• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიშამ დამიბრიალა თვალები, აქ რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ წავიდეო?

ალია ავტორი - ალია
16:48 12-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას სურვილია, სააკაშვილის რეაბილიტაცია უცხოეთში გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სადაც შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული.

გიული ალასანიას თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაყვანის წინააღმდეგია.

„ინტერესის გათვალისწინებით, მე გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე, მივიღე ისეთი რისხვა, შენ მე ვინ გგონივარ, მე აქ რისთვის ჩამოვედი, ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა ეს ჩემგან. გამოირკვა, რომ აქვს ძალიან ხშირი თავის ტკივილები, თითქმის არ აქვს ძილი, აქვს საშინელი კუნთების ტკივილი და ნევროლოგიური სიმპტომები. რაც დავინახე კიდევ, ის არის, რომ მაინც ურჩევნია, იწვეს. გადმოხოხდება, დაჯდება სკამზე და მერე, ცოტა ხანში, ისევ მიდის საწოლში. რეაბილიტაცია აღარ მიხსენებია. გაცვლაზე რომ ასეთი რეაქცია ჰქონდა, უკვე ხმა აღარ ამომიღია. მე ჩემს ქვეყანაში ჩამოვედიო და დამიბრიალა თვალები. ლაპარაკში რომ გაირკვა, სიმპტომები აქვს, ჩემი აზრი და სურვილია რეაბილიტაცია საზღვარგარეთ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიამ კომენტარი გააკეთა „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებაზე, ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით.

„არაფერია გამორიცხული, არ ვიცი, მე ვერ დავსვამ დიაგნოზს. დღეს აღარ გვილაპარაკია ამ საკითხზე. რამდენადაც ვიცი, ექიმი მაინც ჩამოვა, რომელი არ ვიცი. ჩამოვიდა ქალბატონი ლომჯარია და არის კომისია, რომელიც მისი შექმნილია, ისინიც მივლენ და თავის დასკვნას დადებენ. იმედი მაქვს, ამის შემდეგ რაღაც გაუმჯობესება იქნება.

ჩემთვის აქ მოსვლა აუცილებელია, მისთვისაც აუცილებელია ჩემი სიარული. ძალიან ძნელია მისთვის ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან რაც მახსოვს, სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ხან სვანეთში იყო; უცებ, მეორე წუთში გავიგებდი, რომ სადღაც ძალიან შორს. ერთხელ ზრდილობისთვის ვკითხე, უბრალოდ, არ იღლები-თქო და მაგაზე მივიღე მაშინაც რისხვა. რას ნიშნავს ვიღლებიო; ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. დინამიური ცხოვრების შემდეგ, უცებ ამ გამოკეტილ მდგომარეობაში, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, მედიის წარმომადგენლებმა გიული ალასანიას ჰკითხეს, როგორც დედა, რას ეტყოდა ხელისუფლებას: „მივმართავდი, გაუშვან, რა. როგორ შეიძლება, რა. რისთვის, ვერ გავიგე. რატომ ჰყავთ გამოკეტილი. რომელი დანაშაულისთვის, არც ერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად ეს იმათ იციან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი საერთოდ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved