• რეკლამა
  • კონტაქტი
19:26, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჟვანიას საქმეში არის მაღალი თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ „ძალიან მალე ჟვანია აღარ იქნებოდა“ – ვახტანგ კომახიძე

ალია ავტორი - ალია
01:30 12-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

რუსეთი მოწამვლებისა და პოლიტიკური მკვლელობების ლაბორატორიაა, ასეთი რამ გამოიყენება, როგორც პოლიტიკურად დათრგუნვის უხეში ძალა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვახტანგ კომახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან საუბრისას მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას ურთიერთობაზე ისაუბრა.

„როდესაც ჟვანია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თემურ ალასანიამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო საქართველოში მოღვაწეობა. ჟვანია იყო ალბათ, ერთადერთი ადამიანი იმ ხელისუფლებაში, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო სააკაშვილის პოლიტიკური თავნებობებისთვის. სააკაშვილის წარმოდგენით, მას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რეალურად ეს მხარდაჭერა ზურაბ ჟვანიას ჰქონდა. ზურაბ ჟვანიასთან პოლიტიკური დაპირისპირება სააკაშვილისთვის ცალსახად მომგებიანი ვერ იქნებოდა.

მეორე მხრივ, ჟვანიას შეეძლო პირდაპირ შეწინააღმდეგებოდა გარკვეულ საკითხებში. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ 2004 წელს ცხინვალში სამხედრო მოქმედებები, რომელიც უშუალოდ ჟვანიამ გააჩერა. საერთოდ, სიბრიყვე იყო ცხინვალში ომი. ეს ძალიან ჰგავს სპეცოპერაციას. საქართველოს ამ ომის მოგების არანაირი რესურსი არ ჰქონდა და რუსეთმა მიიღო შესაძლებლობა იმისი, რომ საქართველოსთან ომი ეწარმოებინა“, – განაცხადა კომახიძემ.

მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმეში არის მაღალი თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ შეხვედრაზე თემურ ალასანიამ განაცხადა, რომ „ძალიან მალე ჟვანია აღარ იქნებოდა“, ძალიან მოკლე დროში კი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა.

თეგები: ვახტანგ კომახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved