• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაღაც ძალიან “რუსეთუმე” გამოვდივარ და ხომ არ გავჩერდე? არ გავილანძღო… “ – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
01:01 12-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია:

„საბჭოთა პერიოდში ჟურნალ- გაზეთების მანიაკალური მკითხველი ძალიან ბევრი იყო. მეც მათ შორის. ახლაც მახსოვს ის გულისფანცქალი, სადარბაზოში სპეციალურად ჩამწკრივებულ ყუთთან რომ ჩავიდოდი პატარა რკინის გასაღებით ( რომელიც ყველა დანარჩენსაც აღებდა) და ნელა გავხსიდი- სიამოვნების გახანგრძლივებით! რა “ოქროს კვერცხი” დამხვდებოდა ამჯერად? “ნაუკა ი ჟიზნ”, “ვოკრუგ სვეტა”, ” რავესნიკ”, “ფუტბოლ ჰოკეი”… ხედავთ, სულ რუსულების ჩამონათვალი გამომივიდა, თუმცა ყველა ქართული ჟურნალ- გაზეთიც გამოწერილი მქონდა, მაგრამ ქართული ჟურნალებიდან მხოლოდ “ცისკარი” იმსახურებდა ჩემს სიყვარულს. “ნიანგსაც” გადავხედავდი ხოლმე, მაგრამ ახლოსაც არ იყო ხარისხით მის რუსულ ანალოგთან. საერთოდ, ცენტრალურ (რუსულ) ჟურნალებს ძლიერი რედაქციები ჰქონდათ. გაზეთებსაც. მიყვარდა “ლიტერატურული საქართველო “, მაგრამ ისიც ჩამოუვარდებოდა “ლიტერატურნაია გაზეტას”.. ეს ჩემი აზრია და არავის არ ვახვევ თავს. დიდ ქვეყანას, მთელ საბჭოთა კავშირს, რომ მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჰქონოდა- ამაში საკვირველი არაფერია. ჩამოთვლილი პრესა თვეში ან კვირაში 1ჯერ გამოდიოდა, ხოლო ყოველდღიურ პრესაში ჩემი ფავორიტი იყო “სოვეტსკი სპორტი”! ..რაღაც ძალიან “რუსეთუმე” გამოვდივარ და ხომ არ გავჩერდე? არ გავილანძღო… მაგრამ იცოდეთ: ჩემი თაობის კითხვის მოყვარულებისთვის, საბჭოთა პრესა ხარისხიან პროდუქციას უფრო რუსულ ენაზე თავაზობდა მკითხველს. ამიტომ ვინმე 50 წელს გადაცილებული თუ გეტყვით : ” ყმაწვილობისას მე რუსულ ჟურნალ- გაზეთებს არ ვეკარებოდი”-ო, ის ან იტყუება, ან საერთოდ მკითხველი არ იყო. დისიდენტებიც კი ეცნობოდნენ რუსულ პერიოდიკას. ამაში ცხადია იდო იდიოლოგია! ანუ, რა თქმა უნდა, სპეციალურადაც კეთდებოდა, თუმცა ობიექტურადაც, როგორც გითხარით, პატარა რესპუბლიკას ადამიანური რესურსიც ნაკლები ჰქონდა. ეს პერიოდული პრესა, თორემ კარგი წიგნები საშოვნელად საჩალიჩო იყო და ნათარგმნის- რუსულად წაკითხვა ჯობდა (უმეტეს შემთხვევაში).

რატომ იყო “სოვეტსკი სპორტი” ჩემი ფავორიტი? სსრკ ჩემპიონატის ყველა ფეხბურთის მატჩის ძალიან კვალიფიციური ანალიზი, მთელი მსოფლიოს ქვეყნების ჩემპიონატების- რომელთა თამაშებს ვინ გვანახებდა მაშინ- სრული განხილვა. გაზეთს გადავყავდი ჩემთვის უცნობი სპორტების ზღაპრულ სამყაროში! პირველ რიგში ფორმულა1! ეს იყო ჯერ ნიკი ლაუდას და ემერსონ ფიტიბალდის ერა, შემდეგ აირტონ სენა და ნელსონ პიკე… ყველა რბოლისწინა კვალიფიკაციის გარჩევა, რბოლის ისეთი ანგარიში, რომელსაც რეალში ყურების დროსაც ვერ მიხვდება ჩემნაირი დილეტანტი. ვყლაპავდი ამ სასწაულს მონაკოს ტრასაზე, ემატებოდა პარიზ-დაკარის უმძიმესი რალის ანგარიში- როგორ გადატრიალდა ჯიპი, მოსძვრა საბურავი და ა.შ. წარმოვიდგენდი ტოკიოს ბაშოს აღმოსავლურ სამყაროს, ზღაპრული სუმოისტებით, ნბა-ს კალათბურთის რეგულარულ ჩემპიონატს, რომლის ერთი მატჩი ბოსტონ-ცინცინატი არ ვიცი რა გზით ჰქონდათ მოპოვებული და ყოველი ლიტონიობის ღამეს გვაყურებინებდნენ, “შესანიშნავ შვიდეულთან” ერთად, სახლში რომ დავრჩენილიყავით… გადავყავდი ამ გაზეთს ზღაპრულ სამყაროში, თანაც ძალიან რეალისტური, ჩემთვის სრულიად გასაგები ანალიზით და ერთს ვნატრობდი: ხომ შეიძლება მოხდეს სასწაული და ვიხილო ფორმულა-1ს რბოლა?? არა კინოში- ივ მონტანის და ტოსირო მიფუნეს შესრულებით- არამედ პირდაპირ, ცოცხლად (“ლაივი” სიტყვა მაშინ არ იხმარებოდა, გოიმები ვიყავით)?! …

..და დადგა ერთხელაც ეს ნანატრი დღე- პირდაპირი რეპორტაჟი ფორმულა-1 ს ტრასიდან ( არ მახსოვს რომელი იყო). წელი ზუსტად არ მახსოვს. დიდი ამბით შევიკრიბეთ ძმაკაცები ერთად საყურებლად. დაწყების წინ ერთმანეთს ვაჩუმებდით- რამე რომ არ გამოგვრჩენოდა…. 15 წუთის შემდეგ გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ სახლის ელექტრომრიცხველზე ვიყავი ჩაშტერებული- იგივე მოძრაობები წრეზე, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მეოცე წუთზე ერთმა მეგობარმა მორიდებით შემოგვთავაზა: “თან, კარტიც ხომ არ გვეთამაშაო?”. თან-ო! ძირითადადად კი არა.. ცოტა ხანში ლუდიც მოვწრუპედ და ჩვეულებისამებრ დავხოცეთ კარტში ერთმანეთი! მორიგე ხელის დამთავრების შემდეგ ვკითხეთ თამაშგარე დარჩენილ ერთ ჩვენს მეგობარს, როგორ დამთავრდა რალიო. იმის შემდეგ არცერთი რალისთვის არ მიყურებია- სრულიად უინტერესო საქმიანობად მივიჩნიე. მეუბნება ჩემი მეგობარი- Shalva Ogbaidze : – ვერ გებულობ, ერთად ვუყუროთ, თან აგიხსნი და ნახავ რა საინტერესოაო- მაგრამ მთლად არ მჯერავს, რადგან ამატებს- თან ვისკი ვწრუპოთო!

…მაგრამ გუშინდელი დღე იყო სხვანაირი! ამდენი წლის შემდეგ პირველად ვიხილე ლაუდა- ფიტიბალდის დროიდან წარმოდგენილი ზღაპრული სამყარო ცხადში! გუშინ საოცარი ფორმულა-1 იყო- კინო გადასაღები! გუშინ გავდე ხიდი რეალურად ნანახ რბოლასა და ყმაწვილობის წარმოდგენაში! სასწაულად მოუგო ბოლო წრეზე ფელსტეპენმა არამხოლოდ რბოლა- მთელი ჩემპიონატი დიდ ჩემპიონ ჰემილტონს!

ზღაპარი გაცხადდა!..“

თეგები: დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved