• რეკლამა
  • კონტაქტი
20:43, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება დაგვიჭირონ, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდება, ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ, არაფერი გამოვა” – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
18:48 12-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა:

“ნათელია, ყველამ დაინახა, რომ დასკვნა დიდი ხნის წინ არის დაწერილი და საერთოდ არ აინტერესებდათ არც ის დამაზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც ძალიან დეტალურად გავიარე .

დღეს დაიკითხა ამ საქმის ორი მთავარი მოქმედი პირი, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. კიდევ ერთხელ ახსნეს დეტალურად ყველაფერი და უცებ დავინახეთ, რომ 30-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მზად არის. ეს ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას, რაც იყო მოსალოდნელი საერთოდ არ აინტერესებს, სიმართლის დადგენა. წინასწარ არის გამოტანილი განაჩენი, ეს არის ტიპიური საბჭოური პროკურატურა, ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს, მიაქანებს კი არა, უკვე ღრმად ვართ შესული დეპოში. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე პროცესი. ამ პროცესს საქმე არ აქვს არანაირ სამართალთან და სამართლიანობასთან. საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი არგუმენტები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ დაინახა ვინც არის იურისტი და ვინც არ არის. ყველამ დაინახა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის გარდა, არ ჰყავს მომჩივანი, არანაირი ფულის მითვისება არ ყოფილა და რაც მთავარია არანაირი “ფულის გათეთრება” არ ყოფილა, იმიტომ, რომ თანხა “თიბისი ბანკის” ფილიაშიც კი არ წასულა, ბანკის სათაო ოფისის შენობაც კი არ დაუტოვებია და ანგარიშები. ყველას მინდა მოგმართოთ, აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ სასამართლოში სამი წელია დავდივართ, თუ არ გვინდა, რომ ასეთ საქართველოში ვიცხოვროთ, მაშინ ასეთი სასამართლო და ასეთი პროკურატურა არ უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, რომ ჭაობში ვიყოთ მერე ვიღაცას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რატომ არის ქვეყანა გაჭირვებული, გაღატაკებული და რატომ ტოვებენ ჩვენი მოქალაქეები ამ ქვეყანას, იმიტომ, რომ სამართალი სადაც არ არის იქ არ არის ინვესტიცია.

ინვესტიცია სადაც არ არის, იქ არ არის სამუშაო ადგილი. ამიტომ, რა მოლოდინი მაქვს? ამ ქვეყანაში ყველანაირი მოლოდინი მაქვს, შეიძლება დაგვიჭირონ, ამის პრობლემას პიროვნულად მე, ვერ ვხედავ, მაგრამ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება. ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და რაღაც ახალი არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი გამოვა. ახლის დაწყება, პირველ რიგში, სამართლიანობის დადგენა და ისეთი ინსტიტუციების შექმნაა, სადაც მოქალაქეს და რიგით ადამიანს ექნება განცდა, რომ მას არ დაჩაგრავს სახელმწიფო მანქანა”

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved