• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ალმათში ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული ხალხი საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრა

ალია ავტორი - ალია
14:58 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ. როგორც „რადიო თავისუფლების“ ყაზახეთის ბიურო იტყობინება, შენობას ცეცხლი უკიდია.

მედიასაშუალების ცნობით, ათასობით დემონსტრანტმა რეზინის ხელკეტებით, ჯოხებით და ფარებით რესპუბლიკის მოედანზე პოლიციის კორდონი გაარღვია და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო. ძალოვანებმა მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შენობის კარი შეანგრიეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობის რამდენიმე სართულზე განთავსდნენ. უცნობია, იმყოფებიან თუ არა საოლქო ადმინისტრაციაში სამართალდამცველები.

შეგახსენებთ, ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. მომიტინგეები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. მოგვიანებით მათ მთავრობის გადადგომა და ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლა მოითხოვეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო და გამოვიდა წინადადებით, რომ მომდევნო 180 დღის განმავლობაში კომუნალურ სერვისებზე გადასახადები არ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, აქციები ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. ალმათის ოლქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მოქმედებს კომენდანტის საათი.

თეგები: ყაზახეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved