• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სეფსისის კისერზეა კოვიდ პანდემიური 5 მილიონიდან 2,5 მლნ. – ორგანიზმს ჭირდება რა? – ანტიბიოტიკები! ტანკები ფრონტზე, აღარ გვაქვს” – გიგა გელენიძე

ალია ავტორი - ალია
17:45 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
295

ექიმი, გიგა გელენიძე:

“ვეთანხმები ქალბატონ მინისტრს (პატარა განსხვავებით).

ვიზიარებ მის პოზიციას, რომ კოვიდ მსხვერპლის უდიდესი ნაწილი ბაქტერიული გართულების – მათ შორის ჰოსპიტალური ინფექციის ბრალია.

და ზუსტად ეგ თქვა საკუთარ სატკივარად კოვიდ მკურნალობას მიძღვნილ ვებინარზე ისრაელელმა ექიმმა (ვებინარი ისრაელელი ქართველი ებრაელი ექიმების ინიციატივით და ჩვენი სამინისტროს თანამონაწილეობით ჩატარდა).

ებრაელებმა კოვიდ სეფსისით სიკვდილობის გაცილებით დიდი ციფრი დაასახელეს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. ქართველებს არ გვიკვლევია რომ პროცენტი და ციფრი გვეთქვა, ამიტომ მე ჩემი შთაბეჭდილებით ვეუბნებოდი ჩემი ავადმყოფების პატრონებს, რომლებსაც მკურნალობის თავისებურებებს არ ვიზარებ, ვუყვები.

ისრაელელებმა დაასახელეს – 50% ზე მეტი სეფსისით (ანუ ბაქტერიებით, ბაქტერიული გართულებით) კვდება. მე ჩემი პაციენტების პატრონებს სეფსისს (ბაქტერიებს და არა ვირუსებს) ვუსახელებდი კოვიდ სიკვდილთა 30% ზე მეტის მიზეზად.(ეს ახსნა მჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ პაციენტის პატრონი გუშინ ჩაწერილი იმუნიტეტის დამთრგუნავი წამლების ჩართვას ითხოვს).

და რა გვიკვირს აქ?

დამწვრობით დაავადებას სეფსისი სტადიად აქვს – საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია მედიცინაში – თუ კანის მთლიანობა დარღვეულია, მისი დამცველობითი ბარიერი მოხსნილია, შედეგად დამწვრობითი სეფსისი მოვა. სტერილურ კოსმოსშიც რომ დაიწვას კოსმონავტი, ვერც ის აცდება დამწვრობით სეფსისს. ერთი ხელის დადება კანზე მილიარდი ბაქტერიაა, ენის წვერზე კი მილიარდი ბაქტერია ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე (მე არ დამითვლია, ნუ გამომეკიდებით).

თუკი დამწვრობითი სეფსისი რომ კანის ზედაპირის დარღვევის შედეგად რომ ჩნდება, თუ მარტივი ლოგიკით იხსნება, რითია უფრო რთული ლოგიკა ის, რომ:

რომ:

თუკი ადამიანს 18 ქულიანი კოვიდი აქვს (მაქს 25 ქულიდან), ანუ ფილტვების 75% !! დაზიანებული აქვს, ანუ თუ ფილტვის ეპითელი რომ გაშალო რომ ერთი კალათბურთის მოედნისხელა რომაა ანუ კალათბურთის მოედნის ცენტრამდე (ანუ ნახევარი) და პლიუს მეორე ნახევარის ნახევარი მოედანი თუ დაზიანებულია, რა გასაკვირია რომ იქ ბაქტერია გავიდეს და ორგანიზმში დატრიალდეს?

თქვენ და ტრამპმა მხოლოდ კოვიდის დასაწყისში აღმოაჩინეთ, რომ თურმე გრიპი ადამიანებს კლავს.

ჩვენ კი, განსაკუთრებით რეანიმატოლოგებმა ვიცით, რომ გრიპი კლავს და კლავს ასე, ჯერ ვირუსული ეტაპი ასუსტებს ბარიერებს და შემდეგ დასუსტებულ ფილტვებში ადვილად ჩასახლებული ბაქტერიები ბაქტერიული პნევმონიით კლავს. გრიპის მსხვერპლთა 99%-ში მიზეზი ბაქტერიით ჰიპერ, სუპერინფექციაა.(1% დავუთმოთ ჰიპერთერმიით ვირუსულ ეტაპზე სიკვდილს).

კოვიდ დაავადების საშინელება სწორედ ისაა, მხოლოდ ბაქტერიული პნევმონიით, ბაქტერიული სეფსისით რომ არ კლავს დასუსტებულ ორგანიზმს, არამედ, თვითონაც კლავს და ებრაელებს დავესესხები – 49% ში თვითონ კლავს ვირუსი, ბაქტერიების გარეშე (!), იმუნური ფაზით, რომელიც ვირუსემიის 1 კვირიან ფაზას მოჰყვება ინფიცირებულთა 20%-ში და იმ ოცი პროცენტიდან 5%-ს (ანუ სრული რაოდენობიდან 1%ს კლავს, მათგან ნახევარს პლიუს სეფსისი აქვს).

ველქომ რეალობაში მოქალაქენო, მიკროსამყარო მუდმივად ჩასაფრებული გვყავს და სვავივით, აფთარივით, ტურა მგელივით ელოდება როდის დავეცემით და შევწყვეტთ წინააღმდეგობას, რომ შეგვსანსლონ.

ბაქტერიებს კი მოსვლა, ძებნა და დადევნება არ სჭირდებათ, აქვე ცხოვრობენ, ადამიანზე, ადამიანში, გარემოში, ჰაერში, რომლის 7 კილოგრამ მატერიას ვატრიალებთ შიგ ფილტვებში და გარეთ ფილტვებიდან ყოველ ცისმარე ერთ დღეს, 7 კილო ჰაერს, 7 კილოს ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ.

მაინც გიკვირთ?

მეტი სინათლე საკითხს.

ბაქტერია სვავია. ჯანმრთელ კურდღელსს არ აედევნება, მარტო თვალს გააყოლებს, ვირუსი ავადმყოფობაა, რომელიც კურდღელს დააგდებს.

კოვიდი ადამიანს დააგდებს და გადაულოცავს სვავებს – ბაქტერიებს.

ეს არის ჩვეულებრივი პათფიზიოლოგიური თანმიმდევრობა.

ბაქტერიული სეფსისი კოვიდ პნევმონიის უბოროტესი გართულებაა მთელ დედამიწაზე, პანდემიური 5 მილიონიდან ~2,5 მლნ. მის კისერზეა.

ახლა პრაქტიკული საკითხი. იმუნიტეტ ისედაც და იმუნური ფაზის დასათრგუნი წამლებით ისედაც დაბომბილ ორგანიზმს ბაქტერიებისგან დასაცავად ჭირდება რა? ანტიბიოტიკები!

მათგან ყველაზე, აი, სხვამ რომ ვერ უშველა უკვე და ის რომაა ბოლო და სანუკვარი იმედი, იმან უნდა გამოაბრუნოს სეფსისის ცეცხლისგან შენი ავადმყოფი, რომელია?

ბაქტერიოგრამა და ანტიბიოტიკოგრამა შეთქმულივით ამბობს – კოლომიცინი და ტიგეციკლინი.

ერთი წლის წინ დავწერე (ბრძანებად, სხვათაშორის) პანდემიის პერიოდში სასიცოცხლო აუცილებლობის წამალთა იმპორტის ნებისმიერი ბარიერი, რომელიც გამოიწვევს ამ წამალთა დეფიციტს, უნდა მოიხსნას. ხოლო. ჩინოვნიკი, რომელიც არსებული რეგულაციების მოშველიებით ამ წამალთა შემოტანას დაბლოკავს, ჩაითვალოს დივერსანტად და გასამართლდეს შესაბამისი მუხლით.

ამინს არ ჩამოუფრენია იმ სიტყვებზე, რომ აეხდინა. ჩემი ბრძანება ფბ ღლაბუცობად დარჩა.

ტიგეციკლინი და კოლომიცინი კი, ტანკები ფრონტზე, აღარ გვაქვს. ვოცნებობთ, რომ ბაქტერიოგრამამ ისინი არ დაგვისახელოს.

შენ კი, ხედავ დავიდარაბას? აიცერი, აცერი შენიანი.”

თეგები: გიგა გელენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved