• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი” – ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან

ალია ავტორი - ალია
13:14 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ქართველი ემიგრანტი მარია (ციცინო) გასვიანი იტალიაში წლების წინ ჩავიდა. თავდაპირველად, ბარში იმყოფებოდა, საიდანაც 2008 წლის აგვისტოში ემილია-რომანიაში, კარპიში გადავიდა. ბევრი წლის შემდეგ, იტალიას თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უფალს მადლობას სწირავს, რომ სწორედ იტალიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ათი დღეა მჯდომარე მდგომარეობაში სძინავს სასუნთქი ჩაფხუტის გამო და საუბარიც უჭირს, მაინც ეცადა მადლობა გადაეხადა ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ყოველ წუთს მზად არის მისთვის დახმარების გასაწევად.

მარია (ციცინო) გასვიანი: “ამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო! მოხდა ისე, რომ კორონავირუსი შემხვდა. მადლობა უფალს, რომ ქრისტინა ანდრეოლისნაირი ექიმი შემხვდა, ოჯახის ექიმის სახით. სანამ საავადმყოფოში მომიყვანდნენ, მან მომხედა. ვირუსი 22 დღის წინ დამიდგინდა. კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობით შემომიყვანეს, უკვე მეათე დღეა აქ ვარ. ჩემ გვერდით იმყოფება ჩემი მეგობარი ქართველი, ერთ პალატაში ვწევართ.

არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება. მოვხვდი საავადმყოფოში, მაგრამ მარტოობა არ მიგრძნია. ასეთი საოცარი მოვლა, ყურადღება, არ ვიცი… ყველა გვეფერება, ყველა გვამხნევებს. ყოველ დილით გვეკითხებიან როგორ ჩაიარა ღამემ, ხომ არაფერი გვჭირდება… საოცარი ექიმები და ექთნები არიან. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თითოეულ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩვენ გამო დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. ისე მინდა თითოეულის სახე ნიღბების და სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დავინახო და ყველას სათითაოდ მადლობა გადავუხადო. მინდა ეს ახალი წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს მათთვის, იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მინდა თითოეულს დავულოცო ოჯახი, ვინც ჩემი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ათენებს და აღამებს საავადმყოფოში.

ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს იტალიელების, საოცარი გვერდით დგომა იციან. ბევრი გაჭირვება გამოვიარე, რამდენიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი. ეს ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, არასოდეს დავუტოვებივარ. მინდა თქვენი საშუალებით გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. მადლობა ჩემო იტალიელებო, მადლობა, რომ საშუალება მომეცით, თქვენს ქვეყანაში თავი ისე მეგრძნო, როგორც ამ ქვეყნის შვილი.

და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო და შობა-ახალი წელიწადი მივულოცო ყველას, იმ ქართველებს, რომლებიც ასე მიდგანან მხარში. ყოველ წუთს მწერენ და მირეკავენ ხომ არაფერი მჭირდება. მადლობა ჩემს ქართველებს, რომლებმაც ერთი წუთითაც არ დამტოვეს. მადლობა ჩემს მოძღვარს მამა გაბრიელ ღურწკაიას. ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, ყველაფერი კარგად იქნება, გკოცნით და გეფერებით ყველას, იჯანმრთელეთ.”

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved