• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ან წავართმევთ, ან გავაგრძელებთ ნძრევას და ის/ისინი გააგრძელებენ ჭამას” – ჯაფარიძე პრეზიდენტის მიღებაზე

ალია ავტორი - ალია
14:29 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე:

“შერიგებაზე’ და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მედიატორობაზე ამ პროცესში

1. ‘შერიგებისთვის’ აუცილებელია რომ მინიმუმ ორივე მხარეს საერთო მიზანი ჰქონდეს, მაგალითად ქვეყნის წინსვლა, კრიზისის დაძლევა, პოლარიზაციის დასრულება ან რამე მაგავსი. არაფერი მაგავსი ამჟამად არ გვაქვს სახეზე. ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ თავის პრობლემებიანად, მეორე მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და წლებია ამისთვის იყენებს პოლარიზაციას და კრიზისს.

2. ასეთ მოცემულობაში ‘შერიგება’ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას ‘დააძალებს’ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/ოცნებას არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პარტიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან.

3. სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად მთელი ეს ‘შერიგების’ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი.

4. ასეთ, წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას.

5. ბიძინას/ოცნებას, ზუსტად ისე როგორც რუსეთს, ესმის მხოლოდ ძალის ენა. ის/ისინი არ დათმობენ ძალაუფლების არცერთ ბერკეტს კეთილი სურვილებიდან/მიზნებიდან გამომდინარე. მას/მათ ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ წაართვა. ამისთვის საჭიროა ძალების მობილიზება და არა ილუზორულ პროცესებში თავით გადაშვება. მანამ სანამ საკმარისი ძალა არ გვაქვს, ის/ისინი წაიღებენ ყველაფერს და ეცდებიან კიდევ უფრო გაიმყარონ საკუთარი ძალაუფლება. ამჟამად აქვთ შეტევა სიტყვის/გამოხატვის თავისუფლებაზე (და ეს შეტევა კიდევ გაგრძელდება სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ფორმით), რადგან ეს არის ბოლო, ყველაზე მძლავრი იარაღი ჩვენი, თავისუფალი ადამიანების ხელში. ამის ნაწილია აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოიციური მედიის შემოსავლებს, ისევე როგორც სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ.

ან მოვიკრებთ ძალას და წავართმევთ, რასაც მეთოდური მუშაობა სჭირდება, ან გავაგრძელებთ ნძრევას და ტყუილში ცხოვრებას და ის/ისინი გააგრძელებენ ჭამას და ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას.

თუ არ შეგეშინდებათ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა, ამის დანახვა არაა რთული.”

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved