• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შესაძლოა, ბიტკოინი ნულამდე გაუფასურდეს – ინგლისის ბანკი

ალია ავტორი - ალია
20:14 12-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ინგლისის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ინვესტორებს აფრთხილებს.

ბანკის შეფასებით, ბიტკოინს და სხვა ციფრულ აქტივებს არ გააჩნიათ ფუნდამენტური ღირებულება, რის გამოც, შესაძლოა, მომავალში ბიტკოინი უსარგებლო გახდეს, ნულამდე გაუფასურდეს და ინვესტორებმა მასში დაბანდებული თანხა დაკარგონ. 

“ბიტკოინის ფასი საკმაოდ მერყევია და თეორიულად შესაძლებელია, რომ ის ნულამდეც დაეცეს”. – ამბობს ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯონ კანლიფი. 

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ბიტკოინის შექმნიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით ცენტრალური ბანკები და ტრადიციული საფინანსო ინსტიტუტები კრიპტოვალუტით დაინტერესებულ ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ, შესაძლოა, ბიტკოინის ნულამდე გაუფასურდეს. 

მიუხედავად კრიპტოაქტივების მიმართ არსებული სკეპტიკური დამოკიდებულებისა, 2021 წლის ნოემბერში ბიტკოინის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 68 500 დოლარს მიაღწია, კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაციამ კი 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 

ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულება ბიტკოინთან მიმართებით

აშშ-ს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის შეფასებით, ბიტკოინის წარმატებისა და ფასის აღმავლობის მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ ბიტკოინი ინფლაციისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბიტკოინის რაოდენობა 21 მილიონ ერთეულამდეა შეზღუდული და ამ ლიმიტის გადაჭარბება შეუძლებელია. 

“ჩვენ ვთვლით, რომ ფასის ზრდის უმთავრესი მიზეზი ბიტკოინის შესახებ არსებული წარმოდგენაა, რომ ის ინფლაციისგან თავის დასაცავად ოქროზე უკეთესია”. – განმარტავენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ბიტკოინი ბოლო ათწლეულის საუკეთესო აქტივია, რადგან მისი ფასის ზრდის წლიური საშუალო მაჩვენებელი 200%-ს შეადგენს. შედარებისთვის, მიუხედავად ინფლაციის დონის ზრდისა, იმავე პერიოდში ოქროს ფასი არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ, გარკვეულწილად, ინფლაციისგან ჰეჯირების საშუალებად ოქროს ბიტკოინი ანაცვლებს.

წყარო – ტაბულა

თეგები: ბიტკოინიინგლისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved