• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაარღვია თუ არა სერგი კაპანაძემ თვითიზოლაცია? – “აქ განვმარტავ ამ ერთხელ”

ალია ავტორი - ალია
15:35 03-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, სოციალური ქსელით პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაწერეს, რომ მან დაარღვია თვითიზოლაციის წესი:

“სამთავრობო მედია ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე მე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ და რომ პანიკა მოვაწყვე აეროპორტში და რომ იტალიიდან ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ.

აქ განვმარტავ ამ ერთხელ, მათ გასაგონად, ვისაც მართლა აინტერესებს რაშია საქმე. ბინძურ და ნაძირალა ტროლებს არ ვპასუხობ, რა თქმა უნდა.

ნამდვილად ვიყავი პირად საქმეზე ორი დღით კიევში (და არა იტალიაში). კიევიდან წამოვედი წინა პარასკევს, 13-ში. ამ დროს არ იყო დაკეტილი ფრენები, გარდა იტალიისა, ჩინეთისა და ირანისა.

– ის რეისი რომლითაც ჩამოვედი იყო რეგულარული რეისი კიევი-თბილისი და არა იტალიიდან მგზავრების ჩამომყვანი სპეც რეისი, როგორც ამას სამთავრობო მედია ტროლები ავრცელებენ

– იმ რეისით ჩამოსული მგზავრები გაატარეს თერმოშემოწმებაზე (სიცხეზე) და შემდეგ ჩეულებრივად გაუშვეს სახლში, რადგან კიევიდან ჩამოსული რეისი არ ექვემდებარებოდა არც კარანტინს, არც იზოლაციას და ა.შ.

– აბსოლუტურად არავის არ უთქვამს არც ერთი მგზავრისთვის და მით უმეტეს ჩემთვის, რომ რამე ზომები იყო მისაღები ჩამოსვლის შემდეგ, ან კარანტინი, ან თვითიზოლაცია ან რამე სხვა ზომა. ეს გასაგებიცაა, რადგან სანამ ფრენები აიკრძალებოდა დღეში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისში სხვადასვა რეისებით იმ ადგილებიდან, საიდანაც არ იყო აკრძალვები.

– მთელი გზა აქედან და იქედან ვმგზავრობდი სპეციალური სამედიცინო ნიღბით, ჩემივე გადაწყვეტილებით.

– კომენტარს იმაზე, რომ რაღაც პანიკა და ისტერიკა მოვაწყვე, არც გავაკეთებ, იმდენად დიდი მარაზმია.

– ამ რეისზე თუ იყვნენ სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, იტალიიდან მომავალი მგზავრები, ეს ჩემთვის არც მაშინ არ იყო ცნობილი და არც ახლაა ცნობილი. თუ ასე იყო და ამ რეისის მგზავრებმა რამე განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, ამაზე ალბათ ვინმე უნდა დაგვკავშირებოდა და ეცნობებინა.

შესაბამისად, არანაირი თვითიზოლაციის და კარანტინის წესი არ დამირღვევია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არანირი მსგავსი რეკომენდაცია, არაფერს ვამბობ დავალდებულებაზე, იმ რეისის მგზავრების მიმართ. არ ყოფილა.

ამის მიუხედავად, შაბათს და კვირას ჩემივე გადაწყვეტილებით ვიყავი თვითიზოლაციაში, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ამის მერეც, სახლიდან გამოვდივარ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად გუშინ ვიყავი პარლამენტში კენჭისყრაზე, ისევ ნიღბით და ხელთათმანებით.

მესმის, რომ პანიკაა ქვეყანაში და ისიც მესმის, რომ მთავრობის ამოცანა ამ პირობებშიც კი, რჩება ოპოზიციის გაშავება და დაზიანება. ამიტომ, ამას მშვიდად აღვიქვამ. უბრალოდ, ნაძირლობას როდესაც სჩადის კონკრეტული ვაი-ჟურნალისტი და სამთავრობო მედია ტროლი, ვიტოვებ უფლებას, ასეთად შევაფასო.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved