• რეკლამა
  • კონტაქტი
15:09, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთმა დასავლეთს დიალოგი აიძულა და შემდეგი ნაბიჯი ნატოსთან გარიგება იქნება” – რას წერს ამერიკული გამოცემა

ალია ავტორი - ალია
17:26 12-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ამერიკულ გამოცემა The Christian Science Monitor-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის მიერ ძალის გამოყენების მუქარამ დასავლეთი დიალოგზე აიძულა, შემდეგი ნაბიჯი ნატოსთან გარიგება იქნება“.

“კრემლი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ზედიზედ იღებდა ნატო თავის რიგებში ყოფილ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე კომუნისტურ ქვეყნებს და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რის შედეგადაც ნატოსა და რუსეთის დამაშორებელმა ხაზმა აღმოსავლეთით 950 კმ-ით გადაიწია. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მას აქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაციები, რომ დასავლეთმა არ შეასრულა მიხეილ გორბაჩოვისათვს მიცემული [ზეპირი] პირობა – „ნატო აღმოსავლეთით ერთი დიუმითაც არ გაფართოვდებაო“.

პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ითხოვს – იმ დროს მიცემული ზეპირი გარანტიები დღეს უკვე წერილობით, ქაღალდზე იურიდიულად განმტკიცდეს. აშკარაა, რომ მოსკოვში ვერავინ ვერ ხსნის იმის მიზეზს, თუ რატომ მოისურვა ვლადიმერ პუტინმა მაინცდამაინც ახლა იმ ულტიმატუმის გამოცხადება, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის მიღებაზე თავის რიგებში.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მიზნით დაიწყო პრეზიდენტმა რუსეთის ჯარის საეჭვო თავმოყრა უკრაინის საზღვართან – რათა დასავლეთი ამ საკითხზე მოლაპარაკების დაწყებაზე აეძულებინა. ცოტას თუ სჯერა იმისა, რომ რუსეთს ნამდვილად სურს უკრაინაში შეჭრა. ეს ომი ხომ რუსულ საზოგადოებაში ძალიან დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. და მაინც, კრემლი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თუ სიტუაცია ისე არ მოგვარდება როგორც მას სურს, მაშინ სამხედრო ნაბიჯის გადადგმა გამორიცხული არ არის.

რუსეთის „წითელი ხაზები“

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ამასწინანდელი ვიდეოჩართვის დროს მიმდინარე მოლაპარაკებას თეთრი სახლი და კრემლი სხვადასხვანაირ შეფსებებს აძლევენ. საბოლოოდ, ბაიდენი თითქოს დაეთანხმა ვლადიმერ პუტინს, რომ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის მოთხოვნების თაობაზე – „შეგვიძლია თუ არა რაიმე ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე ტემპერატურას დასწევს“.

აშკარაა, რუსეთმა დაინახა – ახლა ის დროა, რომ აშშ შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდესო და სიტუაციით სარგებლობს. შეიძლება ამერიკამ მოსკოვს გარანტიები არ მისცეს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტაზე, მაგრამ კრემლისთვის შექმნილი ვითარება მაინც მომგებიანია. ექსპერტების აზრით, მოსკოვი ცდილობს რუსეთსა და ნატოს შორის მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ქვეყნების სისტემა შექმნას – ფინეთისა და ავსტრიის მსგავსი, „ცივი ომის“ დროს რომ იყო. დღეს ტერმინს „ფინეთიზაციას“ იშვიათად ხმარობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლს სწორედ ეს აქვს მხედველობაში. ეს სისტემა დაცული იქნება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, პირველ რიგში კი საქართველოსა და უკრაინას, გარანტირებული ექნებათ დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და დემოკრატიული არჩევანის უფლება.

რასაკვირველია, იმის ალბათობა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ამ იდეას კეთილი განწყობით შეხვდებიან, უკიდურესად დაბალია. თვით იმ ფაქტმა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას დათანხმდა, ამერიკის აღმოსავლეთევროპელ მოკავშირეებში უკმაყოფილება გამოიწვია. ისისნი რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგნი არიან.

დაძაბულობის დაბალანსების აუცილებლობა

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხერხდება „გრანდიოზული ისტორიული გარიგების“ დადება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების თაობაზე, მაინც შეიძლება რაღაც დადებითის მიღწევა, მაგალითად, დასავლეთის მიერ იარაღის განლაგების შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კრემლს დაამშვიდებს.

ჯო ბაიდენი რთული ამოცანის წინაშე დგას: მან ბალანსი უნდა მოძებნოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერასა და რუსეთთან ურთიერთობის აწყობაში. დღეს ვაშინგტონი ბევრს საუბრობს ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, მაგრამ ის ვერაფერს გააწყობს პეკინთან, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდება.გარდა ამისა, ჯო ბაიდენის დაპირება მოსკოვისადმი, რომ იგი შეეცდება უკრაინის დარწმუნებას „მინსკი-2“-ის შეთანხმების პირობები შეასრულოს, კიდევ ერთ „დანაღმულ ველს“ წარმოადგენს: „მინსკი-2“-ის შეთანხმება იმ დროს გაფორმდა, 2015 წელს, როცა უკრაინა სუსტი იყო. ამ დოკუმენტში ჩაწერილია, რომ კიევმა მოლაპარაკება უნდა გამართოს დონბასის ლიდერებთან და თუ უკრაინას ამ რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რეგიონის ინტეგრირება მართლაც სურს, მაშინ მას გარკვეული მუდმივი ავტონომიური უფლებები უნდა მიანიჭოს. ეს კი ნამდვილი პოლიტიკური შხამია უკრაინელი ნაციონალისტებისათვის, რომლებიც უნიტარული სახელმწიფოს შექმნის მომხრენი არიან იმ ჭრელი მოსახლეობით, რომელიც მათ საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობად მიიღეს.

„თუ მას ბაიდენი დააძალებს, ვლადიმერ ზელენსკი შეიძლება შეეცადოს „მინსკი-2“-ის პირობების შესრულებას, მაგრამ როგორც კი უკრაინის ლიდერი ამის გაკეთებას დაიწყებს, იგი სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს წააწყდება“, – ამბობს ვადიმ კარასევი, კიეველი პოლიტოლოგი, – მოსახლეობა იტყვის, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს ამერიკის ზეწოლის გამო აკეთებსო და ამიტომ მისი მეორედ არჩევის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდება. სამწუხარო პარადოქსია: რაც უფრო ნაკლები დაძაბულობა იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის, მით უფრო მეტი ალბათობა იქმნება იმისა, რომ უკრაინაში შიდა დაპირისპირება გამწვავდება“.

ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისში შეიძლება გარკვეული პაუზა გაკეთდეს, მაგრამ მისი დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.
მოსკოვის კარნეგის ამერიკული ცენტრის ექსპერტის ალექსანდრე ბაუნოვის თქმით, „ვლადიმერ პუტინს უკვე მეტად აღარ სურს ძველი სტატუს-ქვოს არსებობა. მან უკვე მოხაზა რაც სურს და უკან აღარ დაიხევს, არასოდეს არ შეურიგდება უკრაინის ნატოში მიღების პერსპექტივას, იქ ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებას და მილიონობით რუსულენოვანი მოსახლეობის გაუკრაინელებას. ჯერ-ჯერობით არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი, თუ დასავლელ ლიდერებთან კონსტრუქციული დიალოგი არ მოხერხდება, მაგრამ იგი პროცესს თვითდინებით რომ არ მიუშვებს, აშკარაა“.

წყარო – gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved