• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, შაბათი, 23 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ტიკარაძეს პირადად ღარიბაშვილმა სთხოვა ახლობლის კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანა და… ადგილების არარსებობის გამო, უარი მიიღო“

ალია ავტორი - ალია
03:43 12-14-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
819

ანი დვალიშვილი, „ალია“

10 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგა და 11 დეკემბერს ისევ გადმოდგა. ანუ, წლის ბოლომდე, ის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, შემდეგ კი ახალ მინისტრს დაასახელებენ. როგორც გვეუბნებიან, მმართველი გუნდი ახალ კანდიდატურაზე ვერ თანხმდება და ეს პერიოდიც სწორედ ამისთვის სჭირდება. იმასაც ამბობენ, არჩევანში ბიძინა ივანიშვილი ჩარევას არ აპირებს, რადგან კარგად ხვდება, რომ ის, ვინც დაინიშნება, კრიტიკისთვის არის განწირული, რამეთუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, ყველასთვის ცხადია, რომ პანდემია არც 2022 წელს დაგვანებებს თავს, საქართველოში კი მისი მართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. პრემიერმა პირობა დადო, აცრა სავალდებულო არ გახდებაო, თუმცა მწვანე პასპორტები შემოიტანა და სწორედ ამ პასპორტების შემოტანის შემდეგ, რესტორნების შემოსავალმა საგრძნობლად იკლო და იმის მიუხედავად, რომ მათ 24-საათიან რეჟიმში შეუძლიათ მუშაობა, მომხმარებელი ნაკლები ჰყავთ. ოჯახების უმრავლესობაში ერთი ანტივაქსერი მაინც არის და შესაბამისად, ოჯახებით რესტორანში სიარული აღარ გამოდის, თუმცა რესტორანი ხელისუფლებისთვის ახლა სავარაუდოდ, მეასეხარისხოვანი პრობლემაა.

„ალია“ წერდა, რომ როგორც მმართველი გუნდი, ისე ივანიშვილი, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გაწევას აპირებს, მაგრამ საამისოდ ნიადაგი უნდა მომზადდეს. პარტიის თავმჯდომარის შეცვლა მარტივი არ იქნება და ამ ნიადაგის მზადება როგორც გვეუბნებიან, სწორედ ტიკარაძეთი დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, გუნდში ვრჩები და მუშაობას პოლიტსაბჭოში გავაგრძელებო, რაც ივანიშვილის დასტურის გარეშე არ გამოვიდოდა.

„როგორც ვიცი, ტიკარაძე საკუთარი სურვილით წავიდა. მან პირადად სთხოვა ივანიშვილს გათავისუფლება, რადგან მიხვდა, რომ პანდემიის მართვა არ გამოუვიდა და რაც მთავარია, ახალ-ახალი შტამები საქართველოზე ძალიან ცუდად აისახება, უარყოფითი მაჩვენებელი გვექნება და სიკვდილიანობა მოიმატებს. ეს არ არის ჩვენი ვარაუდი, ეს მსოფლიო ექსპერტების მოსაზრებაა, რომელიც ტიკარაძემ კარგად იცის. ის პარტიაში და პოლიტსაბჭოში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი წამოწევა როგორც სხვა მინისტრის თანამდებობაზე, ასე პარტიაში თუნდაც თავმჯდომარის პოსტზე“, – ეუბნება „ალიას“  „ოცნების“ წევრი.

ის, რომ ტიკარაძე არ გამოდგა მარტივად სამართავი და ღარიბაშვილსაც ნერვებს ხშირად უშლიდა, ყველასთვის ცნობილია. სამაგიეროდ, უცნობია ის, რომ გასულ კვირას, მას პირადად პრემიერმა სთხოვა ერთ-ერთი ახლობელი ავადმყოფის კონკრეტულ კლინიკაში გადაყვანა და… ადგილების არარსებობის გამო, უარი მიიღო. ახლა, იმის ვარაუდი, რომ ტიკარაძემ მოინდომა და თუნდაც გადატვირთულ კლინიკაში ერთი ადგილი ვერ გამონახა, აბსურდია. მან უბრალოდ ღარიბაშვილს უთხრა უარი და ეს უცნაური წასვლაც, ანუ თვის ბოლომდე დარჩენა, ივანიშვილთან შეათანხმა.

„ტიკარაძეს ან ჩაანაცვლებს დიპლომებითა და სერთიფიკატებით დახუნძლული სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ სამედიცინო სფერო იცნობს, ან ჩაანაცვლებს უბრალოდ ცნობილი სახე, რომელმაც არ იცის მედიცინაში არაფერი, მაგრამ იტყვიან, რომ კარგი მენეჯერია და სამედიცინო განათლება საჭირო არაა“, – გვეუბნება ჩვენი წყარო და იმასაც ამატებს, რომ ლევან რატიანთან დაკავშირებით გაჟღერებული ინფორმაცია უბრალოდ ტყუილია და ის ტელევიზიებმა მოიგონეს, რათა სკანდალი ააგორონ, თორემ რატიანის კანდიდატურა არც კი განხილულა. თუმცა, რას გაუგებ პოლიტიკას, შესაძლოა, ვინც არ განხილულა, სწორედ ის აირჩიონ ბოლოს.

ამასობაში კი, ოპოზიციას აქციები მოსწყინდა და თავადაც აღიარეს, ხალხს ქუჩა-ქუჩა სირბილი ყელში ამოუვიდაო. ეს სწორედ ის გეგმაა, რომლის განხორციელებაც „ოცნებამ“ დაიწყო და ფინიშისკენ მშვიდად მიდის. ჯერ ნაციონალების მხარდამჭერებს მოსწყინდებათ სირბილი (და აქციიდან აქციამდე მათი რაოდენობა რომ იკლებს, ნათლად ჩანს), შემდეგ ლიდერებს მოსწყინდებათ ერთი და იგივეს გამეორება და ასე მშვიდად მოიხდის სააკაშვილი მინიმუმ ექვს წელს. პრეზიდენტყოფილმა გასულ კვირას კბილი მოუსინჯა და გაჯიუტდა, მკურნალობას აღარ გავაგრძელებო, მაგრამ მიხვდა, რომ ისეთი ეფექტი აღარ ჰქონდა და ორ საათში გადაწყვეტილება შეცვალა. ახლა მიშა იმის იმედად არის, რომ სასწაული მოხდება და ხელისუფლება მას უბრალოდ გამოუშვებს. უფრო კონკრეტულად კი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თითქოს სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას მკაცრი ტონი შეარბილა და მის მიერ ნათქვამი „არა და არასოდეს“ შესაძლოა შეიცვალოს „არასოდეს თქვა არასოდეს“. რამდენიც არ უნდა იძახოს სააკაშვილმა, პოლიტიკური თანამდებობა არ მინდაო, ყველამ იცცის, რომ ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში მთავარ მიზნად სწორედ ხელისუფლებაში მოსვლას დაისახავს და აკი თქვა კიდეც, თავისუფლებაზე რომ ვიყო, 10 დღეში დავამთავრებ „ოცნებასო“. ამიტომ, მმართველ ძალას ის გარეთ არ სჭირდება, მაგრამ ისე ჩანს, პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება, პოლიტიკური კრიზისი განმუხტეო, მოსვენებაას არ აძლევს. არის კიდევ ერთი, ძალიან დელიკატური მომენტი – რუსეთსა და უკრაინას შორის ომი შეიძლება ნებისმიერ წამს დაიწყოს და რუსეთმა უკვე დაანონსა, მხოლოდ უკრაინა კი არა, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე რომ დოკუმენტი გააფორმეთ, სადაც საქართველოს და უკრაინის ნატოშ გაწევრიანების პერსპექტივაზეა საუბარი, გააუქმეთო. საქართველოს ხსენება შემთხვევითი არ გვგონია და თუ უკრაინასთან შეიარაღებულ კონფლიქტში მართლაც შევა რუსეთი, ჩაროზად შეიძლება საქართველოც დააყოლოს. ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის საზღვართან რუსეთის 175 ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და საქართველოში შემოსასვლელად ამის მეათედიც არ დასჭირდება. ამიტომ, ხელისუფლებას ამ მიმართულებითაც ბეწვის ხიდზე უწევს გავლა, ახლა კიდევ შიდა პოლიტიკური კრიზისი არ აძლევს მოსვენებას და მოკლედ რომ ვთქვათ, არასახარბიელო სიტუაციაში ვართ. ახლა კი ყველაზე საინტერესო. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდა (ცოტა მოსყიდვით, ცოტა შეშინებით, ცოტა თანამდებობის დაპირებით), ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მაგალითად ჩხოროწყუსა და რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდეს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? იმართება ახალი არჩევნები, ოღონდ მოსახლეობა მერს კი არ ირჩევს, ირჩევს მხოლოდ საკრებულოს წევრებს. და ეს ყველაფერი მოხდება მომავალი წლის მაისში და „ქართული ოცნება“ მაისისთვის უკვე ემზადება, ანუ, მმართველი ძალა მზად არის, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნები ახლიდან ჩაატაროს, დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოს და თუ ისე იქნება, რომ მაისამდე სააკაშვილი თავისუფლებაზე არ გამოვა (კიდევ გავიმეორებთ, „ოცნება“ მის გამოშვებას ცოცხალი თავით არ გეგმავს და ერთადერთი ბერკეტი პრეზიდენტის შეწყალებაა), საკრებულოებში უმრავლესობას თავისუფლად მოიპოვებს. ამ თემის განხილვა მმართველ გუნდში აქტიურად მიმდინარეობს. პრინციპში, რაღა მიმდინარეობს, მსჯელობა დასრულებულია და „ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს. ეს განსაკუთრებით რუსთავში შეიმჩნევა, სადაც გახარიას პარტიდან გასული სამი წევრიდან ერთ-ერთისთვის თავმჯდომარის პოსტს ითხოვენ, მაგრამ ამას უკვე ნაციონალური მოძრაობა არ თანხმდება, რადგან ისინი მზად არიან დათმონ ჩხოროწყუ და გახარიას წარმომადგენელმა იქ ჩაიბაროს საკრებულო, რუსთავი კი სათავისოდ სურთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, გახარიას გუნდის ორი წევრის გადაბირება ვერ მოახერხეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა, მხოლოდ ერთის გადაბირება კი საკმაარისი არ არის.

ასეა თუ ისე, ახალ წლამდე ძალიან ბევრი რამ უნდა გაირკვეს და არ გამორიცხოთ, მაისში, იგივე რუსთავში გასამართ საპარლამენტო არჩევნებს (მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე მერი გახდა) საკრებულოს არჩევნებიც დაემატოს.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved