• რეკლამა
  • კონტაქტი
11:36, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ქმედება ხანდაზმულია, აღარ უნდა იმსჯელოს პირის დამნაშავეობაზე” – გურო იმნაძე

ალია ავტორი - ალია
15:53 01-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე:

“ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე

სისხლის სამართლის კოდექსის (71-ე მუხლი) მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ადამიანს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რას ნიშნავს, არსად არაა განმარტებული, მაგრამ კოდექსის სისტემური წაკითხვით ნათელია, რომ ეს ტერმინი სისხლისსამართლებრივ სასჯელზე ფართეა და მოიცავს სისხლისსამართლებრივ დევნასაც. ამიტომ, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ ქმედება ხანდაზმულია, მან აღარ უნდა იმსჯელოს პირის დამნაშავეობაზე (თუნდაც შემდეგ ხანდაზმულობის გამო ის სასჯელისგან გაათავისუფლოს) და უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნაც პირის მიმართ. (C Mariam Lortkipanidze )

რაც შეეხება პროცესუალურ ნაწილს, საპროცესო კოდექსი (103-ე მუხლი) გამოძიების ხანგრძლივობას ზღუდავს გონივრულობის ვადით, მაგრამ არაუმეტეს იმ ხანდაზმულობის პერიოდით, რაც ამ დანაშაულზეა გათვალისწინებული. ანუ, თუკი გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მუხლზე, მაგრამ ამ დანაშაულის ჩადენიდან გასულია ხანდაზმულობის ვადა, ასეთი გამოძიება უნდა შეწყდეს.

საპროცესო კოდექსი (მუხლი 250) ასევე ამბობს, რომ თუკი პროკურორი უარს ამბობს ბრალდებაზე ან მის ნაწილზე, სასამართლო განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ბრალდების ამ ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

მოყვანილი დებულებებიდან ნათელია, რომ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენიდან გასულია ხანდაზმულობის ვადა. ასევე, მოყვანილი მუხლებიდან და ზოგადად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თუკი პროკურორი უარს აცხადებს ბრალდების ნაწილზე, მოსამართლემ მასზე მსჯელობა აღარ უნდა გააგრძელოს და არ უნდა გამოაცხადოს მოქალაქე დამნაშავედ ასეთი დანაშაულის ჩადენისთვის.

რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირებას, ჩვენი კანონმდებლობა ამ ნაწილში ცოტა ბუნდოვანია და მკაფიო ჩანაწერი საპროცესო კოდექსში არ გვაქვს, რომელიც მოსამართლეს უფლებას მისცემდა, არა განაჩენის გამოტანისას (ანუ საქმისწარმოების საბოლოო ეტაპზე), არამედ საქმის განხილვისას შეეცვალა ქმედების კვალიფიკაცია. თუმცა, სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, აქაც შეეძლო მოსამართლეს, წინარე ეტაპზე გადაეკვალიფიცირებინა ბრალდება სხვა მუხლზე და ისე წარემართა მასზე მსჯელობა, თუკი მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებდა თაღლითობის დანაშაულზე და არა ფულის გათეთრებაზე.

ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, რადგან ბრალდებულმა უნდა იცოდეს, რეალურად რა დანაშაულის ჩადენას ედავება მას სახელმწიფო და სწორედ ამის მიხედვით უნდა მოამზადოს საკუთარი პოზიციები, მოიპოვოს მტკიცებულებები და თავი დაიცვას სასამართლოს წინაშე.

ამ საქმის მტკიცებულებითი ნაწილის შეფასება ძალიან გამნიჭირდება, მაგრამ სასამართლოს მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებაც კი, ქმედების თაღლითობაზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შეიცავს შეჯიბრებითობის პრინციპის და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის მკაფიო ნიშნებს.”

თეგები: გურო იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved