განცდა რომ გადაეფარათ,ხელისუფლებამ საბრინას კონცერტი გამართა.გემიდან გადმოსული სასოწარკვეთილი ხალხი საბრინას ბღავილში ეძებდა ოჯახის წევრებს-დედა შვილს,შვილი დედას,დაკარგული მამის ამბის მცოდნეებს და ა.შ..მერე რაც მოხდა ვიცით..საბჭოთა სასტუმროების შენობებში შეყარეს ეს ხალხი და ყოველ წელს იმით კვებავდნენ,რომ სულ ერთ წელში სახლში დაბრუნდებოდნენ..ჩემი სახლის წინაც იყო ასეთი სასტუმრო,კავკასია ერქვა,ის შენობაც უდიდეს გაჭირვებას და ტკივილს იტევდა..ჩემი ძმის სოხუმელი ნათლია და მისი შვილიც იქ უნდა განთავსებულიყვნენ,მაგრამ ჩემმა ძმამ სახლში მოიყვანა ისინი და ასე ვიცხოვრეთ დიდხანს ერთად,ერთ ოჯახად.მე უკვე შვილები მყავდა ისინი რომ სოხუმში დაბრუნდნენ..სხვებმა ეს ვერ მოახერხეს,ჩარჩნენ ამ სასტუმროებში და მუდმივად ხელისუფლების წყალობას ელოდნენ.ასე გაიზარდა თაობები,იმ კედლებს ნესტი გაუჩნდათ,გაჩანაგდა შენობები..სივრცეს მიჩვეული ხალხი სივიწროვეში გამომწყვდეულები დაბეჩავდნენ,უკან დაბრუნების იმედიც ნელ-ნელა ქრებოდა,მაგრამ ყველაზე გულსატკენი რაც არის ისინი დღემდე ვერ ინტეგრირდნენ,როგორც თანასწორნი ჩვენთან.სულ ტყუილია იმის მტკიცება,რომ ეს ასე არ არის.ასეა! ვინც გამორჩეული ნიჭით ვერ გაარღვია მეორეხარისხოვანის შეჩეჩებული სტატუსი,ყველა დაიჩაგრა.ყველა დაობლდა საკუთარი ქვეყნის წიაღში და ამას უპირველესად ჩვენ შევუწყეთ ხელი.ზემოთ ვთქვი და განვმეორდები,ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი აღქმა მათ მიმართ.ეს დღევანდელ ტრაგედიასაც ეტყობა.სულ 5 წუთი რომ დავუთმოთ იმის გაანალიზებას რა მოხდა,ნორმალურ ადამიანს აღარაფერი არ უნდა უნდოდეს,მაგრამ ..მაგრამ,ის ახალგაზრდა კაცი ლტოლვილი იყო,არანაირი ცნობადობა არ ჰქონდა,ის არ დაკლებია ჩვენს მეტიჩრულ ცხოვრებას,არ შეგვხებია,ის არავინ იყო ჩვენთვის..იქნებ ფსიქიურად გაუწონასწორებელიც იყო,აბა თავს რატო მოიკლავდა? თან დანარჩენებს უკანასკნელ სიტყვად დაუტოვა-ამას თქვენთვის ვაკეთებ,იქნებ ყურადღება მოგაქციონო..ხოდა,იმ დანარჩენის დარდია ეს,ჩვენ ხვალ ისევ ჩვენ საქმეებს მივხედავთ.ზოგი საყვარელ კატაზე მოყვება ამბავს,ზოგი სხვაზე და ასე..ის ლტოლვილი იყო,თითქოს ნორმად ქცეულ ნესტიან ჯოჯოხეთში უნდა ამოხდოდა სული,ჩვენ ჩვენ ვართ,სხვანაირები..სინამდვილეში სხვანაირი ცხოველები ვართ…ამიტომ არ გვედარდება შინაურ კატაზე მეტად ჩამოშლილი შენობის სახურავიდან გადმოვარდნილი “ლტოლვილი” – წერს ხერხეულიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე
ახალი ამბები

ბლეფაროპლასტიკა – ესთეტიკა, თუ ჯანმრთელობა? – ორი რამ, რაც ამ ოპერაციის დაგეგმვამდე უნდა იცოდე

13:47 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved