• რეკლამა
  • კონტაქტი
14:11, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის თქმით, ციხეში თავს ესხმიან, კარგი იქნება თუ პროტესტს გამოვთქვამთ” – ლორდთა პალატა

ალია ავტორი - ალია
13:34 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრმა, რიჩარდ ჰარისმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო არსებული მდგომარეობის გამო ლორდთა პალატას საქართველოს მთავრობისადმი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა და დიდი ბრიტანეთის ელჩს ყოფილი პრეზიდენტის მონახულება სთხოვა:

„როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს არჩევნები წააგო, მან მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. მას შემდეგ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, ჩასვეს ციხეში გაყალბებული საბუთების საფუძველზე, რაც Amnesty International-მა აშკარა პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. საკნიდან გამოგზავნილ წერილში ის აცხადებს, რომ არ ეძლევა საკუთარ ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობა და მასზე სისტემატურად ხდება თავდასხმა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობასთან პროტესტს გამოვთქვამთ და ვთხოვთ დიდი ბრიტანეთის ელჩს ბატონი სააკაშვილი ციხეში მოინახულოს“

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში გუშინ იმსჯელეს.

პალატის წევრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

„ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არის ნაწილი იმ უფრო დიდი პრობლემებისა რასაც საქართველოში ადამიანის უფლებათა გაუარესება ეწოდება. განსაკუთრებით კი ეს ეხება შრომით უფლებებს. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე ხომ არ ჯობს ვაცნობოთ საქართველოს ახლანდელ ადმინისტრაციას რომ ნატოში მიღება ადამიანის უფლებების პატივისცემას მოითხოვს“, – განაცხადა ლორდმა რეი კოლინსმა.

თეგები: დიდი ბრიტანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved