მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ავრცელებს.
“ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება… უკვე რაც შემიძლია დავადასტურო, 300-ზე მეტი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კიდევ ასეული შემოუერთდება ამ პროტესტს,” – ამბობს მელია, მთავარ არხთან.
ცნობილია, რომ ამ წუთებში, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან კარვებს აწყობენ.
კომენტარები