• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეტ სექსს გისურვებთ, ბევრ სექსს, ცოტა გაგხსნით სახსრებში, ხასიათზე მოგიყვანთ და იმასაც მიგახვედრებთ, რომ თქვენი საქმე არაა ვის ვისთან და როგორი სექსი ექნება” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
19:31 01-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

“მოგილოცავთ და გეტყვით რას გისურვებთ…

იმის გააზრებას გისურვებთ, რომ ასე თუ გააგრძელებთ, საბოლოო ჯამში ცუდად დავასრულებთ, გავქრებით, ვერ გადავრჩებით.

იმის გააზრებას გისურვებთ, რომ არავისზე მეტი ხართ, არც ერთ ერზე, არც ერთ სხვა რელიგიის მიმდევარზე, არც ერთ სხვა კულტურის წარმომადგენელზე.

ამავე დროს იმის გააზრებასაც გისურვებთ, რომ არავისზე ნაკლები არ ხართ, არანაირი რამე გენეტიკური დეფექტი არა გაქვთ, რის გამოც, სხვა ერი ჩვენზე უკეთესია და ამის გამო უფრო განვითარებულია. ეს სულელური წარმოდგენაც უნდა ამოშალოთ ტვინებიდან.

2022-ში ნაკლები დროის გატარებას გისურვებთ სუფრასთან, ნაკლებ ყალბ სადღეგრძელოებს სამშობლოზე, წინაპრებზე და რწმენაზე და მეტ ფიქრს იმაზე, რისი გჯერათ მართლა. მართლა გინდათ თქვენმა შვილმაც ეგეთ სიყალბეში იცხოვროს და იმაზე ხარჯოს საკუთარი წლები, რაზეც თქვენ ხარჯავთ?

მეტ სექსს გისურვებთ, ბევრ სექსს, მრავალფეროვან სექსს, ცოტა გაგხსნით სახსრებში, ხასიათზე მოგიყვანთ და იმასაც მიგახვედრებთ, რომ თქვენი საქმე არაა ვის ვისთან და როგორი სექსი ექნება. იქნებ, ისიც მიგახვედროთ რომ, ღმერთი უკიდეგანოდ პრიმიტიული არსება უნდა იყოს, რომ მართლა იმის მიხედვით არჩევდეს ვინ გაუშვას სამოთხეში და ვინ – ჯოჯხეთში, ვის ვისთან და რა ფორმის სექსი აქვს.

გისურვებთ ადამიანის სიყვარულს, განურჩევლად წარმომავლობის, საქსის, ვისთან აქვს და რა ტიპის სექსი, კანის ფერისა, სიმაღლისა, ფეხის ზომისა, წონისა, რწმენისა. იმის გააზრებას გისურვებთ, რომ ესაა ქრისტიანობა…

ახლა რისიც გჯერათ, რომ ჰეტეროსექსუალი, ეთნიკურად ქართველი მამრია სამყაროს ცენტრი, იმიტომ რომ მოძღვარმა ასე გასწავლათ, ეგ რომ @ირობაა, თან უკიდეგანო, ამის გააზრებას გისურვებთ.

შვილების სიყვარულს გისურვებთ ასევე, ოღონდ მართლა სიყვარულს, რომელიც უფრო დიდი იქნება ვიდრე ალკოჰოლის სიყვარული, სიზარმაცე, საზოგადოებრივი აზრის შიში, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვის შიში. შვილების ისეთ სიყვარულს, რომელიც მართლა დაგაფიქრებთ რა არის მათთვის უკეთესი და ყველაფერს გაგაკეთებინებთ, რომ მათ მაინც დაუტოვოთ ცხოვრება ნაკლები პრობლემებით.

კიდევ უფრო რთულ რამესაც გისურვებთ, იმის გააზრებასაც გისურვებთ, რომ თქვენი შვილების კეთილდღეობის გზაზე მთავარი ბარიერი საქართველოს საპატრიარქოა, რუსული გრუს რეზიდენტურა, შეფუთული რელიგიურ სამყაროში, რომელმაც თქვენ გამოგირეცხათ ტვინი და დაგაჯერათ, რომ ის არის კეთილდღეობაზე მზრუნველი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ჩვეულებრივი დიდი ღუზააა, რომელიც მუდამ ქვემოთ ექაჩება ამ ქვეყანას, საფუძველშივე კლავს ნებისმიერი განვითარების შანსს.

რწმენას გისურვებთ, ნამდვილ რწმენას და არა მოძღვრის, ეკლესიის, ხატების, პატრიარქის ფანატიკურ სიყვარულს. რწმენას, რომ ადამიანი არის სამყაროს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი არსება, განურჩევლად იმისა, სად დაიბადა, სად გაიზარა, რისი სჯერა, რა ზომის ფეხი აქვს, რწმენას რომ არ მოსულა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების ხელყოფა, რომ არ მოსულა მკვლელობა, ქურდობა, მონობა – არც ერთ ადამიანთან მიმართებაში. რწმენა, რომ ეს არის ერთადერთი სწორი მორალი და ამ მორალით უნდა იცხოვრო, თორემ, ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს აქ და ახლა და არა სიკვდილის შემდეგ. რწმენას, რომ მეტი შეგიძლიათ, თუ მოინდომებთ, თუ გაიაზრებთ, თუ მართლა ამ მორალით დაიწყებთ ცხოვრებას.

ამას თუ და როცა შეძლებთ, მერე იქნება ხვავი და ბარაქა, რასაც ტრადიციულად გისურვებენ ხოლმე, ან თქვენ უსურვებთ ხოლმე სხვებს ახალ წლებზე. მანამდე არ იქნება, მანამდე არაფერი არ იქნება…

და ამის გააზრებასაც გისურვებთ, რომ ხვავი, ბარაქა და ცხოვრება შედარებით ნაკლები პრობლემებით, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად ნაკლებად უტვინო, ფარისველი, ზარმაცი, ქსენოფობი, მატყუარა, ამორალური და ჯამში საბჭოთა ადამიანი იქნებით.

პირველ რიგში თქვენ შვილებს და ჩვენ შვილებს ვუსურვებ ამ ყველაფერს. თქვენ რომ შეიცვალოთ და მათ მიეცეთ მერე ნორმალურ ქვეყანაში ცხოვების შანსი. ამერიკაში გაქცევას კი არა, აქ, აქ, ჩვენს ამერიკაში ცხოვრებას ვუსურვებ ჩემს და თქვენს შვილებს, ქართულ ამერიკაში.

20 წლის წინაც იგივეს ვუსურვებდი და 30 წლის წინაც, თუმცა, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს ყველაფერი, როცა არჩევანია გასაკეთებელი, ავტორიტარულ, ღარიბ, რუსულ სამყაროსა და თავისუფალ, მდიდარ, თუმცა, ნაკლვანებებით სავსე დასავლეთს შორის.

გილოცავთ…”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved