გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ძალიან ბევრი კითხვაა მუტაციებთან დაკავშირებით.
რატომ არ მიტარებენ მუტაციების ანალიზს?
იქნება და ის შტამი არ მაქვს და ახალი მუტაცია მაქვს?
იქნება მეორედ, მესამედ და მეათედ მაქვს კორონა?
აი ეს არის მაგალითად ჩემი ერთერთი პაციენტის ნაცხის ანალიზის პასუხი, სტრუქტურილად, თუ რა და როგორ გამოიყურება გერმანიაში მუტაციებზე ანალიზის პასუხი და რა მუტაციებზე ჩაატარეს კვლევა.
საქმე ისაა რომ,
კოვიდის რამდენიმე შტამია, ოცამდეა ცნობილი და ამ შტამებს აქვთ რამდენიმე მუტაცია.
მაგალითად ალფა შტამს დადგენილად მგონი 8 მუტაცია აქვს, დელტა შტამს ოცამდე …… ომიკრონს 30მდე
აი აქ არის ძალიან მოკლედ ეს შტამები და მისი მუტაციები აღწერილი. უთვალავი არაა, მაგრამ, შტამიან მუტაციებიანად სადღაც ორასამდე უკვე ავდივართ.
https://www.netdoktor.de/…/covi…/coronavirus-mutationen/
ამ მუტაციების გამოკვლევა არის რთული და ღირს ფული. ამიტომ იკვლევენ იმ მუტაციებს და იმ შტამებზე მიზანმიმართულად, რომელსაც თვლიან რომ ახლა რელევანტურია, ახლა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
ეს ღირს ფული და მაგალითად აი ამ ტიპის მუტაციური გამოკვლევა, რომლის მაგალითი დავდე სურათად ჯდება გერმანაიში დაახლოებით 450ევრო.
ჩვეულებრივად კოვიდის ,,კი თუ არა,, გამოკვლევა CT ანუ რეპლიკაციის ხარისხის განსაზღვრით, ჯდება დღეისდღეობით 23 დან 30 ევრომდე.
https://www.diagnosticum.eu/…/2021-004-F-Diagnostik-von…

მუტაციებზე და საერთოდ ვირუსის გენეტიკურად მოცულობითი დიაგნოსტიკა არის მნიშვნელოვანი როცა
1. რაღაცა ახალი შტამი აღმოჩნდება და ამ შემთხვევაში ფულიანი ქვეყნები ყველა ტესტირებისას დასაწყისსი მაინც, ახალი შტამის პროცენტული ნაწილის განსაზღვრის მიზნიტ აკეთებენ შტამზე ანალიზს.
2. ან მაშინ, როცა პაციენტს აქვს რაიმე მძიმე ქრონიკული დაავადება, უტარებ ძალიან მნიშვნელოვან და ორგანიზმის დამსაუსტებელ თერაპიას, აქვს უკვე გადატანილი კოვიდი და ტესტში აღმოჩნდება რომ აქვს კოვიდზე ჩვეულებრივი ,, კი თუ არა,, ტესტი დადებითი, ანუ მეორედ კოვიდის ვარაუდია.
აი აქ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მართლა დაადგინო, ეს ახალი კოვიდვარიანტია თუ ძველი ვარიანტის ნაშთია, რომელიც იმუნური სისუსტის გამო ელიმინირების პროცესს, ვირუსისასაგან გასუფთავების პროცესს გაეპარა.
ამიტომაცაა რომ იშვიათად აკეთებენ შეასძლებლად სრულ გენეტიკურ დიაგნოსტიკას
და იმ ქვეყნებში, სადაც ნაკლებია ფული, შესაბამისად დიდია ეგრეთწოდებული ,,მეორედ კორონას,, რიცხვი. თუმცა, ამ შემთხვევაში მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ლაბორატორიის ფინანსური მოგება და ეს ნიშნავს რომ, თუ კორონაზე დადებითი პასუხი დაწერა, მინიმუმ სამჯერ კიდევ უნდა გაკეთდეს პსრ ანალიზი. უარყოფითი პასუხის დაწერით კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ პსრ ანაზღაურებას უნდა დაჯერდეს.
არაა ეს თემა ასე ხელწამოსაკრავი.
ფულის ფასი ყველგან იციან.
გერმანიაში და შედარებით ნორმალურ ქვეყანაში უბრალოდ მკაცრია კონრტროლი.
თანამედროვე პსრ კვლევის აპარატურას აქვს საკუთარი დამოუკიდებელი სათვლელი სისტემა და ამ სისტემის ყოველკვირეული პროტოკოლი ეგზავნება სამედიცინო დაზღვევას და ცენტრალურ შემაჯამებელ სისტემას.
საქართველოშიც თუ ასეა, ძალიან კარგია,
მაგრამ
როცა ისეთ ადამიანებს, განათლებული და ჭკვიანი რომ გგონია, სურთ რომ საქართველოში მსგავსად რუსეთისაო მანქანის ტექნიკური დათვალიერებაც კი არ უნდა იყოსო და კატალიზატორის ქონა არქონა სულერთი ყოფილა თურმე,
აი ასეთ ქვეყანაში ხარისხის ან ჰიგიენის კონტროლს არც კი ვიცი რამდენი მიესალმება და პოზიტიურად შეხედავს.”
კომენტარები