• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ მინდოდა მომესმინა, მერე იმ კაცმა იმ საწყალ, უფულო ქალს როგორ უყიდა ხაჭაპური და წვენი, სექსის სანაცვლოდ და როგორი “კეთილია” – თამო კეშელავა

ალია ავტორი - ალია
17:08 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჟურნალისტი, თამო კეშელავა:

“კაცების” საუბარს შევესწარი:

-ქალმა გამაჩერაო, ბავშვი ახლდა თან, ფული არ ჰქონდა, მარტო 5 ლარი ჰქონდა, თურმე, ოთხმა ტაქსმა არ წაიყვანა, მე წავიყვანე, სადაც მიდიოდა, ბავშვი დატოვა და დაველოდე, უკან წამოვიყვანეო… ასე როგორ შეიძლება, წვიმაში ბავშვიანი ქალი ქუჩაში დატოვოო, იქნება ახლა არა აქვს ფული და მერე ჰქონდეს, ვინ იცის, იქნება მერე როგორ გცეს პატივი… თან, გულწრფელობა ხომ უნდა დააფასო, ადამიანი რომ წინასწარ გეუბნება, რომ ფული არა აქვსო და ის ანდაზაც თქვა, ქვაზე დადე და წინ დაგხვდებაო…


-აბაო, იმ მეორემაც…

-მივიყვანე მისამართზე, დამიყარა 5 ლარი, მაგრამ მე დაველოდე, უკან წამოვიყვანე, გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და მაგარი ჯიგარი აღმოჩნდა, მართალია მე ოჯახი მყავს და მასაც შვილი ჰყავს, მაგრამ იმავე დღეს მოვგვარდით, იმავე დღეს დავლაგდით, ხომ ხვდებიო?

-კი, ვხვდებიო, იმ მეორემ და ეშმაკურად ჩაიცინა, მერე მარცხენა ხელი ლაჯებშორის ამოისვა, შარვლის უბე ისე გაისწორა, თითქოს, შარვლიდან რამე უვარდებოდა…

გამოვიქეცი, არ მინდოდა მომესმინა, მერე იმ კაცმა იმ საწყალ, უფულო ქალს როგორ უყიდა ფენოვანი ხაჭაპური და გაზირებული წვენი, სექსის სანაცვლოდ და როგორი კეთილია…

არაფერი აქვს საერთო მშიერი და საწყალი ადამიანის სხეულის გამოყენებას ორი ლუკმა საჭმელის და 2 ლარის სანაცვლოდ სიკეთესთან, არც კაცობასთან…
არ მინდოდა და ბოლო წინადადება მაინც გავიგონე, ამბობდა, გუშინ ევროპაში გავაცილე, სამუშაოდ წავიდა და ისევ მწერსო…

მერე იტყოდა, ალბათ, ფულს გამომიგზავნის და აი, ის 5 ლარი გამიასმაგდებაო, ქვაზე დამხვდებაო…

კაცობას ვეღარ გასწავლით, ვიცი, მაგრამ უბედური ადამიანის დახმარება რაღაცის სანაცვლოდ, არაკაცურია. გაჭირვებული ადამიანის დაპურება რაღაცის სანაცვლოდ – არაკაცურია და ქვაზე დაგხვდებათ კი არა, უკან იყურეთ, ყოველთვის უკან იყურეთ, ეგ ქვა ზურგში წამოგეწევათ…

და ის ქალი, იმ საღამოსავით, როცა ბოლო 5 ლარი მისცა ამ არსებას და ბავშვი სადღაც დატოვა, რომ მეორე დღის პურის ფულის საშოვნელად წასულიყო, ახლაც სადღაც დატოვებდა შვილს და ისე წავიდოდა ემიგრაციაში… იტირებს იქ, მოენატრება, მერე უპოვნელი ქალური ბედნიერების კომპენსირებისთვის ამ “საშინლად კეთილ” კაცსაც მისწერს ხოლმე, ის დღეც გაახსენდება, როცა 5 ლარად “იმხელა” გზაზე გაიყვანა და ბულკი უყიდა, მერე აეროპორტამდეც უფასოდ გაიყვანა და ცრუ მადლიერება დარევს ხელს, რადგან, არ იცის ნამდვილი სიკეთის ფასი, როგორც ჩანს, არც ნამდვილი მამაკაცი შეხვედრია, როგორც ჩანს…

არ ვიცი ვინ ვიტირო, რომელი ერთი… ან იმ არსების ცხოვრება რაღაა, თავი რომ კაცი ჰგონია, ან ეს “კაცი” რას ასწავლის შვილებს, რას ეტყვის, რა არის სიკეთე და კაცობაო, ან იმ ქალს ვინღა გააბედნიერებს, მიხვდება კი, როგორია ბედნიერება და რა ფერია სიკეთე და ან იმ ბავშვს ვინ, როგორ გაზრდის, ხალხო?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved