• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეკრიბა “დრაკულას მამიდის” სასახლეში დამნაშავეები და ერთმანეთს უცხადებენ ამნისტიას – არ გამოვა!” – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
23:27 12-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ საახალწლო მიღებას ეხმაურება, აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის ფოტოს (შავ ტანისამოსში, რომლითაც ის, რომის პაპს ეწვია) და წერს:

“დამნაშავეები ერთმანეთს ამნისტიას უცხადებენ და სურთ ამ სამარცხვინო აქტის ეროვნულ შერიგებად გასაღება!

ქალბატონ ე.წ. პრეზიდენტს ეტყობა ჩვენ-უბრალო ხალხი მასობრივი გონებაშეზღუდულობით და ამნეზიით შეპყრობილები ვგონივართ…

90% იმ პარტიებისა, რომლებიც დღეს სალომე ზურაბიშვილმა შეკრიბა თავის ანტიკვარული ავეჯით და გარდაცვლილი ხალხის ნივთებით სავსე “დრაკულას მამიდის” სასახლეში – ერთმანეთის მიერ, დიახ ერთმანეთის მიერ არაერთხელ მხილებულია სამშობლოს ღალატში – ეჭვმიტანილია კორუფციაში, ტერიტორიების გასხვისებაში, ქურდობაში, მასობრივ მკვლელობაში, პატიმრების წამებაში, არჩევნების გაყალბებაში და ყველაზე მძიმე დანაშაულობებში, რაც კი კაცობრიობის ისტორიიდან გაგვიგია…

მაგალითად – თავად სალომე ზურაბიშვილს ყავს მოღალატედ, სამაჩაბლოს გამყიდველად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი, ხოლო სააკაშვილს ასევე ღალატში, უცხო ქვეყნის აგენტობაში ზურაბიშვილი დადანაშაულებული. რას პატიობენ ერთმანეთს – საქართველოს ღალატს თუ უცხო ქვეყნის აგენტობას ?

შეიძლება ასეთი უმძიმესი დანაშაულის პატიება ?

თუ მიშაც და სალომეც საჯაროდ იმის აღიარებას აპირებენ, რომ 15 წელი ხალხს ატყუებდნენ და არც სალომეა აგენტი და არც მიშა მოღალატე?

აქედან გამომდინარე, დღეს მარიონეტმა ე.წ.პრეზიდენტმა საბოლოოდ დაამტკიცა,რომ საქართველოს ისტორიაში შევა როგორც სამარცხვინოზე-სამარცხვინო პერსონა!

ამ გონებადაკარგულ, უტიფარ არსებას თავისი და სააკაშვილის, მელიას და კობახიძის, ბოკერიას და მდინარაძის, ბერძენიშვილის და გირჩის ჩახუტება ეროვნულ შერიგებად სურს შემოგვასაღოს!

ქალბატონ სალომეს ვანო ჩხარტიშვილის და მამუკა ხაზარაძის შერიგებაც ეროვნული თანხმობის მიღწევა გონია!

სიმართლე ერთია – ჯერ 1991-92 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის იდეური შემზადებისთვის მოიხადოს ბოდიში, ქართველ ერს პატიება თხოვოს და შემდეგ ქართველი ერი გადაწყვეტს შეურიგდეს თუ არა თავად დანაშაულში ეჭვმიტანილ – პუტჩისტ სალომე ზურაბიშვილს…

შემდეგ სააკაშვილის საჯარო-სახალხო სასამართლო პროცესი გამართონ და დაუმტკიცონ ის დანაშაულები რომლებიც ჩადენილი აქვს. მიუსაჯონ სასჯელი და შემდეგ ქართველმა ერმა გადაწყვიტოს შეურიგდება თუ არა ოდესმე ხალხის გაუპატიურებასა და მკვლელობაში მხილებულ სააკაშვილის რეჟიმს…

გასამართლდეს, პასუხი აგოს, სახელი დაერქვას ყველა დამნაშავეს, რომლებმაც 1992 წლიდან 2021 წლამდე ძარცვა საქართველო, გაასხვისა ტერტორიები, დაანგრია სახელმწიფოებრიობა, მოიპარა ხალხის ანაბრები, აწამა, ტანჯა, აშიმშილა საქართველოს მოქალაქეები – შემდეგ ქართველმა ერმა გადაწყვიტოს შეუნდობს და შეურიგდება თუ არა მათ.

სხვაგვარად ვერ და არ გამოვა. არ იქნება სამართალი, არ იქნება შერიგება და მშვიდობა. ყველაფერი ხელოვნური, მცირეხნიანი, მხოლოდ პიარული აქტი იქნება, რომელსაც შერიგებასთან საერთო არაფერი არ აქვს!

განვმეორდები და ვიტყვი – თავად დამნაშავე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული – მძარცველი ძალების შერიგება თუ გარიგება ერთმანეთისთვის ამინისტიის გამოცხადება და საკუთარი დანაშაულებების “გაპრავება” უფროა, ვიდრე რეალურად შერიგების აქტი!

ერთი დაიმახსოვრეთ – ქართველი ერი არასოდეს შეურიგდება დამნაშავეებს და სამშობლოს-ტერიტორიების გამყიდველებს, ხოლო დამნაშავეების მიერ ერთმანეთისთვის გამოცხადებული ამინისტიის აქტი ვერასოდეს გახდება შერიგების საფუძველი…

ქართველ ერს შეურიგდით თუ შეგირიგათ და არა ერთმანეთს”

თეგები: სალომე ზურაბიშვილისანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved