• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წავკისში, წვეულებაზე 19 წლის გოგო თანამშრომლებმა გააუპატიურეს – საზარელი ისტორიის დეტალები

ალია ავტორი - ალია
01:51 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით საქართველოში ეგვიპტის მოქალაქეებს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც აღმოჩნდა დანაშაული რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ გახმაურებულა. საქმის მასალები დღეს “კურიერმა” გამოაქვეყნა.

მათ შორის არის ჯგუფური ძალადობის მსხვერპლის: 19 წლის გოგოს ჩვენება.

დაზარალებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 19 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.

წავკისში წვეულების დროს გააუპატიურეს, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა.

დანაშაულის დროს წვეულებაზე ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა.

“ერთმა დამიჭირა მხრები და მკლავები, ხოლო მეორე ძალადობდა. ვგრძნობდი ძლიერ ტკივილს. შემდეგ ძალა იგივენაირად იხმარა მეორემ. ვუწევდი წინააღმდეგობას, მაგრამ შემდეგ ჩავვარდი შოკურ მდგომაროებაში, გავშეშდი და მთლიანად გავცივდი. 2 დღის მერე, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ წავედი სამსახურში და როდესაც მარტო დავრჩი ვცადე თვითმკვლელობა, მარცხენა ხელზე საკანცელარიო დანით გადავიჭერი ვენა, მაგრამ მალევე მეგობარმა მიპოვა და გადამარჩინა. ძალადობის შემდეგ დამეწყო შფოთვა, სიზმარში კოშმარები, რის შემდეგაც მეღვიძება და ვერ ვახერხებ დაძინებას, მეშინია ქუჩაში მარტო გასვლის და სახლშიც კი ვერ ვრჩები მარტო,”- ნათქვამია დაზარალებული ქალის ჩვენებაში.

მსჯავრდებული პირები, რომლებიც გისოსებს მიღმა ჯგუფური გაუპატიურებისთვის მოხვდნენ ეგვიპტის მოქალაქეები არიან. ისინი ბოლო 1 წლის განმავლობაში მსხვერპლის თანამშრომლები იყვნენ. დანაშაულს არ აღიარებენ და ახლა საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაბათილებას სააპელაციო სასამართლოს გზით აპირებენ.

მსხვერპლი ძალადობის შემდეგ წამოვიდა სამსახურიდან და ტრაგედიიდან რამდენიმე თვეში დატოვა საქართველო.

თეგები: ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved