• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის დროს, ძალოვნების სისასტიკე ათჯერ უფრო მძიმედ გადავიტანე… სააკაშვილს საკუთარი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია” – ჯონი გიგანი

ალია ავტორი - ალია
17:24 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
266

ბიზნესმენი, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის მეუღლე, ჯონი გიგანი:

“მართალი რომ გითხრათ, ჩემზე უფრო კარგად არ მგონია იცის, ვინ რას აკეთებს ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში; განსაკუთრებით პოლიტიკოსებიდან…..

ყველა ის გარეწარი, ვინც საზიზღრობებს ჩადიოდა სააკაშვილის დემოკრატიული რეფორმების დროს „ნაცების“ყველა ის გამყიდველი ჩინოვნიკი, რომლებიც სააკაშვილისა და ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ „ქართულ ოცნებაში“ და საკუთარ კულუარებში ჰყავს „ჩანერგილი“ ოლიგარქ ივანიშვილს.

უფრო მეტიც, შევარდნაძის დროს ვინც ძარცვავდა ქვეყანას და შეკრული იყვნენ რუსულ სპეცსამსახურებთან, დღეს ყველა ივანიშვილთანაა!

რას მიგვანიშნებს ეს?

ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ შეამზადა საქართველო-„შეუმდგარი“ სახელმწიფო, რომ პუტინის რუსეთმა ომის გარეშე ჩაგვყლაპოს!

დიახ, ეს არის ის მთავარი სამიზნე, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ!

მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების გატარების დროს, თავისი ძალოვან სტრუქტურებში გადამეტებული ქმედებები და გადაცდომები, დღეს კრიკტიკის ობიექტად დაუტოვა „ქართულ ოცნებას“.

სააკაშვილის მმართველობის დროს, ძალოვანი სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლის არაადამიანური და სასტიკი დამოკიდებულება ათჯერ უფრო მძიმედ გადავიტანე საკუთარ თავზე.

ეს ცნობილია!

ამიტომ ვამბობ, ყველაზე უკეთ მე ვიცი იმ გადაცდომებისა და მათი მოქმედი პირების ისტორია.

სამართლიანობა და ზოგადად ობიექტურობა მოითხოვს ცივი გონებით გავაანალიზოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

მიხეილ სააკაშვილს, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს და დასავლური ტიპის უნიკალურ რეფორმატორს, საკუთარი ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი გონივრული კაპიტალით შეძლო და 300 მილიონიანი, ღატაკი სახელმწიფო ბიუჯეტი 20 ჯერ გაზარდა, თითქმის 5 მილიარდ დოლარამდე. ეს იყო უპრეცედენტო შედეგი სააკაშვილის რეფორმებში. სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნით და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებებით მსოფლიო აალაპარაკა.

სახელმწიფო ბიუჯეტი ახლა ყაჩაღების ხელშია, ისევე, როგორც მთელი საქართველო!

უნდა ვამხილოთ და საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გვერდით მდგომი ყველა ჩინოვნიკი რუსეთის მომსახურე ჩინოვნიკია.

ქვეყნის მოღალატე და მტერთან „შეკრული“ ქართველი ჩემთვის არარაობაა!

ახლა, საქართველო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე სახიფათო გზას გადის.

ქვეყანას ვკარგავთ! ვკარგავთ ღირსეულ მომავალს.

ამის კონტურები რეალურად ჩანს! მისახედია მესამე პრეზიდენტი, დასახსნელია პუტინ ივანიშვილის ტყვეობიდან

დავინახოთ და ვიმოქმედოთ!”

თეგები: ჯონი გიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved