• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Pfizer-ის ვაქცინის ორდოზიანი კურსის ეფექტურობა „ომიკრონი“ ვარიანტის მიმართ შემცირდა – ახალი კვლევის შედეგები

ალია ავტორი - ალია
20:02 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, სამხრეთ აფრიკაში, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორდოზიანი კურსი ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ჰოსპიტალიზაციის პრევენციის კუთხით.

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 15 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, იმ ადამიანებს, რომლებმაც Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა მიიღეს და კორონავირუსი დაუდგინდათ, ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილების 70%-იანი შანსი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ „დელტა“ შტამის ტალღის დროს ეს მაჩვენებელი 93%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ინფექციის თავიდან აცილებას, სამხრეთ აფრიკის უმსხვილესი კერძო სამედიცინო დაზღვევის ადმინისტრატორის, Discovery Health-ის კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებისგან დაცვა 80%-დან 33%-მდე შემცირდა.

8 დეკემბერს, BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევების წინასწარი შედეგების თანახმად, მათი ვაქცინის 3-დოზიანი კურსი „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ გამანეიტრალებელ ეფექტს უზრუნველყოფს.

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა „ომიკრონი“ ვარიანტით დაინფიცირების პრევენციის კუთხით საკმარისი არ არის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება

12:21 04-24-2026
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved