• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

კომუნიკაციების კომისიამ 10 რადიოს ლიცენზიის ვადა ხუთი წლით უფასოდ გაუგრძელა

ალია ავტორი - ალია
21:58 12-16-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ათ რადიომაუწყებელს, მათ შორის „რადიოკომპანია მწვანე ტალღას“, „რადიო პალიტრას“, „ტელერადიოკომპანია რიონს“, „არტ რადიოს“, „რადიო იმედს“ „ასოციაცია ათინათს“, „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“, „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარს“ და „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთს“, კერძო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ხუთი წლის ვადით უსასყიდლოდ გაუგრძელდათ.

კომისიის ცნობით, ამ რადიომაუწყებლების ლიცენზიებს მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ, თუმცა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელებს ვადა 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელდათ.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ძალაში 2021 წლის ნოემბერში, კომუნიკაციების კომისიის, მთავრობისა და რადიომაუწყებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიდა.

„შეგახსენებთ, რომ რადიომაუწყებლებმა კომუნიკაციების კომისიას და მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს თხოვნით, რომ პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, მომხდარიყო რადიომაუწყებლებისთვის ლიცენზიის ვადის მოქმედების უსასყიდლოდ გაგრძელება, ხოლო მეორეს მხრივ, ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით რადიო მაუწყებლებს სარეკლამო შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, კომუნიკაციების კომისიამ, მთავრობამ და პარლამენტმა გაიზიარა რადიომაუწყებლების თხოვნა. საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით რადიოებს ტელერადიოცენტრის მიმართ არსებული დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერათ.

ეს პროცესი გაგრძელდება და კომუნიკაციების კომისია ყველა იმ რადიომაუწყებელს, რომელთა ლიცენზიებსაც ერთხელ უკვე გაგრძელებული ვადა 2025 წლის 31 დეკემბრამდე ეწურებათ, ლიცენზიის მოქმედების პერიოდს უფასოდ 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაუგრძელებს“, – აცხადებენ კომისიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved