• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, სამშაბათი, 6 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამბოხი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ტრამპი 187 წუთი იყო უმოქმედოდ” – რა კითხვები აქვს კონგრესს ტრამპთან?

ალია ავტორი - ალია
16:16 01-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეთა შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი მოვლენების გამოძიებას აგრძელებს. კონგრესის კომიტეტს ამ ეტაპზე აინტერესებს, თუ რატომ არ იღონა ტრამპმა არაფერი 3 საათზე მეტი ხნის მანძილზე, რათა საკუთარი მხარდამჭერები შეეჩერებინა. ამბოხებულებმა გასულ წელს კონგრესის შენობა დაარბიეს. მომხდარ ძალადობას რამდენიმე ადამიანი შეეწირა და ბევრი დაშავდა, რომელთა შორის 100-ზე მეტი პოლიციელია.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა ტელეკომპანია “სი-ენ-ენს” უთხრა, რომ ამჟამად გამოძიების ფოკუსშია ის, თუ რას აკეთებდა ყოფილი პრეზიდენტი “უმოქმედობის 187 წუთის” დროს. ეს ის წუთებია, როცა პრეზიდენტის თვალწინ, მისივე მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. ამბოხი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და გამოძიების მონაცემებით, პრეზიდენტი მას თვალს თეთრი სახლის ოვალური ოფისის გვერდით მდებარე, სასადილო ოთახიდან ადევნებდა. ამ დროს “ჩვენ საკუთარი დემოკრატიის დაკარგვის ზღვარზე ვიმყოფებოდით” – ამბობს ტომპსონი.

კონგრესმენი ტომპსონი 2019 წლიდან წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა და 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტსაც ის ხელმძღვანელობს. ტომპსონის თქმით, ტრამპი სასამართლოში ჩივის და “ცდილობს ხელი შეგვიშალოს გავეცნოთ ჩანაწერებს” მისი სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებების შესახებ, მაშინ როცა მისი შვილი ივანკა ტრამპი, რესპუბლიკელი კანონმდებლები და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური წევრები, პრეზიდენტს სთხოვდნენ, გაეკეთებინა მოწოდება, რომ მის ასობით ამბოხებულ მხარდამჭერს კაპიტოლიუმი დაეტოვებინა.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ლიზ ჩეინის თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ამბოხებულებისთვის “მოეწოდებინა, რომ ისინი შეჩერებულიყვნენ”. მაგრამ, მან ეს არ გააკეთა მთელი სამი საათის მანძილზე. ლიზ ჩეინიც საგამოძიებო კომიტეტის წევრია. ის ტრამპის ცნობილი კრიტიკოსია.

ბოლოს და ბოლოს, ტრამპმა აქციის მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მიმართა და კონგრესის შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მათი ესმის, რადგან მათ არჩევნები გაუყალბეს და ხმა წაართვეს. “მაგრამ, ახლა შინ უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა გვინდა” – უთხრა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს. ბოლოს კი მათ ასე მიმართა: “ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. თქვენ ძალიან გამორჩეულები ხართ”.

ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თეთრ სახლში გაკეთებული ამ დღის ჩანაწერები კონგრესის საგამოძიებო კომიტეტისთვის “სასიცოცხლოდ” მნიშვნელოვანია. თუმცა, ამის შემდეგ ტრამპმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის დოკუმენტები გასაიდუმლოებულია და კანონითაა გასაჯაროებისგან დაცული.

2021 წლის 6 იანვარს, არჩევნებზე დამარცხებული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებით, ვაშინგტონში მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. პრეზიდენტმა შეკრებილებს საკუთარი უფლებების დასაცავად “ჯოჯოხეთური ბრძოლისკენ” მოუწოდა. ამის შემდეგ ტრამპის მომხრეები თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შტურმით შეიჭრნენ კონგრესის სხდომაზე, რათა ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესი ჩაეშალათ.

კაპიტოლიუმის დემონსტრანტებისგან გაწმენდის შემდეგ, კონგრესის წევრები ისევ შეიკრიბნენ და მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვება მოგვიანებით, 7 იანვარს დაამტკიცეს. ტრამპი აღარ დაესწრო 20 იანვარს გამართულ ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას და თვეების მანძილზე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ არჩევნები მის საწინააღმდეგოდ გაყალბდა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
ახალი ამბები

სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა

16:05 10-05-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

13:49 10-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved