• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

გახარიას პარტიის წევრს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, თავს დაესხნენ

ალია ავტორი - ალია
13:59 12-31-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

პარტია „საქართველოსთვის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ზუგდიდის საკრებულოს წევრს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს
ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

“როგორც ჩანს, ეს წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ უნდა დაგვამახსოვროს “ოცნების” ხელისუფლებამ.
ჩვენი წევრისთვის აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადების და დაჭერის შემდეგ, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაშია, გუშინ, გვიან საღამოს, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე – მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 
მისი თქმით, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა, როდესაც თორია შვილთან ერთად გარდაცვლილი მამის საფლავზე მიდიოდა.
“30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 სთ-ზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, მალხაზ თორია, მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ავტომანქანით მისული იყო რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი მამის საფლავზე, რა დროსაც, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მის ავტომანქანას მიუახლოვდა და გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის  ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო “მერსედესის” მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის  გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.
სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ  მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ მის არასრულწლოვან შვილს. 
ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.
მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ “მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 
პარტია “საქართველოსთვის” შესაბამის ორგანოებს ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.
“როგორც ირკვევა, თავდამსხმელები, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის.
მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და  მკაცრად დასჯას.
როგორც ჩანს დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული ხელისუფლება ყველანაირ ზღვარს გასცდა. საუბარია არამხოლოდ დანაშაულზე, არამედ მორალის და ადამიანობის სრულ წაშლაზე, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ბნელი და მანკიერი პრაქტიკის სრულად ადაპტირებაზე” – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved