• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არჩილ თალაკვაძე კარგი ადამიანია და გამოცდილი კადრი” – ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი?

ალია ავტორი - ალია
15:28 12-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ფორმულასთან ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე განიხილება.

დიმიტრი ხუნდაძე:

“ყველა კანდიდატთან მიმდინარეობს კონსულტაციები, ყველა შესაძლო კანდიდატურის განხიულვა მიდის, ისე, რომ ცოტა დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ახალი მინისტრობის კანდიდატი გამოიკვეთოს. ყველა კანდიდატი განიხილება, მათ შორის, არჩილ თალაკვაძეც.

საკმაოდ გამოცდილი კადრია, კარგი ადამიანია, კარგი პროფესიონალია და სექტორშიც აქვს მონაწილეობა მიღებული მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მათ შორის ც ჰეპატიტის ელიმიანციის პროგრამაა. უწყებრივ თანამდებობებზე აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება”

არჩილ თალაკვაძე კი, არც უარჰყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი და მედიასთან ამბობს:

“გუნდში მიმდინარეობს ჯანდაცვის ახალ მინისტრზე განხილვა, მსჯელობა. ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ჩვენი ყველას მხარდაჭერა აქვს პრემიერ-მინისტრს რომ შეარჩიოს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მომზადებული კადრი, რომელიც უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც არის დღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. 

თანამდებობა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს არის საშუალება, რომ საქმე გააკეთოს ადამიანმა. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში ვარ არჩეული. გუნდში მსჯელობის შედეგად, შეთანხმება მოხდება და პრემიერ-მინისტრი წარადგენს საუკეთესო კანდიდატს იმ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვართ”

თეგები: არჩილ თალაკვაძედიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved