• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი შტამი დაასრულებს პანდემიას? – “ამ ლოგიკით, ომიკრონი ვერ იქნება კორონავირუსის ბოლო ვერსია” – რას უყვება „ალიას“ ექიმი ნანა გეგეჭკორი?

ალია ავტორი - ალია
19:41 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

თამო კეშელავა

„ალია“ ესაუბრება აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ექიმს, ნანა გეგეჭკორს:

– როდესაც ომიკრონის შტამი პირველად გამოჩნდა, ექიმები და მეცნიერები ამბობდნენ, რომ მასზე მეტი ინფორმაციის გაცემა მოგვიანებით, კვლევების შემდეგ შეეძლებოდათ – რა არის დღეისათვის ცნობილი ამ შტამზე, მის მიმდინარეობაზე?

– ომიკრონის კლინიკურ მიმდინარეობაზე ნამდვილად დაგროვდა გარკვეული ინფორმაცია, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვით პოსტ-კოვიდურ პერიოდზე, რადგან, მისი გამოჩენიდან ძალიან ცოტა დროა გასული. ომიკრონი კლინიკურად, საბედნიეროდ, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა. მას უმეტესად ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების დაზიანება  და ნაკლებად აისახება ფილტვების ქსოვილზე. ამიტომაც, შედარებით კეთილთვისებიანი კლინიკური პროცესები მიმდინარეობს. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მრავლობითი ქრონიკული დაავადებებით და სხვა რისკფაქტორებით დამძიმებულ პაციენტებში ომიკრონიც შეიძლება გახდეს ისეთივე დრამატული პროცესების ტრიგერი, როგორც ეს ხდებოდა სხვა შტამების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში  მთავარ პრობლემას, როგორც წესი, ქმნის არა კოვიდ-19, არამედ პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ამ პათოლოგიურ პროცესში  კოვიდ-19-ის, თუნდაც შედარებით კეთილთვისებიან ვერსიას, ნამდვილად აქვს გამშვები მექანიზმის პოტენციალი.

– თქვენ საუბრობდით მოვლენების განვითარების ორ სცენარზე, აქედან, ერთი პოზიტიური იყო და მეორე – ნეგატიური, რას ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, რომელი სცენარისკენ მივდივართ? ჯანმომ დაანონსა ახალი შტამების სწრაფად გაჩენის ალბათობა, გამომდინარე იქედან, რომ ომიკრონის გავრცელება ძალიან მაღალია. პარალელურად, აანონსებენ იმასაც, რომ შესაძლოა ომიკრონის შტამი გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი. რას უნდა ველოდოთ ომიკრონისგან რეალურად? პანდემიის დასრულებას, თუ მეტი ახალი შტამის გაჩენას, რომელთა შორისაც, შესაძლოა, ზოგი მეტად მომაკვდინებელი იყოს?

– როგორც ცნობილია, უსწრაფესი გავრცელების პირობებში, ომიკრონს ჰყავს უამრავი მასპინძელი და შესაბამისად, – გამრავლების საუკეთესო პირობები. ასეთ დროს იგი გააგრძელებს ტრადიციას და ახალ მუტაციებს მოუყრის თავს. საკმარისი რაოდენობით მუტაციები კი ახალ შტამს წარმოქმნიან. ვისთვის იქნება სასარგებლო ახალი მუტაციები, ვირუსისთვის თუ კაცობრიობისთვის, ეს უკვე ალბათობაა, რომლის ზუსტ პროგნოზად ქცევა დღეს არსებული ტექნოლოგიური საშუალებებითა და სამეცნიერო ცოდნით თითქმის შეუძლებელია. როგორც დღევანდელი მონაცემებიდან ჩანს, ჯერ-ჯერობით ომიკრონის ეს ვერსია შედარებით მსუბუქ დაავადებას იწვევს. ახალი მუტაციის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია, რადგან ის ყოველთვის შემთხვევითობის პრინციპზეა აგებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, – დღეს არსებული ცოდნითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, მომავალი მუტაციების ხასიათის გამოცნობა შეუძლებელია. ერთადერთი, რაც წარსულის გამოცდილებით შეიძლება ითქვას, ყველა წინა პანდემიებისას დროს უფრო აგრესიული შტამები არ წარმოუქმნია, შესაბამისად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა პროცესების მართვა და დაავადების შედარებით უსაფრთხო ვარიანტად ქცევა.

ომიკრონი დრამატულად სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად მაღალია მუტაციის სიხშირეც. ცხადია, ასეთი მაღალი სიხშირეების დროს მუტაციების შედეგად ახალი შტამის წარმოქმნა სავარაუდოა. ჩვენს თვალწინ, ორი წლის განმავლობაში უკვე მერამდენე ახალმა ვერსიამ ჩაანაცვლა წინა. ყოველი მომდევნო ვერსია გავრცელების თვალსაზრისით მეტი აგრესიულობით ხასიათდებოდა. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ცნობილი პრინციპია, რომ მომავლის საუკეთესო პრედიქტორი წარსულია. ამ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, ომიკრონი ვერ იქნება კორონავირუსის ბოლო ვერსია. რომელი ვერსია დაასრულებს პანდემიას, ეს უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ახალი მუტაციებისთვის ალბათობის შენარჩუნება ადამიანების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. თუ გავაგრძელებთ ისეთივე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი, როგორიც აქამდე გამოიჩნა კაცობრიობის დიდმა ნაწილმა, ცხადია, ვირუსს მეტი შანსი ექნება ახალი ვერსიები წარმოქმნას და გადარჩეს.

– დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდს წარმოადგენს, კვიპროსზე 25 პაციენტს დაუდასტურდა. რით განსხვავდება ზოგადად ჰიბრიდული ვარიანტი და თუ იცით რაიმე ამ ახალ შტამზე? ხომ არ გამოყოფენ ექიმები და მეცნიერები კიდევ რომელიმე ახალ შტამს?

– ჯერ-ჯერობით ჰიბრიდულ ვერსიაზე პრაქტიკულად არაფერი ვიცით. ჩვენი საუბრის მომენტისთვის კიდევ ერთი ვერსიის არსებობა განიხილება, თუმცა დეტალები არაა გარკვეული. აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ახალი შტამის ლაბორატორიულად აღრიცხვა ხდება ხოლმე იმ მომენტისთვის, როცა გავრცელების თვალსაზრისით, მისი კონცენტრაცია რაღაც ზღვარს აღწევს. იმის ალბათობა, რომ ვირუსის პირველივე ახალი ვერსია ლაბორატორიაში აღმოჩნდეს, პრაქტიკულად ნულოვანია. ომიკრონის გავრცელების დრამატული სისწრაფიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ უკვე ცირკულირებდეს მისი შეცვლილი სახეც.

– ამ გადმოსახედიდან, რას ურჩევთ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოს, სადაც, ჯერ კიდევ არ აფეთქებულა ომიკრონის შტამი. რა ტიპის ღონისძიებები შეიძლება გატარდეს? იქნება ეს ისევ სკოლების დახურვა, თუ რამე ტიპის შეზღუდვები მობილობის შესამცირებლად?

– პანდემიის მართვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი პრევენციაშია. პანდემია, თუნდაც იდეალური სამკურნალო საშუალებებით არ იმართება. იდეალური სამედიცინო დახმარებით შეიძლება შეამცირო სიკვდილი და ინვალიდიზაცია, მაგრამ ვერ შეამცირებ ვირუსის გავრცელების არეალს და შესაბამისად ვერ დაამარცხებ ვირუსს. პრევენციული ღონისძიებები რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მათგანი ერთდროულად და სწორად გამოიყენება – ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა, გამართული ჯანდაცვის სექტორი არის პანდემიის მართვის მთავარი რგოლები. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად საჭიროა ძალიან გამჭვირვალე და მწყობრი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც მართავს საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი ჯგუფი. მართვის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ეფექტური. კოვიდპანდემია უაღრესად დინამიური პროცესია. მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ვირუსის ახალ-ახალი ვერსიები სწრაფად ანაცვლებენ ძველს. პარალელურად ძალიან სწრაფად იცვლება პრევენციისა და მკურნალობის მიდგომები, რაც იწვევს დაავადების მართვის პროტოკოლების განახლების აუცილებლობას. პანდემიის მართვისთვის სახელმწიფოს ამ ეტაპისთვის უკვე უნდა ჰქონდეს შემუშავებული სისტემური მიდგომებს წესები, რაც გაადვილებს და შესაძლებელს გახდის ახალი პროტოკოლების დანერგვასა  და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებას. ცხადია, მთავარი ამ ყველაფერში არიან პროფესიონალები, რომლებიც პაციენტის საწოლიდან, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებამდე ქმნიან მართვის პროცესების ჯაჭვს. ვირუსთან ბრძოლის  შედეგი სრულად არის დამოკიდებული სამედიცინო პერსონალის განათლებისა და სიტუაციის შესაბამისად გადამზადების დონეზე. ამ ჯაჭვიდან რომელიმე რგოლის უხარისხობის შემთხვევაში, სამწუხაროდ, მთელი პროცესი ჩერდება, ცხადია, შედეგებიც სავალალო. მთავარი რჩევა ალბათ იქნება, ყველანი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს პანდემიის მართვის პროცესში. ყველას როლი არის მთავარი ამ თამაშში – პაციენტის, ჯანდაცვის პროფესიონალის, ადმინისტრაციული მმართველის, შემსრულებლის თუ პოლიტიკური ლიდერის, ყველა მეტ-ნაკლები ხარისხით წყვეტს პროცესის წარმატებას.

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი
ახალი ამბები

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა – თიბისი

15:49 09-18-2025
სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი
ახალი ამბები

სალომბარდე სესხის მიღების პროცესი: ექსპრეს ლომბარდის მოდელი

14:33 09-18-2025
თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

13:21 09-18-2025
სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა:  შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

12:27 09-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved