• რეკლამა
  • კონტაქტი
15:05, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი სიმბოლო გვყავს დღეს ამ ორი ხელისუფლების ძალმომრეობისა – სანდრო გირგვლიანი და მაკო გომური” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:47 12-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
366

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.

-“ნაცებმა” უამრავი რამ დაუშავეს ხალხს. ათასობით ოჯახი გააუბედურეს, უდანაშაულო ხალხი დახოცეს, უდანაშაულო ხალხი ციხეებში გამოამწვდიეს და ბევრი იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა, გაქანებული ძარცვაñგლეჯვა იყო და ხალხს ბიზნესები და კერძო ქონება წაართვეს, ციხეებში, პოლიციისა და სუსñის შენობებში უამრავი ადამიანი აწამეს და ამ ყველაფერს ხომ არ ვგონებ? თავად ვარ მომსწრე, ვაშუქებდი ამ ფაქტებს, ინტერვიუებს ვაკეთებდი დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, სხვა უფელებადამცველებთან, და ეს ხალხი ეჭვმიუტანელი მტკიცებულებებით მელაპარაკებოდა, კონკრეტულ ფაქტებს ვბეჭდავდი “ალიაში” მეც და ჩემი სხვა კოლეგები. ამ ყველაფერს არც ახსენებენ “ნაცები”. ბოდიშის მოხდაც არ უნდათ ამ ხალხისთვის.

– არავის არ აინტერესებს ეს ხალხი. ყველა პოლიტიკური ძალა, ამ შერიგების იდეაში სდებს  იმას, რომ საკუთარი ინტერესი გაატაროს, უკაცრავად და, თავისი იჩალიჩოს. ასეთ პირობებზეა ყველა თანახმა და წარსულის დანაშაულის აღიარება არავის უნდა, არც “ნაცებს” და არც იმ პოლიტიკურ ძალებს, მათ ლიდერებს, რომლებიც “ნაცების” მმართველობისას ხელისუფლებაში იყვნენ და რაც ჩამოთვალეთ, მაგ დანაშაულებების ნაწილი მათ სინდისზეა, სულ მცირე, მორალურად არიან პასუხისმგებლები, ზოგიერთები კი, ამ დანაშაულებების თანამონაწილენი არიან.

მაფიის ბოსები რომ მოილაპარაკებენ ერთმანეთში და გავლენის სფეროებს გადაინაწილებენ, ამას ჰგავს ეს შერიგების მცდელობა. მთავარი პოლიტიკური ლიდერების შერიგება კი არ არის, უნდა შერიგდეს საზოგადოების ორი ნაწილი. ორად გაიყო უკვე საზოგადოება. ერთი ნაწილი თვლის, რომ ის დაზარალდა წინა ხელისუფლების პირობებში და სამართლიანობას ითხოვს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არიან დაზარალებულები და ითხოვენ სამართლიანობას და ბოდიშს. ორი სიმბოლო გვყავს დღეს ამ ორი ხელისუფლების ძალმომრეობისა და უსამართლობისა – სანდრო გირგვლიანი და მაკო გომური, 18 წლის უდანაშაულო გოგონას თვალი ამოსთხარეს და ცხოვრება თავდაყირა დაუყენეს. ვისაც რეალურად შერიგება უნდა, პირველ რიგში უნდა გვითხრან, რომ ხვალიდან დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები, ანუ ლევან მურუსიძეს გამოაგდებენ სასამართლოდან, პოლიცია ჩადგება სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში და არ დარჩება ბიძინას სამსახურში. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური, აღარ მოუსმენენ უკანონოს ადამიანებს აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ხელისუფლება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები თავს დაანებებს ბიუჯეტის ყვლეფას და სახელმწიფო ქონების დატაცებას… გააკეთონ ეს ყველაფერი და თავისთავად შევრიგდებით, ჩვენ  ერთმანეთთან პირადი შუღლი კი არ გვაქვს.

-“ქართული ოცნება” თუ ამ შერიგებაზე წავიდა, ჩემი აზრით, ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს. იმ ხალხს ვგულისხმობ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს ხელისუფლება დამნაშავე “ნაცებს” დასჯის, სამართლიანობას აღადგენს და ამ პროცესებს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ეს რწმენა ამ ხალხს სააკაშვილის დაპატიმრებამ გაუმყარა და იმანაც, რომ პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში, ხელისუფლება თითქმის არაფერს თმობს და დიდად არც დასავლეთის მოთხოვნებს თუ თხოვნებს ითვალისწინებს.

– ჩვენ თუ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, მაშინ ასეა. ეგრე შეიძლება დღევანდელმა ოპოზიციამაც დაკარგოს მომხრეები, თუ ეს შერიგებაñგარიგება მოხდა. სამართლიანობის აღდგენა მარტო იმათთვის კი არ უნდა მოხდეს, ვინც მაშინ დაზარალდა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ბევრი დაზარალდა და მათაც უნდა აღუდგინონ სამართლიანობა. ნულოვან პირობაზე შეთანხმება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი მხარეები აღიარებენ საკუთარ შეცდომებსა და დანაშაულებებს. იტყვიან, რომ კი ბატონო, ადრე გვეშლებოდა, ცუდად ვაკეთებდით, მაგრამ დღეის შემდეგ სხვაგვარად იქნება ყველაფერი. ირაკლი კობახიძე “ნაცებისგან” ბოდიშს რომ ითხოვს, თვითონ, მისი პარტიის ყოფილ და ახლანდელ ლიდერებს, ამ ხელისუფლების  ჩინოვნიკებს არაფერი დაუშავებიათ? “ნაცებს” კი ნუ ედრება, ერთი ხალხს ჰკითხოს, რამდენი აქვთ დაშავებული და აქვთ თუ არა ბოდიში მოსახდელი. ორივე მხარემ უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვან, რომ ჩვენ ცუდი წესებით ვთამაშობდით, ახლა ვიხდით ამის გამო ბოდიშს და ხვალიდან ვიწყებთ სამართლიანი გარემოს  ფორმირებას. კი, ბატონო, ასე შეიძლება. სხვანაირად, ახლა რომ დასხდნენ და მიშა გამოუშვით და ცხოვრება მშვენიერია, ასე არ იქნება.

თეგები: გია ხუხაშვილიმაკო გომურისანდრო გირგვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა

14:00 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved