• რეკლამა
  • კონტაქტი
09:53, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც არ იცის, ეს სინდრომი არის წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობა” – გვარამია

ალია ავტორი - ალია
16:57 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია:

“ვინც ვერ გაიგო, ან არ:

“მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი” – მინიმუმ ხუთჯერ მაინც ითქვა სახალხო დამცველის კომისიის ბრიფინგზე.

ვინც არ იცის, ეს სინდრომი (PTSD – Post Traumatic Stress Disorder) არის წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობა. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ამ სამედიცინო კონდიციის აუცილებელი წინაპირობაა.

ვინც ითხოვდა ექსპერტთა ჯგუფისგან სიტყვა წამებას, ვერ ხვდება საექიმო-საექსპერტო კვლევის მანდატს. მათ მიერ CPTD სინდრომის არაერთგზის ხსენება, სამედიცინო ენაზე იმანენტურად გულისხმობს წამებას, როგორც სავალდებულო პრერეკვიზიტს და ამ სინდრომის გამონწვევ მიზეზს. ასევე, რიგ შენთხვევბში, ისეთ სტრესულ ფორს მაჟორებს როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ომი და ასე შემდეგ. მგონი, ვთანხმდებით, რომ ამგვარ სტიქიურ უბედურებებს ადგილი არ ქონია. შესაბამისად, PTSD სამედიცინო სტატუსის დადგენით, სამედიცინო კუთხით, წამება აღიარებულია.

სამართლებრივი კუთხით ამის დადგენა ექიმების კომპეტენცია არაა და ამის კვალიფიკაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებით. ხსენებული სინდრომის დადგენა ექიმების მიერ, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა გადამწყვეტიცაა.

წამების ფაქტის დადგენის მანდატი ასევე აქვს სახალხო დამცველთან არსებულ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ადგილობრივ მექანიზმს (CPT), რომელის დასკვნა ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხევა ცენტრ ემპათიას, ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ან მხოლოდ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის დაწესებულება, მისი სრული სახელწოდებაა “ძალადობის, წამებისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია” და ამ უმაღლესი საერთაშორისო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას, სამედიცინო კვლევის გარდა, აქვს ფაქტების დამდგენი მისიის ფუნქციაც. ასე რომ, ლოგიკა, თუ ესენი იძახიან წამებას, მაშინ იმათაც ეთქვათ – არ მუშაობს.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved