• რეკლამა
  • კონტაქტი
20:32, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამევსო ინბოქსი შეკითხვებით, როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ” – სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:55 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“გამევსო ინბოქსი შეკითხვებით და ვერსიებით სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ კითხვებზე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და არა მგონია სახელმძღვანელოდ გამოდგეს ყველასთვის, რასაც პასუხებიდანაც მიხვდებით.

1. ვეწეოდი ბევრს, მერე ძალიან ბევრს და ამ ბოლო პერიოდში უკვე 4 კოლოფამდე ავიდა დღე–ღამეში.

2. თავის დანებება ჯანმრთელობის გამო არ გადამიწყვეტია. მიზეზი სხვაა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

3. არანაირი დათქმა, აღთქმა და ფიცი არ დამიდია და არც ამიკრძალია საკუთარი თავისთვის მოწევა – ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და უკურეაქცია მაქვს ყოველთვის. უბრალოდ გადავწყვიტე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.

4. სახლში მიდევს სიგარეტი სრულიად გამიზნულად – ვიცი, მაქვს და მშვიდად ვარ – თუ ვერ გავძლებ, მოვწევ. მეოთხე დღეა “ვძლებ”. ორჯერ სააბაზანოში მოვუკიდე ნაპაზის გარეშე, დავდე და სრული სიმშვიდით ვუყურე როგორ ჩაიწვა.

5. სიგარეტი მარტო ნიკოტინი არ არის, ჩვევაცაა. ამიტომ ტელეფონზე ან ისე საუბრისას პასტა მიჭირავს თითებში, პრინციპში აუნთებელი სიგარეტიც შეიძლება, მაგრამ შორს მიდევს და მეზარება აღება.

ჯერჯერობით სულ ესაა. ვინც მე მიცნობს, ის კარგად მიხვდება რამხელა გადატრიალებაა ეს ჩემ ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი რომ თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ სხვანაირად რომ ვგრძნობ, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ეს ფაქტია და ამაზე მაგრად ვკაიფობ.

ჰო და კიდევ – საგრძნობლად იმატა თავისუფალმა დრომ და ფულმა … თუ კიდევ რაიმე საინტერესო იქნება ამ პროცესში, აუცილებლად მოგიყვებით .

P.S. სხვათაშორის, ყავას უშაქროდ ვსვამდი ისედაც და უსიგარეტოდაც მშვენივრად წავიდა”

,,მესამე დღეა უშენოდ ვარ… კი გამიჭირდა, მაგრამ…” – ირინა სარიშვილი
თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved