• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, კვირა, 29 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსუქანო, აიცერი! კოვიდი თუ დაგემართა, ჯობია იყო ასთმიანი, ვიდრე მსუქანი, უნდა გაგიმართლოს, რომ შეძლო იცოცხლო” – გიგა გელენიძე

ალია ავტორი - ალია
20:29 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

რეანიმატოლოგი, გიგა გელენიძე:

“მსუქანი ხარ?

მომისმინე.

კი, ძლიერი ხარ. სპორტში რატომ არის რანჟირება წონის მიხედვით, აი, ჭიდაობებში, შტანგის აწევებში, ხელის გადაწევებში? იმიტომ რომ მსუქანი აპრიორ ძლიერიც ხარ. შენ, არასპორტსმენმა შეგიძლია რაღაც რაღაცაში მსუბუქ სპორტსმენს მოუგო, ვთქვათ ხელი გადაუწიო.

ეს იმიტომ ხდება, რომ თუ შენ, მინიმუმ, ფლობ საკუთარ სხეულს, ანუ ინვალიდი, ჩაწოლილი არ ხარ, ესეიგი საკუთარ წონას, როგორც შტანგას დაატარებ. შენი ხელის აწევა და ჩაიში კოვზის მორევა გამხდარისთვის ერთი ვედრო წყლის აწევაა. შენ ცხოვრობ გირებით, განტელებით და შტანგით. ამიტომ, შენი კუნთები უფრო ძლიერია, ვიდრე გამხდარი ადამიანისა. ობიექტურად ასეა.

გიხაროდეს?

შენზე ძლიერი კი, ყველაზე, ყველაზე სუსტი ავტომობილია, ვერ გაეჯიბრები ვერავითარ ფიატ უნოს და ვერც ზაპოროჟეცს – მას ენერგიის მოხმარების და ამოფრქვევის შენზე გაცილებით დიდი მონაცემები აქვს: საწვავი, რომელშიც აკუმულირებულია ენერგია და ჟანგბადი, რომლებიც შერევისას და შეჭმუხვნისას იწვევს ენერგიის აფეთქებას – გამოთავისუფლებას.

მაგრამ, ზაპოროჟეცი კი არა, ბენზინით სავსე ბაკებიანი დიდი ჰოლივუდური სატვირთოც შენზე სუსტია, თუკი მას ჰაერის ფილტრი გაჭედილი აქვს, რის შედეგადაც, სხვა ყველაფრით სუპერ ძლიერ ძრავს თითის გატოკება არ შეუძლია – ენერგია და ჟანგბადი ერთმანეთს ვერ ხვდება – მანქანა დგას, ვერ დაძრავ, თუ მიდიოდა, ჩერდება, (რუსული სიტყვა კარგად აღწერს ამ ამბავს – მატორ ზაგლოხ, ჩაქრა, გაჩუმდაო).

ჟანგბადი სიცოცხლეა.

ასტრონომები ჯერ დედამიწის მსგავს პლანეტებს ეძებენ სამყაროში და შემდეგ, პირველ რიგში მოიკითხავენ, არის იქ წყალი? არის იქ ჟანგბადი?

ჟანგბადიც გვაქვს და წყალიც.

შენ, მსუქანო და ძლიერო, ბენზინის ბაკ გაზაპრავკებულო სატვირთოვ 16 ანთებული ფარით, მფრინავ თეფშს რომ წააგავს, ფილტრი გაქვს პატარა.

ისეთივე ჟანგბადის მიმწოდი გაქვს, როგორიც გამხდარს.

გულმკერდის ყაფაზი ადამიანებს სიმაღლის მიხედვით დაახლოებით ერთიდაიგივე აქვთ.

კალათბურთელს დიდი ფილტვები აქვს, მაღალია, ეკუთვნის, კალათბურთელის სიმაღლის მსუქანს კალათბურთელზე დიდი ფილტვები არ აქვს, პირიქით, გარშემო წონა ჰილტვებს გარედან ჭმუხნის და მსუქანს არამარტო უპატარავებს გულმკერდის ყაფაზს, არამედ, ნებისმიერ ჩასუნთქვაზე მეტ ენერგიას ახარჯვინებს.

კალათბურთელისხელა მსუქანი ადვილად გადაღლადია, თუკი მისი კუნთებისთვის არაფერია 50 კილოიანი ადამიანის აწევა და კისერზე შემოსმა, როგორც მამები ისვამენ ბავშვებს 5 წლის ასაკში, ძლიერია, მაგრამ მისი ენერგეტიკული ხარჯვის ინტენსივობა და ხანგრძლივობა დროში ლიმიტირებულია იმით, რომ ენერგიას ვერ წვავს – ჟანგბადის ფილტრი არ მოსდევს, რომ იყოს ამტანი.

ამიტომაც გრძელდება სუმოისტთა შერკინება წამები. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერები არიან, ხანგრძლივ წინააღმდეგობას ვერ წევენ. თამაშის წესიც სათითაო ენერგიის ამოფრქვევაზეა გათვლილი და არა ხანგრძლივ წვაზე. ფეხბურთის ან კალათბურთის მოედანზე სუმოისტი შერცხვება – მე-10 წუთზე დადგება, უსარგებლო გახდება. სუნთქვის მთელი ენერგია საკუთარი კილოგრამების ჟანგბადით მომარაგებაზე წაუვა, საკუთარ მუხლებს დაეყრდნობა და დამჟავება დაღლილობის ორგანიზმიდან გასვლამდე ადგილს ვერ მოიცვლის, იქოშინებს.

არითმეტიკაა – ძლიერი რომ ხარ და დიდი რომ ხარ, შენს კუნთებს და სხეულს, გაცილებით მეტი ჟანგბადი ჭირდება, ვიდრე გამხდარს. შენი ფილტრი-ფილტვების წარმადობის უდიდესი ნაწილი საკუთარი სხეულის მეტაბოლიზმს ხმარდება და ამოფრქვევა, დატვირთვა, სპორტისთვის ძალიან ცოტა რეზერვს გიტოვებს.

მითუმეტეს, თუ სუმოისტი კი არა, არამედ ჩვეულებრივი არასპორტსმენი ეპიკურელი სიცოცხლის და ჭამის მოყვარული სანგვინიკი ადამიანი ხარ – მომავალზე არ დარდობ, არასდროს გივარჯიშია.

ეს ამბავი კოვიდს არ მოუტანია, კოვიდამდეც ვიცოდით ექიმებმა და განსაკუთრებით რეანიმატოლოგებმა – “რომ იცოდეს ხალხმა, რა მდგომარეობაში აგდებს სიმსუქნე ჩვეულებრივ ფილტვების ანთებიან ავადმყოფს, რომ სიცოცხლე საფრთხეში აქვს ამ ზედმეტი კოლოგრამების მომსახურეობის ვალდებულების გამო, გახდებოდნენ და გადარჩებოდნენ”.

“კოვიდი ძნელად გადააქვთ მსუქნებს, დიაბეტიკებს, ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონეთ” დიახ! ზუსტად ამ თანმიმდევრობით. კოვიდი თუ დაგემართა, ჯობია იყო ასთმიანი ან ქრონიკულბრონქოობსტრუქციიანი, ვიდრე მსუქანი. იმიტომ რომ ყველა შენი ზედმეტი კილოგრამი, რომელსაც ჟანგბადი დააკელი ფილტვების ანთების გამო, გიგროვებს კეტონებს და ლაქტატებს და გიწამლავს სხეულს. შენი სიამაყე, ძლიერი კუნთები და სხვა კილოგრამები ქოშინით მოპოვებულ ჟანგბადში ეცილება გულს, ტვინს, სასუნთქ კუნთებს. დავიღალე, ვერ შევძლებ, ამბობ და უნდა გაგიმართლოს, რომ მართლაც, შეძლო. შეძლო იცოცხლო. 10 წთ კალათბურთის მოედნიდან, გამოხვალ, დაჯდები, სუნთქვასაც დაიწყნარებ და მოგვიანებით კრეატინინს და კეტონებსაც მოფსამ, აღიდგენ ბალანსს

მაგრამ

თუკი მშვიდი ყოფიერებისთვის, ენერგიის მინიმალური ხარჯისთვის, მწოლიარე მდგომარეობაში, კიდევ იქით სუნთქვის დამხმარე აპარატით, მჭიდროდ მორგებული ნიღბით, როცა შტეფსელის იაფი ენერგია გეხმარება ყველა ჩასუნთქვაში და ფილტვების ანთების გამო მაინც არ გყოფნის ჰაერი, როგორღა დაისვენებ საკუთარი სუნთქვისგან?

ვერ დაისვენებ. უნდა გაგიმართლოს რომ ეს მთის ქედი, რომლის აღმართზე ადიხარ, რომელსაც ქვია “კოვიდ-19 დაავადების იმუნური ფაზა, დაიწყო დაინფიცირებიდან მე-7 დღეს და იქნებ ერთი თვეც გაგრძელდეს”, უნდა გაგიმართლდეს რომ ეს მთის აღმართმა გაივაკოს და რაც შეიძლება მალე თავდაღმართში დაეშვას, უფრო ადვილი სუნთქვისკენ.

ექიმმა და მედიცინამ არ იცის შენი კონკრეტული ქედი როდისაა, მე-12 დღეს, 22-ე დღეს თუ კიდევ უფრო იქით. ისიც შენ გიყურებს და ოცნებობს, რომ დღევანდელი დღე იყოს ყველაზე მძიმე და ხვალ გაივაკო. ყირაზე დგას მედიცინა, რომ ეს ქედი ახლოს მოიყვანოს, მალე დაგამთავრებინოს, ყირაზე დგას: შენ და შენნაირებზე, ოღონდ შედეგი მიეღო და შვების გზა ესწავლებინა დანარჩენი მსოფლიოსთვის, გაბედა, დაიკიდა ნო ნოცერე (არ ავნო) პრინციპი და გამოსცადა: მალარიის, რევმატოიდული ართრიტის, ალერგიის, სოკოს, ვეტერინარული და ექსპერიმენტული წამლები, მეგა დოზები და აპარატზე ადრეული გადაყვანა ან აპარატზე უკიდურესად გვიან გადაყვანა.

ყველაფერი ცადა და შეკრებილი ინფორმაციიდან შეადგინა უძვირფასესი რომ დაჯდა, ეგეთი დანიშნულება, “რომ იმუნური ფაზა გაჩერდეს”.

ჭრის, როგორ არა, მედიცინის გარეშე ჰოსპიტალიზაციის გარეშე კოვიდ მსხვერპლი მინიმუმ სამ-ოთხჯერ მეტი იქნებოდა. თითქმის ყველა მოკვდებოდა ჟანგბადდამოკიდებული პერიოდი ვისაც დაუდგა. ამ ხალხმა თავი დააღწია სასიკვდილო საფრთხეს მარტივად – საავადმყოფოთა თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობით, ანთების, ცეცხლის, უკმარისობების დროში გადატანა-გადაგორებით, იმ დანიშნულებით.

მაგრამ, როგორც ყველა ხანძარს ვერ ჩააქრობს ყველა წყალი, ნაკლებს, მაგრამ მაინც ბევრ ადამიანს, იმდენად ცუდი ანთება ერგო, მარტო ცეცხლი ანთება კი არა, ხანძრად მოედო ფილტვებს, რომ დასჭირდა რეანიმაცია, სადაც ცოდვის ტრიალი იყრის თავს. თუკი კოვიდ დაინფიცირება ნიშნავს, რომ საფეთქელთან მიგიდია რევოლვერი ასი მასრით, რომელშიც ერთი (1,3%) ტყვია დევს, უკვე რეანიმაციაში შენ საფეთქელთან 7 მასრიან რევოლვერში 3 ტყვია დევს.

ერთი უნდა გამოკრა – ან გაგიმართლა, ან არა.

ყოველ დღეში 60-ს არ უმართლებს. დღეში 5 საფეხბურთო გუნდი კვდება.

მსუქანი ხარ?

აიცერი, აიცერი, დაიბუსტე.

ომიკრონი ახალი და კეთილი კი არაა, არამედ უკვე არსებულს დამატებული კიდევ ახალი პრობლემაა. აიცერი.

1 ლარი გიჯდება აქეთ-იქით გზა, შეეცოდე მსოფლიოს, გეჩუქა რომ გადარჩე.

მსუქანო, აიცერი!”

“სეფსისის კისერზეა კოვიდ პანდემიური 5 მილიონიდან 2,5 მლნ. – ორგანიზმს ჭირდება რა? – ანტიბიოტიკები! ტანკები ფრონტზე, აღარ გვაქვს” – გიგა გელენიძე
თეგები: გიგა გელენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ახალი ამბები

ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში – თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება

13:44 06-27-2025
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება

11:35 06-27-2025
ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved