• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არის რამოდენიმე მეთოდი, რომელმაც ძალიან გაამართლა, ჩვენთანაც შემოდის და მძიმე კოვიდავადმყოფებზეც გამოიყენებენ მალე!“ – მარინა ბერაძე

ალია ავტორი - ალია
01:27 12-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

თამო კეშელავა, „ალია“

„ალიას“ ესაუბრება ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“-ს დამფუძნებელი, მარინა ბერაძე.

– გარდაცვალების რიცხვი საქართველოში ძალიან მაღალია – საზღვარგარეთ მცხოვრები ექიმები ამბობენ, რომ არასწორად ხდება მკურნალობა და პაციენტს, რომელსაც შეიძლება კი დაუფიქსირდა კოვიდი, მაგრამ აქვს ინსულტი, ან ფილტვის მიკრობული ინფექცია, ან სეფსისი – მას უკვე უნდა უმკურნალო იმ კონკრეტულ პრობლემაზე. საუბრობენ მედიკამენტების სიბევრეზე, გადასხმებზე, რომლებზეც ამბობენ, რომ ყველას სულაც არ სჭირდება და ა.შ. თქვენ რას გვეტყვით, რისი ბრალია?

– როგორ მიმდინარეობს მკურნალობა, ვინ ახორციელებს და საავადმყოფოში, სადაც პაციენტი კვდება, პასუხისმგებელი პირი ვინ არის? სამინისტრო ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან სამინისტრო ვერ ერევა კერძო ჰოსპიტლებს. მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც კი, ძალიან მაღალია საქართველოში გარდაცვალების რიცხვი, რადგან ჩვენ უფრო ბიზნესზე ორიენტირებული ვართ, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა მსოფლიოში. ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ მოვიდეს მმართველად ჯანდაცვის სფეროში, ხმარობს ტერმინს სამედიცინო ბიზნესი – ისე, რომ ეჭვიც არ ეპარება, რომ სამედიცინო ბიზნესი, როგორც ასეთი, არასწორი გამონათქვამია. მედიცინა არ არის ბიზნესი, ეს არის მეცნიერება. დავაკვირდეთ, ცვლილებები უნდა იყოს და ვნახოთ, რა შეიცვლება.

– რა ტიპის ცვლილებებს ელოდებით?

– მკურნალობის მეთოდები უნდა იყოს ინდივიდუალური. არის რამოდენიმე მეთოდი, რომელმაც ძალიან გაამართლა, ჩვენთანაც შემოდის და მძიმე კოვიდავადმყოფებზეც გამოიყენებენ მალე. სახელმწიფომ შემოიტანა, დაარეგისტრირა და სწორედ ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჯერჯერობით მეტი დეტალების გამხელის უფლება არ მაქვს, მაგრამ პრევენციისთვისაც არსებობს საშუალება და მძიმე სიტუაციებისთვისაც. უკვე შემოტანილია, დარეგისტრირებულია და საავადმყოფოებსაც დაურიგდებათ. სწორედ ამიტომ მაქვს იმედი, რომ გარდაცვალების რიცხვი შემცირდება, უნდა შემცირდეს, სხვა გზა არ არის. გარდაცვალების ასეთი დიდი რაოდენობა, ეს არ არის არც კოვიდის ბრალი და არც ავადმყოფის ბრალი. უნდა შევწყვიტოთ დაპირისპირება და შევთანხმდეთ იმაში, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიზანი – ადამიანების ჯანმრთელობა და გავაგრძელოთ ცხოვრება ჯანსაღ გარემოში, პრევენცია, კვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინას გაიკეთებთ, თუ არ გაიკეთებთ, ამაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რითი იკვებებიან ადამიანები, რითი იკვებებიან ჩვენი ბავშვები. უნდა იკვებონ კალორიულად და ქვეყანამ ამას უნდა მიხედოს, თუ გვინდა, რომ მათი ორგანიზმი იყოს ძლიერი, გაკაჟებული. თორემ, ვირუსები სულ არსებობს, სულ იქნება.

– თუ იცით, ახალი ინფორმაცია, იმის შესახებ, რამდენად იმოქმედებს ომიკრონის შტამზე ვაქცინა?

– ვაქცინებთან დაკავშირებით, როგორ იმუშავებს ახალ შტამთან, უამრავი მოსაზრებაა, ერთს, მაგალითად, არ ვეთანხმები, ეს არის – მაინც გაიკეთე, მერე კიდევ გაიკეთე, გაიკეთე 5 თვეში ერთხელ და სულ იკეთე და იკეთე და მერე ახალიც მოვა და იმასაც გაიკეთებ – ეს ჩემთვის არის არასერიოზული. ომიკრონს რაც შეეხება, კვლევების მიხედვით, არის უფრო ადვილად გადამდები, მაგრამ სამაგიეროდ, მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ლეტალობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ჯერ. თუ ჩვენთან აღმოჩნდება ეს შტამი და მერე მოხდება ამ შტამით პაციენტი ჩვენ საავადმყოფოში და ძალიან ეცდებიან, შეიძლება იყოს კიდეც ამ შტამით საქართველოში ლეტალობის შემთხვევა.

– და მაინც, თქვენი აზრით, აცრა მნიშვნელოვანია?

– აცრა არის თქვენი ნება, ნებაყოფლობითია. აცრას მნიშვნელობა აქვს! გააჩნია რითი იცრები, როგორ ეტაპზე იცრები და საერთოდ კეთილგონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, ყველაფერში ზომიერება დავიცვათ, არაფერი მეტისმეტი არ ვარგა. რატომაა აუცილებელი, რომ ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი? ადამიანმა თითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თითონ როცა იღებს გადაწყვეტილებას, მისი ორგანიზმი მომზადებულია, რომ კარგი დაცვა გაუკეთოს, ადამიანი, რომელსაც არ უნდა აცრა, ის არ არის ამისთვის მზად, არც იმას უნდა დაატანო ძალა, რადგან ის თავს უკვე თვლის მსხვერპლად და ამ სტრესის და შიშის მართვა ძალიან რთულია. მთელ ამ პროცესში, ფსიქოლოგები არ არიან ჩართულნი, არადა მათი ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. საჭიროა მეცნიერული ანალიზი, კვლევებზე დაფუძნებული პასუხების გაცემა კითხვებზე. ნაცვლად ამისა, ჩვენ გვყავს ცნობადი სახეები, რომლებიც უწევენ აგიტაციას ვაქცინაციას და ასეთი აგიტაცია შეუძლიათ გაუწიონ ნებისმიერ რამეს, ეს არის ჩვეულებრივი პიარი. ეს არ იწვევს ადამიანებში არც ნდობას და ვერც შედეგი ექნება. სწორედ ამ კრიზისულმა სიტუაციამ გამოიწვია ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობაც. კითხვებზე უნდა იყოს გაცემული… არასწორია, როდესაც გვაშინებენ, რომ აი, ახალი შტამი მოდის, 6 თვეში შემოვა, რას ნიშნავს, ვიზა აქვს გაცემული და 6 თვეში შემოიყვანენ? იქნება შტორმიო… არაფერიც არ იქნება. უფრო მსუბუქია ეს ომიკრონი, როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ ვინმეს უნდა, რომ ხალხი გააგიჟოს და დაამძიმოს ვითარება, თქვას. რა გითხრათ. ვისაც უნდა აიცრას, ვისაც არ უნდა, ნუ აიცრება, წამლებიც იქნება, წამალი დალიოს და ა.შ. ნურაფრის გეშინიათ, ყველაფერი იქნება კარგად, ეცადეთ ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე, იკვებოთ სწორად. დადებითი ემოციაა აუცილებელი. და მთავარია ადამიანებმა ერთმანეთი არ დაკარგონ, ადამიანი ადამიანისთვის საფრთხე არ არის, პირიქით, მეგობარია, შეყვარებულია, თანამოაზრეა, ზომიერად იურთიერთონ, საერთოდ ზომიერება დაიცვან ყველაფერში, ჭამაშიც, სმაშიც და ვაქცინაციაშიც.

თეგები: მარინა ბერაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი
ახალი ამბები

ხორვატიის შემდეგ გერმანია – საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს – თიბისი

18:38 06-26-2025
არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“ – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოტოვოთ თეატრის „სახელოსნო 42“ ზაფხულის ბოლო პრემიერა „ამარკორდი“ – თიბისი

17:15 06-26-2025
სელფი მობაილის ჰოუმინგი – დაისვენე WiFi-ის საზღვრებს გარეთ
ახალი ამბები

სელფი მობაილის ჰოუმინგი – დაისვენე WiFi-ის საზღვრებს გარეთ

15:28 06-26-2025
„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

14:38 06-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved