• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა კოზირები დაიჭირა ხელში პუტინმა ყაზახეთის მოვლენებით და რას მოიცავს ჩინეთის შეთავაზება?” – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
22:30 01-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:

“რა კოზირები დაიჭირა ხელში პუტინმა ყაზახეთის მოვლენებით და ჩინეთის/შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეთავაზება ყაზახეთს დაახმაროს თავისი ანტიტერორისტული დანაყოფები:

1. ძალიან საინტერესოა ლოგიკური კავშირი, რატომ ახსენებს ჩინეთის ლიდერი ყაზახეთ-ჩინეთის მეგობრობა-თანამშრომლობის ძირის გამოთხრას ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ანუ სტაბილურობის შერყევის და “ფერად რევოლუციების” კონტექსტში. რისი თქმა უნდა ამით სიძინპინს – ანუ რა კავშირებს ხედავს ყაზახურ ჯანყს ან შესაძლოა ამ ჯანყის შედეგად განვითარებულ მოვლენებს და ყაზახეთ-ჩინეთის ურთიერთობის ძირის გამოთხრას შორის?!

2. ამ კონტექსტში უაღრესად საინტერესოა კიდევ ერთი ნიუსი და ნიუანსი: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომელიც რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას უზურნველჰყოფს ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში და რომელშიც წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს, ყაზახეთის ხელისუფლებას შესთავაზა, რომ დაახმარს თავის რეგიონალურ ანტიტერორისტულ სტრუქტურას. ძალიან მნიშნელოვანია, რა იქნება ყაზახეთის პრეზიდენტის პასუხი შანხაის ორგანიზაციის ანუ ჩინეთის ამ შეთავაზებაზე: მიიღებს თუ არა ის რუსეთის პარალელურად ჩინეთის დახმარებას და თუ მიიღებს როგორი და რა რაოდენობის იქნება ჩინური ანიტიტერორისტული ჯგუფის შემადგენლობა.

3. კიდევ ერთი უმნიშნელოვანესი ნიუანსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტიტერორისტული ორგანოს განცხადებიდან არის შემდეგი: “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლება სწრაფად გაანეიტრალებს ბანდებსა და ტერორისტულ დანაყოფებსო”. ანუ ჩინეთიც ეთანხმება ყაზახეთის ხელისუფლების და რუსეთის ფორმულირებას, რომ ყაზახეთში მოქმედებენ ტერორისტული ჯგუფები და მიმდინარეობს ოპერაცია მათ გასაწმენდად. ყაზახეთის პრეზიდენტმა აკი განაცხადა რამდენიმე ათას ტერორისტზე. თავის მხრივ, პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაგცხადა, რომ ოდკბ-ს (ანუ რუსეთის) ჯარები ყაზახეთში შევიდა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის მანდატითო. რუსული მედია, ტრადიციისამებრ ეძებს დასავლურ კვალს ყაზახეთში მიმდინარე პროცესებში.

4. ზემოთქმულიდან, ჯერ კიდევ ბევრი ბურუსით მოცული საკითხის პირობებში, ერთი რამ მაინც ნათელია: 2 დღეში დაგეგმილ რუსულ-ამერიკულ შეხვედრაზე რუსეთი მივა იმ არგუმენტებით, რომ ის ყაზახეთში საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის თალიბანის ტერორისტული დანაყოფების სახით და ამით იცავს მთელს შუა აზიას ტერორიზმის დამაგრეველი გავრცელებისგან. ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებში ტერორისტთა ჯგუფების ჩართულობაზე აგერ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაც საუბრობს, უფრო მეტიც, თავის ანტიტერორისტულ დანაყოფს სთავაზობს მათ გასანეიტრალებლად.

5. საქმე ის გახლავთ, რომ ობიექტურად, ყაზახეთში მეზობელი თალიბების ან მათ მიერ მომზადებული ადგილობრივი ჯგუფების არსებობას, დასავლეთიც ვერ გამორიცხავს. ჰოდა, მოითხოვს პუტინი თავისი ქმედებების და სამხედრო ყოფნის სრულ ლეგიტიმაციას მთელს შუა აზიაში ამერიკისგან და ცოტა მოგვიანებით ნატოსგან, რაც სერიოზული ფისქოლოგიური უპირატესობაა რუსეთისთვის 2 დღეში გასამართ მოლაპარაკებებზე.

https://eurasianet.org/what-does-china-make-of-the…

http://russian.news.cn/2022-01/07/c_1310413794.htm?fbclid=IwAR2EKRciDOnw1n3Lx2JOpZyRmEimvcC57QCphU7ZnfG44ld49N8ZhUjES-Q”

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved