• რეკლამა
  • კონტაქტი
21:58, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ხოცავთ, ხალხო, ბავშვებს, როგორ წირავთ სასიკვდილოდ ჯერ კიდევ ცოცხალ ბავშვებს? – გაგვაგებინეთ მიზეზი!” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
23:42 01-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“ჩვენ ვბრაზობთ, როცა ბავშვებს ქუჩებში ხოცავენ, ვბრაზობთ უმისამართოდ და უაზროდ…

ცრემლმდინარე სმაილებს ვდებთ, როცა ბავშვები ონკოდაავადებებისგან იღუპებიან, ვიგინებით და ვიწყევლებით…

მაგრამ, ყველას გვავიწყდება, რომ

პარალელურად ჩვენ გვერდით ცხოვრობენ სასიკვდილოდ განწირული ბავშვები – უმძიმესი, ონკოდაავადებებით!

ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვები!

ჯერ კიდევ ცოცხალი და სასიკვდილოდ განწირული ბავშვები!

ყველას გვინდა დავეხმაროთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ დახმარებას იღებს ის, ვისი მშობელიც მეტად აგვატირებს, ვისი ბავშვიც უფრო ლამაზია, ან მეტად პატარა, ან მეტი მეგობარი ჰყავს სოც. ქსელშია და ხშირად ეს დახმარება დაგვიანებულია ..

დაგვიანებულია და მაინც ამაყად ჩასძახებენ პატარა საფლავში – ხომ დაგეხმარეთო! ჩვენც ცხვირში ჩაგვთხრიან, ხომ გახსოვთ, მე ის ვარ, რომ დავეხმარეო…

ჩვენ, ხალხი, მეტად და მეტს ვეხმარებით, მაგრამ ჩვენი დახმარება გაფანტულია, რადგან ისინი, ვისაც დახმარება სჭირდება – ბევრია და ჩვენი საფულე – მცირე!

მათი სიცოცხლე დღესაა გადასარჩენი და ახლა და ზოგი მერე ნახავს წერილს, როცა უკვე დასრულებულია სიცოცხლე…

სახელმწიფო ამბობს, რომ მათი მკურნალობა ფინანსდება, მაგრამ…

ეს ბავშვები საქართველოში მაინც სასიკვდილოდ არიან განწირულნი!!!

რატომ?

ქართველო ექიმებო, ვერ აკეთებთ ოპერაციებს?

არ იცით თქვენი საქმე?

ვერ სწავლობთ?

ქართველო ექიმებო, როგორ ხდება, რომ თუ კოსმეტიკას ეხება, ყველა ოპერაცია კეთდება და თუ სიცოცხლის გადარჩენას – სხვა ქვეყნებში ამისამართებთ?

ქართველო ექიმებო, თქვენ, ტელევიზიებიდან და სოც. ქსელებიდან რომ გვმოძღვრავთ და ხან ბნელებს გვეძახით, ხან ჩამორჩენილებს და ხანაც გაუნათლებლებს – მითხარით, თქვენ, განათლებულებმა, არაბნელებმა და არაჩამორჩენილებმა მითხარით – არ იცით როგორ უმკურნალოთ ონკოპაციენტს?

არ იცით და არც სწავლობთ?

არ იცით და არც აგზავნით კლინიკები გადამზადებაზე კადრებს?

ჯანდაცვა რომ უბედურ დღეშია, ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბევრს შეგიძლიათ ონკოპაციენტის მკურნალობა!

რატომ ეუბნებით პაციენტებს, რომ თურქეთში, ავსტრიაში და ჯანდაბაში უნდა წავიდეს სამკურნალოდ???

სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული მათი მკურნალობის – საქართველოში მკურნალობის, მაგრამ სახელმწიფო მათ არ უხდის თურქეთში მკურნალობის ფულს და ეს ბავშვები გზაში იღუპებიან, ან ლოდინში ხდებათ სული!

სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას ონკოპაციენტების მკურნალობაზე და მაშ, როგორ ხდება, რომ მშობლებს სახლების გაყიდვა უწევთ?

მერე კი, როცა გასაყიდი არაფერი რჩებათ, პოსტ-პოსტ, ლარ-ლარ ითხოვენ დახმარებას, შვილის გადასარჩენად ..

როგორ ხდება, რომ რაღაც ამოწურულ ლიმიტებზე ესაუბრებით?

რა არის ეს?

ბიუროკრატია?

გარიგება სახელმწიფოსთან?

უცოდინრობა?

გულის არქონა და სულის არტკივილი?

რომელია?

ჩემი მეგობრის შვილიშვილი გერმანიაში რომ გადაარჩინეს – ექიმი, რომელიც აქ, საქართველოში კლავდა ამ ბავშვს – გაუშვით სახლში? სასწავლებლად გაუშვით? აბა, ისევ დიაგნოსტიკაზე და ოპერაციაზე გაუშვით?

ზოგი მკურნალობით კლავს და ზოგი სხვა ქვეყანაში გადამისამართებით, არ გვაქვს ამის ფული, არა, დავეხმარებოდით, მაგრამ რამდენს დავეხმაროთ გაძარცვულნი ვართ!

არ გვაქვს ამის ფული და დადიან ჩვენ ქვეყანაში ჯერ კიდევ ცოცხალი, სასიკვდილოდ განწირული ბავშვები!

სახელმწიფოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა ონკოპაციენტების მკურნალობის, თუ არ ხართ შეკრულნი სახელმწიფოსთან – გააგზავნეთ ექიმები, გადაამზადეთ, თუ არ ხართ შეკრულნი სახელმწიფოსთან – მოითხოვეთ უცხოელი სპეციალისტის მოწვევა და საქართველოში ჩატარება ოპერაციების – რათა დაფინანსდეს ოპერაცია, თუ მკურნალობა!

თუ საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო იმდენად ცოტას გიხდით ასეთ ოპერაციებში, არ “გიღირთ” სიცოცლის გადარჩენად?

რატომ ხოცავთ, ხალხო, ბავშვებს, როგორ წირავთ სასიკვდილოდ ჯერ კიდევ ცოცხალ ბავშვებს? – გაგვაგებინეთ მიზეზი!

და წამლები?

წამლების ბიზნესი?

ფარმაკომპანიებთან შეკრული კლინიკები და ექიმები?

არც ეს ხართ?

არც ამითი კლავთ?

და ამას წინათ, ერთი ექიმი წერდა, პაციენტი რომ გვიკვდება, მათი ოჯახი შეურაცხყოფას გვაყენებს და ეს მკაცრად უნდა იყოს დასჯადიო!

შეურაცხყოფა კი არა, მილიონჯერ გადაგიწვავდნენ კლინიკებს გამწარებული მშობლები, მაგ კლინიკებში უდანაშაულო, გატანჯული პაციენტები რომ არ იწვნენ!

ყველა ექიმს არ ეხება, ეს წერილია, ცხადია, ეხება იმას, ვინც ცოცხალი ადამიანები სიკვდილთან მარტო დატოვა, ვინც გაჩუმდა, ვინც შეეგუა.

და სადღაც არიან ბავშვები, ვისაც დღეს პურის ყუა მოუტეხეს მხოლოდ და მშრალად ჭამა, მშრალი იქნება მათი სურვილები და მშრალად დაიძინებს ნამდვილ საკვებზე ფიქრში.

კალანდა თენდება ახლა, არ ვითხოვ სასწაულს, არ არის სასწაული ბავშვს რომ აჭამო და უმკურნალო… ადამიანის უფლებას ვითხოვ, იყოს დაცული მისი სიცოცხლის უფლება!

სიცოცხლის უფლების დაცვას გისურვებთ, ხალხო!

დაე, ჩვენი უფლებების დაცვის წელი ყოფილიყოს!

სიცოცხლის უფლებით დავიწყოთ, რადგან ბევრი გზით იზღუდება ეს უფლება!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved