• რეკლამა
  • კონტაქტი
18:17, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების ალტერნატივა არ არის

ალია ავტორი - ალია
10:36 12-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ვაქცინების ალტერნატივა არ არის. ალბერტ ბურლას თქმით, ადამიანებმა პრეპარატი არ უნდა აღიქვან, როგორც ვაქცინის ჩანაცვლება ან ალტერნატივა.

„ვშიშობ, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც ასე იფიქრებენ. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ვაქცინები საჭიროა. ვაქცინები ძირითადი ინსტრუმენტია, რომელიც დაავადების შესაჩერებლად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ალბერტ ბურლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სამკურნალო და არა პრევენციული საშუალებაა და ვაქცინაცია კვლავ საჭიროა.

„ადამიანები, რომლებიც ავადდებიან, ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში ხვდება ან კვდება. რაც შეეხება ამ აბებს, ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ 10 მათგანის ნაცვლად საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მოხვდება სიმართლე გითხრათ, ამ კვლევის ფარგლებში არავინ გარდაცვლილა“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

მანამდე კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს.

პერორალური პრეპარატი პერსპექტიული ახალი იარაღი შეიძლება გახდეს პანდემიასთან ბრძოლაში, რადგან მისი მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით. Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასე მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ.

17 ნოემბერს, Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების ავტორიზაციის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved