• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრიპტოვალუტის ბიზნესი ვის აქვს, კარგად იცით, მაგრამ დავალიანებაში ხართ იმ კაცთან ეს ვითომ ოპოზიცია…” – ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:15 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“თურმე სვანებს შუქი იმიტომ გაუთიშეს, რომ

სვანებიო უფასო ელექტროენეგიითო კუსტარულად მაგრამ მასიურად აწარმოებენო კრიპტო ვალიუტასო და ამას თურმე ენერგოსისტემის გადატვირთვა და გადამანაწილებლების დაზიანებაო …. და ასე შემდეგ ამგვარი ტვინამპუტირებული ვითომმიზეზები მოჰყავს

ვის?

ხელისუფალს?

არა

ოპოზიციის ერთ-ერთი წამყვან ფინანსეკონომისტს.

ამ მტკიცების შემდეგ

ოპოზიციაში ამ აზრის ასე პოპულარობის შემდეგ,

ვინმეს გებადებათ კითხვა, თუ რატომაა ქვეყანად წოდებული ასეთ დღეში?

რა სვანი და რა კუსტარული ხერხით კრიპტოვალუტა.

იცით რა აპარატურა, რა სოფტ და ჰარდვერი და რა მომსახურების დონე უნდა კრიპტოს გენერირებას?

შეაერთეთ დენზე და მორჩა?

ასე რომ ჰგონიათ ოპოზიციაში ყველა თემაზე,

იმიტომ ვერ შედგა ქვეყანა….

თუკი სადმე დიპლომი გააჩალიჩა, ჰგონიათ განათლებულია.

თუკი შვილი სამი თვით და 50.000 დოლარად გაუშვა ოქსფორდის გარეუბნის კოლეჯში სტუმარმსმენელად, ჰგონიათ ოქსფორდდამთავრებულია.

თუკი მოაასფალტეს ქალაქის გარეუბანი, ჰგონიათ მოვა ინვესტორი და ააშენებს ქარხნებს და ვინ იქნება იქ მომსახურე? დიპლომნაყიდი, დოქტორობაგაჩალიჩებული თუ ოქსფორდტურისტი?

განათლების სისტემის მოდერნიზება არ უნდათ.

ჯანდაცვა თურმე ასევე მაგარია, უბრალოდ ხალხი არ იცრის თუარა, რომ აიცრან, მერე რა პაციენტის მოვლა და ხარისხი მეათე ხარისხოვანიც კი არაა – აი ამ იდეოლოგიის ხალხია პოლიტიკანებად.

და ახლა ეს საძაგლობა, თურმე სვანები დღედაღამ არაყის სმაში არიან უფასო დენის ხარჯზე

ამისთანა უღირსობას თქმა კიარა, უბრალოდ აზრად რომ გაგიჩნდება, იმ ადამიანს სახელმწიფოს არსი ესმის?

დაკოჟრებული აქვს ხალხს ხელები ნაჯახის ნარტყამი, ხერხის და სალაშინის ნახეხი.

იმ დენით კრიპტო კიარა, ის ორი თუ სამი სახერხი მუშაობდა, რომლის წყალობით ადამიანებს მისი შრომიდან ცოტათი მეტი სარგებელი რომ მიეღოთ

დაუხურა სახერხები ბიძინამ და არა ბუნების დაცვის გამო, არა,

ეს რომ სდომოდა ტყის რეაბილიტაციის პროგრამას შესთავაზებდა და არა მარტო ხის მომჭრელი, არამედ ხის დამრგველიც იშოვიდა ფულს და საცხოვრებელ მინიმუმს.

დაუხურეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხელგაშვერილ ღარიბად უნდა აქციოს ხელისუფლებამ მთა რომ მერე ის დაიცალოს.

შუქი გამორთო არა გამანაწილებლის გადატვირთვის გამო, არამედ ხალხისგან დაცლის მიზნით.

დაიცლება მთა და მერე მიადგებით იმ მთას ათეულმილიონი კუბიკმეტრის კაშხალების საგუბრად და ამას წინსვლად, განვითარებად გამოგვიცხადებთ.

გადათხრით ბუნებას და ამას წიაღისეულის ბიზნესად გამოგვიცხადებთ და ვიღაც ინვესტორს, საკუთარ ქვეყანაში რომ საკუთარ ბუნებაზე ხელს ავად არავინ მოაკიდვინებს, აი იმათ გამოაცხადებთ ეკონომიკის მხსნელად.

სამარცხვინო ადამიანების ხელშია ამხელა ისტორიის და უძველესი ქვეყანა.

ბოლოს კი,

კრიპტოვალიუტის ბიზნესი ვის აქვს და ენგურის რომელი მხარისკენ მიდის მაგ დენი, თქვენც კარგად იცით,

მაგრამ,

დავალიანებაში ხართ იმ კაცთან და ამიტომ აჟღერებთ ეს ვითომ ოპოზიცია ამ უსახურებას.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved