• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქრისტე ღმერთი არ აწყობთ, გამოიგონეს სულ სხვა ღმერთი… უხრწნელი ისა, უხრწნელი ესა, ზეთი, მირონმდინარე ხე და ათასი მსგავსი, რაღაც შამანებად იქცნენ” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
17:57 01-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“მრავალი, მრავალი წელია, დაინტერესებული ვარ რელიგიით. სასულიერო პირებთან ჩემი ურთიერთობა დაახლოებით 14-15 წლოდან დაიწყო. ყველანაირი მღვდელი შემხვედრია – კარგი და ცუდი; ნაკითხი და განათლებული – ძალიან ცოტა, უწიგნური – განუზომლად ბევრი. მოკლედ, ყველანაირი.

სულ ვაკვირდებოდი, რას ლაპარაკობდნენ. ვუსმენდი, მრევლი როგორ იმეორებდა ამ ყველაფერს. ზოგადად რელიგიური ლიტერატურის პარალელურად პლუს თითქმის ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც თარგმნიდნენ და საპატრიარქოს მაღაზიებში ყიდდნენ. წიგნების გარდა გაზეთ საპატრიარქოს უწყებანსაც კი. მერე რაც ინტერნეტი სულ უფრო ხელმისაწვდომი, უფრო მეტი სასულიერო პირის მოსმენის საშუალება გაჩნდა. აი იუთუბში რომ დაიწყეს თავიანთი ქადაგებების ატვირთვა, ყოველდღიურ ტრადიციად მექცა ამ ხალხის მოსმენა. ბოლო რამდენი თვეა, გადავწყვიტე, კიდევ უფრო საფუძვლიანად შემესწავლა პრობლემა და ახლა გაგიზიარებთ.

თავშივე აღვნიშნავ, რომ რასაც დავწერ, ყველა სასულიერო პირს არ ეხება, მაგრამ ვისაც ეხება, ისინი შეუდარებლად ბევრნი არიან. ვისაც არ ეხება, ისინი გავლენას ვერ ახდენენ.

პირველი, რაც მინდა, გითხრათ. უსაშველოდ დაგვიანებულია. იმედი ყოველთვის არის, მაგრამ სასულიერო პირებმა მოსახლეობის უმრავლესობასთან ურთიერთობაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. რატომ და როგორ, ამაზე ღრმა მსჯელობას არ დავიწყებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ღვთისმსახურებისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ხალხი სპეციალურად შერეკეს ტაძრებში და შექმნეს რაოდენობა. სწორედ თავის მიერ ნაკურთხი მოუმზადებელი შემადგენლობის საშუალებით დაიწყო ხალხზე ზემოქმედება. ვაკუუმი შეავსეს და გავლენა მოიპოვეს.

რა გვაქვს დღეს :

საქართველოს ეკლესიიდან ღმერთი განდევნილია. არანაირი შეხება ქრისტიანობასთან არა აქვს, რასაც ქადაგებენ. უფრო მეტიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანობასა და საერთოდ ყველა რელიგიას, რასაც ვისმენთ.

ქრისტე ღმერთი არ აწყობთ. ჯერ ერთი, მღვდლების უმრავლესობას საერთოდ არ ესმის საკითხი. ვისაც ესმის, მას არაფერში სჭირდება. გამოიგონეს სულ სხვა ღმერთი, რომელიც იესოს კი არა, ძველი აღთქმის ღმერთსაც კი არა ჰგავს.

როგორ იყენებენ ამ ახალ ღმერთს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ დასჯაზე, შიშზე, მორჩილებაზე. ამბიონზე მდგარი მღვდელი სინამდვილეში თავის თავს წარმოაჩენს, როგორც სწორედ ამ ღმერთის მინიმოდელს. მოძღვარმა თქვა – ესე იგი, ასეა. დაგსაჯა მოძღვარმა – ესე იგი, ღმერთს ასე უნდა. მიგითითა მოძღვარმა, წადი და ხმა მიეციო ხან ერთ პარტიას, ხან მეორეს – ესე იგი, ასეა საჭირო; მოძღვარმა მოგიწოდა, წადი და დაარბიეო ხალხი – ესე იგი, ნაკურთხია და დაუმტვრიე თავ-ყბა.

მორჩილება – აი, რა არის მთავარი, დანარჩენს ყველაფერს მიგიტევებენ – ხალხის ფულის მოპარვიდან ნებისმიერ ცოდვამდე. ,,სოჩიკი” ხომ მღვდელს უპყრია ხელთ და ჩამოყრის, გაანულებს ცოდვებს ეგრევე. მრევლს არწმუნებენ, რომ სწორედ ამ გზით მიიღწევა სასუფეველი. მერე ამ მრევლის სახელით საპატრიარქო წავა მთავრობასთან და გამოივაჭრებს ქონებას. მთავრობა კი ხმების სანაცვლოდ მზადაა, ჩამოარიგოს ამავე მრევლის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ფული და ქონება ეპარქიებში.

ერთხელ პირველ კურსზე ვიყავი, როცა უნივერსიტეტიდან სიონში წაგვიყვანეს სტუდენტები. ვიღაც რუსი წმინდანის ძვალი ჩამოიტანეს. რომ მივედით, გვითხრეს, ახლა შესასვლელებთან დადექით და ჯაჭვი გააკეთეთ, რომ ხალხი მოწესრიგებულად შევიდესო. მე რის ჯაჭვში ჩამდგომი ვიყავი ვიღაცის ძვლის გამო, ამიტომ შევედი შიგნით და ამ სიწმინდესთან დავდექი. ვერ აგიხსნით, რა ხდებოდა, კოცნიდნენ იმ შუშას, რომლის შიგნითაც იდო ძვალი. ვფიქრობ, რამ გადარია ეს ხალხი, ამას რატომ აკეთებენ, რა ძალამ მოიყვანა აქ ესენი. მაშინ ამას საფუძვლიანად ვერ ვხვდებოდი. მერე თანდათან ნათელი გახდა, რომ სწორედ ამგვარ ,,სასწაულებზე” დგას ეკლესია. რა ქრისტე, რის მოძღვრება, ვის აინტერესებს ეგ. ძვალი განგკურნავს, სთხოვე – ყველაფერს შეგისრულებს და თუ არ შეგისრულებს, ესე იგი, შენი ბრალია – რაღაც ვერ გააკეთე სწორად და უფალი გსჯის. ასეთი დაბეჩავებული და დათრგუნული აღმოჩნდები მღვდლის ხელში და მერე როგორც გადაწყვეტს, ისე გაბურთავებს.

ამიტომ იგონებენ დაუსრულებლად ზღაპრებს – უხრწნელი ისა, უხრწნელი ესა, ზეთი, მირონმდინარე ხე და ათასი მსგავსი. რაღაც შამანებად იქცნენ. მღვდლები გასცდნენ ყველაფერს და მჩხიბავებს დაემსგავსნენ. რაღაც მკურნალობის საკითხებს წყვეტენ, თითქოს რამე ესმოდეთ მედიცინაში. აგერ კორონავირუსი ნათელი მაგალითია. ამ უმეცრებით რამდენი ადამიანი დაღუპეს. მერე რა – ღვთის ნებაა.

და აი აქ შემოდის კიდევ ერთი ამბავი. ეს გაბრუებული მრევლი მზადაა ყველაფერი უპირობოდ მიიღოს. რელიგიური შეუწყნარებლობა. სწორედ ამაზე დგას მთელი რუსული ხაზი. რა დავარქვა – პირობითად, ,,რელიგიური შოვინიზმი” იყოს.

საქართველოს ეკლესიას ებრძვიან – ესაა კოზირი. ებრძვის ყველა – მასონები, ამერიკა, ევროპა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი. აი რომ გაიღვიძებენ, ყველანი იმაზე ფიქრობენ, რომ საქართველოს ეკლესიას ებრძოლონ. რატომ ? კი, მაგრამ რას ერჩიან ? იმიტომ ერჩიან, რომ უნდათ მართლმადიდებლობის განადგურება. აი ამას რომ მიაღწევენ, მერე ანტიქრისტე დაჯდება ტახტზე და აი სრული ბოდვის კორიანტელი. ხო ვითომ სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში სატირალია. მრევლი იჯერებს, რომ მთელი სამყარო პირობითად, ანდრია ჯაღმაიძეს ებრძვის. აი მთელ მსოფლიოში გეები იღვიძებენ დილით და იმაზე ფიქრობენ, როგორ დაუპირისპირდნენ საქართველოს ეკლესიას. რა მზაკვრობაა ახლა აქ ჩადებული. ეშინია ადამიანს – ყველა მე თუ მებრძვის და მთავარი რამეების წართმევას ცდილობს, მე ხომ უნდა დავიცვა საკუთარი თავი, რომ შვილს ორიენტაცია არ შეაცვლევინონ პროპაგანდით. ხომ უნდა დავიცვა ეკლესია, ქართველობა, ტრადიციები. უფრო სწორედ ეკლესია დამიცავს, მე მხოლოდ მორჩილება მევალება და ხანდახან დავალებების შესრულება. იჯერებს ამას და თავისი მისია ჰგონია. მთავარი სიტყვა მართლმადიდებლობაა. და სად არიან კიდევ მთავარი მართლმადიდებლები – ჩრდილოეთში. სხვაგანაც, მაგრამ ეგენი მაინცდამაინც სანდონი არ არიან. მაინც ევროპაში არიან და შეიძლება, არეული აქვთ ტვინი. მერე ყველა მტერია საქართველოს შიგნითაც, ვისაც დასავლეთი უნდა. ნამდვილები აგერა ვართ – ჩვენ და რუსები. მორჩა – საქმე გაკეთებულია. ითარგმნება რუსულიდან გაუგებარი წიგნები, რომ ვიღაც პეწია ყველა დაავადებას კურნავს სადღაც ურალში. მერე რომელიღაც რუსი წმინდანის ლავიწის ძვალი ჩამოაქვთ და ერთი სივრცე იქმნება. საქართველოს ეკლესია დღეს რუსული კულტურული და რელიგიური სივრცის ნაწილია.

ერთი სიტყვით, უმძიმესი მდგომარეობაა.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved