• რეკლამა
  • კონტაქტი
09:25, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშინ პუტინის ამ სიტყვებზე ბევრი იცინეს და ხუმრობად ჩათვალეს… პუტინი არასოდეს ხუმრობს…” – ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:44 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“1999 წლის აგვისტოში ბორის იელცინმა მაშინდელი ფსბ შეფი, ვლადიმერ პუტინი პრემიერმინისტრად დანიშნა.
პუტინის პირველი შეხვედრა იყო ლიუბლიანკაზე კაგებეშნიკებთან და მან ეს შეხვედრა ასეთი მისასალმებელი ,,ხუმრობით,, გახსნა
,,ოპერაცია, რომელიც კგბ მ 1991 წელს დაიწყო, დღეს წარმატებით დასრულდაო,,
მას მხედველობაში ჰქონდა 1991 წლის კაგებეშნიკების პუტჩის მცდელობა, რომელიც საძაგლად დამარცხდა და სსრკს დანგრევით დასრულდა.
მაშინ პუტინის ამ სიტყვებზე ბევრი იცინეს და ხუმრობად ჩათვალეს.

პუტინი არასოდეს ხუმრობს.
ეს ავიწყდება ყველას
სამეზობლოშიც და დასავლეთშიც.

პუტინი კიარა, რუსეთი საერთოდ ფულზე არ იყიდება და სხვათაშორის არაა მარტო რუსეთი ამ ვერყიდვის სიაში…

ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ვერ იყიდი
ჩრდილო კორეასაც ვერა
ავღანეთსაც ვერა
ისრაელსაც ვერა
შვეიცარიასაც ვერა…..

ბევრი ქვეყანაა ალბათ იდეოლოგიურად ისე მტკიცე და შედუღაბებული, რომ ფულზე ვერ იყიდი და ვერც აიღებ ფიზიკური ძალით.

ამერიკელებს განსაკუთრებულად აქვთ სახელმწიფოს როგორც საკუთრების გრძნობა, ჩემია, ჩემი სახელმწიფოა.
შვეიცარიელებს ერთობის და პირობის მიცემის, ეგრეთწოდებული აიდგენოსენშაფტური გრძნობა აქვთ, მიუხედავად ეთნიკური სხვაობისა სხვადასხვა მიწებს შორის, დადეს პირობა მთის ხალხმა საუკუნეების წინ და არ ღალატობენ და პირს არ უტეხენ ამ პირობას.

ზოგი ქვეყნისთვის რელიგიაა ასეთი შემადუღაბებელი და რელიგიური ფანატიზმია დაუპყრობლობის წინაპირობა.
ზოგისთვის კი საკუთარი ხალხის იდეოლოგიური ნორმირება, გაწვრთნა, და ამ მხრივ ყველასი ქცევა ჯარისკაცად.

რუსეთს ამ ჩრდილოკოერული ტიპის ,,მტრის სახის,, იდეოლოგიასთან ერთად აქვს ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი და ესაა ტერიტერიული სიდიდის პროპაგანდა.
ბორშჩის ნახარშ ქვაბის გამოვლებულ წყალზე გაძლებს რუსი, თუ საქმე ტერიტორიის დაკარგვას ეხება.
ეს მისი სიძლიერეცაა და მისი დიდი სისუსტეც.

სისუსტე კი იმაში გამოიხატება, რომ
რუსს ეშინია წააგოს ტერიტორია, დაკარგოს ტერიტორია და აი ეს შიშია მისი სისუსტე.

რუსს ვერასოდეს წაართმევ ტერიტორიას ვერც ძალით და ვერც ფულით.
ერთადერთი, რისაც რუსულ იდეოლოგიურ პროპაგანდას ეშინია, ესაა ერთობა, მტრის ერთიანობა.
თუკი რუსმა დაინახა, რომ მოწინააღმდეგის რიგები ისე მჭიდროდაა შეკრული და ისე ერთიანია, რომ მათ შორის თმის ღერიც კი არ ჩაეტევა, რომ მათ შორის შუღლი და კონკურენცია შეუძლებელია,
აი ასეთი მოწინააღმდეგის პანიკური შიში აქვთ რუსებს,
ტერიტორიის დაკარგვის შიშით სახელმწიფო დონეზე
და საკუთარი ტყავის დაბეგვის და დაჩმორების შიშით ადამიანთა შორის ურთიერთობის დონეზე.
რუსული ფსიქოლოგია საუკუნეებია არ შეცვლილა.
ის რაც იყო სსრკ ჯარში, როცა რუსებს პანიკური შიში ჰქონდათ გაერთიანებული კავკასიელების თუ უზბეკებისაც,
აი იგივე შიში იყო ოქროს ურდოს ეპოქაშიც, როცა რუსეთის ყველაზე ძლიერი და გროზნად, მრისხანედ წოდებული მეფეც კი ხელისმორჩილად უსხდა ფაშებს თვეობით, რომ როგორმე ტერიტორიული გავლენის ერთი მისხალი არ დაეკარაგა თავის ქვეყანაში.
როგორც კი ურდოს ყაენებმა კონკურენტუნარიანობა გამოამჟღავნეს, მაშინვე გახდა მრისხანეც და მებრძოლიც ერთდროულად ეს ივანე.

ამიტომაც
ვინც რუსეთის სამხედრო ფინანსებს ითვლით და ადარებთ ამერიკისას, და იცინით, ამერიკა დაამარცხებს ერთი ხელის მოსმით რუსეთსო, იმან არც პოლიტიკის და არც ფინანსების არაფერი იცის.
ერთი დოლარიც და ერთი ტყვიის გასროლაც არაა საჭირო რუსეთის წინააღმდეგ, თუკი ამერიკა და ევროპა რუსეთის მიმართ ერთი ხმით ილაპარაკებს.
მაგრამ, არაა ასე სამწუხაროდ
ევროპა ხომ ათასწილადაა დაყოფილი და ნორდსტრიმის მოგება წაგების ბალანსებს და ბუღალტერიულ გროშებს ითვლის, ვინ ვისზე მეტს მოიგებს ევროპის შიგნით აი ამას ითვლის,
თვით ამერიკაც კი არაა ერთიანი ამ საკითხში
და თან ეს მძინარე, გერიატრიული პოლიტიკა
სრული კატასტროფაა.

რუსეთის აგრესიას წინ მხოლოდ ანტიპროპაგანდის და მედიასივრცის კარგად მორგებული კანონებით აღუდგები,
საკუთარი რიგების განმტკიცებას კი იმით მოახერხებ, რომ რუსული კაპიტალის ბლოკირებას მოახდენს ევროპაც და ამერიკაც როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში.
აი ამას რომ დაინახავს რუსი
იქნება ზუსტად ისე, როგორც ოქროს ურდოს ეპოქაში, ანუ, მეზობლებს მიელაქუცება და საკუთარ ხალხს გაშოლტავს.
სხვანაერი ქმედება ჯერჯერობით რუსეთს არ გამოუვლენია მისი არსებობის მთელ ისტორიაში
არ იცის სხვა რამ
იქნება ისწავლოს
ყველაფერი იცვლება დროში
ამიტომაც, თუკი ვინმეს სურს რიგითი რუსის და რუსეთის მოქალაქის კეთილდღეობა, აი ეს უკომპრომისო გზა უნდა აირჩიოს,
იქნება ისწავლონ ცარების გარეშე არსებობა.
თუარადა
მთელ მსოფლიოს ასწავლიან ცარიზმს.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved