• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელი ქვეყნის 66 წლის მოქალაქე ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ

ალია ავტორი - ალია
13:47 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ  მოქალაქედააკავა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სპეცსამსახურის წარმომადგენელმა სტანისლავჟარინმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „დაკავებული 66 წლის მამაკაცი, აწარმოებდა ჯაშუშურ საქმიანობას რუსული დაზვერვის (ფსბ) სასარგებლოდ და პოლონეთის რესპუბლიკის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდა“-თქვა პრეს-სპიკერმა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რადოსლავ ს. ბრალს არ აღიარებს, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სტანისლავჟარინის თქმით, მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაკავებული დაკავშირებული სხვა პირთან, რომელიც პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის მაისში  დააპატიმრა. ორივე მათგანს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ირკვევა, რადოსლავ ს. აქტიურად ეხმარებოდა მანამდე დაკავებულ 44 წლის მარჩინ კ.-ს, რომელიც უცხოური დაზვერვის სამსახურისთვის მუშაობაში დაადანაშაულეს. პოლონეთის პროკურატურის ცნობით, ის რუსეთის სპეცსამსახურებს არმიის, იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებინფორმაციას და მასალებსაწვდიდა.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ დაკავებულ რადოსლავ ს.-ს, გამოძიება აცხადებს, რომ მისი სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც მის დანაშაულებრივ საქმიანობას ადასტურებს.  ამ ჯაშუშობის საქმის მასალები დიდ წილად გასაიდუმლოებულია. საქმეს რამდენიმე უწყება ერთობლივად იძიებს.

10.11.2019 Warszawa Wlochy , ul. Paganiniego . Sluzby dokonuja przeszukania posesji przy ulicy Paganiniego 6 we Wlochach . fot. Dariusz Borowicz / Agencja Gazeta

აღსანიშნავია, რომ ორიოდე თვის წინ, პოლონურმა სპეცსამსახურმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა მსგავსი საქმიანობის წარმოებისთვის, ის საკმაოდ ასაკოვანი მამაკაცი იყო, რომელიც წარსულში ძალოვან უწყებებთან იყო დაკავშირებული, მსახურობდა პოლიციაში, ხოლო 20 წლის წინ პენსიაზე სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლად გავიდა.

ის, რომ კრემლი მუდმივად ცდილობს ევროპის ქვეყნებში ჯაშუშური საქმიანობა აწარმოოს და თავისი დანაშაულებრივი გეგმები აღასრულოს, უდავოა. თუმცა ასევე მუდმივად ხდება ამ მავნებლური საქმიანობის გამოაშკარავება და რუსეთის იმიჯის შელახვა. იგივე პოლონეთმა 2021 წელს ჯაშუშური საქმიანობისთვის რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელიც კი გააძევა ვარშავიდან და ისინი სამუდამოდ პერსონა ნონ გრატად შერაცხა. მართალია, „გაბრაზებულმა“ მოსკოვმა საპასუხოდ რუსეთიდან ხუთი პოლონელი დიპლომატი გააძევა, მაგრამ ყველამ იცის, რომ გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე კრემლს საპასუხო ფორმალობად მხოლოდ ეს რეაქცია  რჩება. ყოველწლიურად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა თავისი ტერიტორიაზე მომუშავე  დიპლომატების საფარქვეშ მყოფ „კრემლის სპეცსამსახურის დესანტს“ მარტივად ადგენს და შემდეგ სამშობლოში აბრუნებს. კრემლის უფრო დიდი და სასტიკი დანაშაულებების გამო კი მოქმედებს ეკონომიკური სანქციები, რაც ადრე თუ გვიან პუტინის ძალადობრივ რეჟიმს უფრო მეტად შეარყევს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved