• რეკლამა
  • კონტაქტი
13:22, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრის ხელით მოხსნის” – რომელი სამი მინისტრი, შეიძლება, მოხსნას პრემიერმა? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:25 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.

– გამორიცხავთ, რომ მთელი ეს ამბავი, ირაკლი ღარიბაშვილის თამაში და მისი  პროვოცირებული იყოს და მას გათვლილი ჰქონდეს, სამომავლოდ შალვა პაპუაშვილის კობახიძის გუნდიდან წამოსვლა და საჭირო დროს მისი მხარდაჭერა? თუნდაც, მის გუნდში გადასვლა?

– ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ვხედავ, საკმაოდ სერიოზულად თამაშობს და ეს პარლამენტში მთავრობის ყოველ წლიური ანგარიში რომ წარადგინა, იქ გამოჩნდა. ღარიბაშვილმა პირველ პირში ილაპარაკა საკუთარ დამსახურებებზე. ყველაფერი თვითონ მიიწერა და არავის არაფერი გაუყო. ღარიბაშვილი თვლის, რომ ამ ქვეყანაში მისი პრემიერობის პერიოდში თუ კონკრეტულად წელს, ბევრი რამ გაკეთდა და არც ერთი ეს გაკეთებული საქმე არავის გაუყო. არანაირი კობახიძე, არანაირი „ქართული ოცნების“ რომელიმე გუნდი ან კახი კალაძე… თქვა, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოვედი ხელისუფლებაში, ვაქცინა მე შემოვიტანე, ეკონომიკაში სასიკეთო ძვრებია და ესეც მე გავაკეთეო და რა ვიცი, ყველაფერი მე გავაკეთეო, ეგრე გამოუვიდა. რა გაკეთდა და რა არა, ეს სხვა საკითხია. თუმცა, ვიმეორებ, ღარიბაშვილი თვლის, რომ ბევრი სასიკეთო გაკეთდა ქვეყანაში და ყველაფერი მან გააკეთა. ამას ისიც დავამატოთ, რომ ეკა ტიკარაძე, რომელიც ღარიბაშვილს დაუპირისპირდა, ისიც მოხსნა. ძალიან არ უნდოდა ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა. ასეა, როდესაც ქუჩიდან მოდიან  პოლიტიკაში, პოლიტიკის ანი და ბანი არ იციან, პირდაპირ მინისტრად დასვამენ.  განცხრომაში ჩაეფლობიან და ძალაუფლებას გემოს გაუგებენ, მერე ეძნელებათ ამ კომფორტის დატოვება. მინისტრობა პატარა ამბავი არ არის, ამდენი ხალხი შენ ჭკუაზე რომ დადის, თვალებში შემოგციცინებს და დიახ, ქალბატონო, დიახ ბატონო და ყველა ეგრე მოწიწებით რომ გეპყრობა, ყველა ქვეშ რომ გეგება, მერე თავში უვარდებათ და მერე მართლა ჰგონიათ, მინისტრის პოსტზე საქართველოში მასზე უკეთესი კანდიდატურა არ არსებობს. მინისტრობა ეგრე იოლი დასათმობი არ არის და ეს ეტყობა კიდეც ტიკარაძეს.

– ამირან გამყრელიძე გადაურჩა ღარიბაშვილს, ისიც უნდა მოეხსნა, მაგრამ როგორღაც შეინარჩუნა პოსტი. რა მოხდა?

– ნუ, მაგასაც მოხსნის ახალი ჯანდაცვის მინისტრის ხელით და ვფიქრობ, ტიკარაძეს ბევრ მინისტრებს მიაყოლებს. ალბათ, იმის დასანახად, რომ ღარიბაშვილი გავლენიანი პრემიერია. ვფიქრობ, კიდევ არაერთ მინისტრს გაუყოლებს ტიკარაძის გზას. ეს კი ხალხისთვის საკმაოდ სერიოზული მესიჯი იქნება. ბევრს რომ არ სჯერა ამის, იმ ხალხს დააჯერებს საკუთარ გავლენაში. 

– ვინ შეიძლება მოხსნას ღარიბაშვილმა?

– ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოხსნის, ასე მგონია. შესაძლოა, რომელიმე  ძალოვანი მინისტრიც მოხსნას. თავდაცვის სამინისტროს უკვე აკონტროლებს, იქ მინისტრად მისი კადრია, ჯუანშერ ბურჭულაძე.

– რჩება სამი ძალოვანი უწყება – მთავარი პროკურატურა, შს სამინისტრო და სუს–ი. რომლის ხელმძღვანელს მოხსნის, როგორ ფიქრობთ?

– ვფიქრობ, უფრო შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური შეიძლება მოხნას. შს მინისტრის მოსხნა და დანიშვნა პრემიერ–მინისტრის პრეროგატივაა, სუს–ის უფროსისა კი პარლამენტისა. მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურა კიდევ უფრო გართულებულია.

თეგები: დავით ჭიჭინაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved